ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლივერპული-სევილია 1:3 - ევროპალიგის "რეკორდმაისტერი" [VIDEO]

ლივერპული-სევილია 1:3 - ევროპალიგის "რეკორდმაისტერი" [VIDEO]

იურგენ კლოპის ფინალური "ფლოპი", "ჩხუბი სენტ იაკობსზე" და უამრავი რეკორდი
* "სევილიამ" ზედიზედ მესამედ მოიგო ევროპალიგის ტიტული. ის პირველი გუნდია, ვინც ამ ტურნირის ისტორიაში ზედიზედ სამჯერ გამარჯვება მოახერხა.

* ესპანეთი პირველ ადგილზე გადავიდა ევროპალიგის (უეფას თასის) ტიტულებით - 10. ესპანეთი აქამდე იტალიასთან იყოფდა პირველ ადგილს 9-9 ტიტულით.

* უნაი ემერი პირველი მწვრთნელია, ვინც ზედიზედ მესამედ მოაგებინა გუნდს ეს ტიტული. სამჯერ ტიტული ჯოვანი ტრაპატონიმაც მოიგო, მაგრამ არა მიყოლებით.

* "სევილიამ" ტიტული მეხუთედ მოიპოვა (ტურნირის რეკორდი), 2006 და 2007 წლებში ანდალუსიურმა კლუბმა თასი ხუანდე რამოსის ხელმძღვანელობით მოიგო.

* ბოლოს ევროთასი ზედიზედ სამჯერ "ბაიერნმა" მოიპოვა (1974-76).

* ისტორიაში მეორედ ესპანეთი ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი კლუბით წარდგება.

* ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად კოკე დაასახელეს.

* ხოსე ანტონიო რეიესმა, რომელსაც ამ შეხვედრაში არ უთამაშია, ევროპალიგა მეხუთედ მოიგო. რეიესმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

ევროპალიგა "შპს სევილიად" იქცა - წუხელ ბაზელში უნაი ემერის გუნდმა ამ ტურნირის ყველანაირი რეკორდი მოხსნა, მეორე ტაიმში კლოპის "ლივერპულს" დიდი ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა და წითლად "შეღებილი" ბაზელი დაადუმა.

თამაში

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ დღევანდელი "ლივერპულისთვის" ამ ტურნირის ფინალში თამაში თითქმის მაქსიმუმია. მერსისაიდული გუნდი ვერ არის ჯერ აწყობილი მექანიზმი, თუმცა იურგენ კლოპმა გუნდს მისთვის დამახასიათებელი მებრძოლი სული დაუბრუნა, გზად მცირე და დიდი სასწაულები მოახდინა და ამ განწყობის წყალობით, არც ფინალში ითვლებოდა აუტსაიდერად.

"წითლებს" პირველი ტაიმი გამოუვიდათ კიდეც. 29-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა ცაციით დიდებული გოლი გაიტანა.

დაიწყო მეორე ტაიმი და... წამებში მარიანო მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა და დიდებულად მოთამაშე კევინ გამეიროს საპასუხო გოლი გაატანინა. "ლივერპული" ვერაფერს ახერხებდა, "სევილია" კი შტურმზე გადავიდა და კოკემ, რომელიც ამ მატჩში წინ იყო წაწეული, ბენეფისი მოიწყო - 6-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა და ფინალის ბედი გადაწყვიტა - 3:1.

გოლების გარდა, "სევილიას" უპირატესობას კლასში იმდენად დიდი იყო, რომ ანდალუსიელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. "სევილიამ" ევროპალიგა ზედიზედ მესამედ მოიგო, კვლავ დამსახურებულად.

ჩხუბი

ბაზელის "სენტ იაკობსზე" უმრავლესობა "ლივერპულის" ფანი იყო, ეს შვეიცარიული ქალაქი ორი დღის განმავლობაში მერსისაიდულს მოგვაგონებდა, ყველგან "ლივერპულის" მაისურებში გამოწყობილი ფანები იყვნენ. საკვირველი არც ის არის, რომ ინგლისელ და ესპანელ ფანებს შორის ტრიბუნაზე დაპირისპირება მოხდა.

ფინალის დაწყებისთანავე ორ ადგილას შეიქმნა პრობლემა, სადაც ისე მოხდა, რომ სექტორში "ლივერპულისა" და "სევილიას" ფანები შერეულად ისხდნენ. სევილიელ ულტრასებთან შეხლა-შემოხლა აუცილებლად მოიტანდა ცუდ შედეგებს, მაგრამ შვეიცარიულმა პოლიციამ დროულად გააკეთა კორდონი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. სულ "სენტ იაკობსზე" 7 ათასი სევილიელი ფანი მივიდა, მაშინ, როცა ლამის სამი მეოთხედი ტრიბუნების ინგლისური იყო.

არაფერი და ყველაფერი

"ლივერპულის" პირველი სეზონი კლოპთან ერთად ემოციური და იმედისმომცემი კი იყო, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა - ევროსაგზური "წითლებმა" ვერც ინგლისის ჩემპიონატიდან და თასებიდან მოიპოვეს და ვერც ევროპალიგიდან.

აი, "სევილიას" კი ევროპალიგის საგზური გარანტირებული ისედაც ჰქონდა, მაგრამ გაცილებით მეტს შეწვდა - ზედიზედ მეორე სეზონში უნაი ემერის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, როგორც ევროპალიგის გამარჯვებული. "სევილია" მომდევნო სეზონში "ბარსელონას", "რეალს", "ატლეტიკოსა" და "ვილიარეალს" შეუერთდება ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირზე. ევროპალიგაზე ესპანეთი მხოლოდ ორი კლუბით წარდგება - "ბილბაოთი" და "სელტით".

მატჩის შემდეგ

იურგენ კლოპი (ლივერპული): "სიმართლე გითხრათ, ჩვენი თამაში თავიდანვე არ მომწონდა. მაგრამ ჩვენ გავიტანეთ ბრწყინვალე გოლი, შემდეგ კიდევ ერთი გოლი გავიტანეთ, მაგრამ არ ჩაგვითვალეს. აი, მეორე ტაიმში კი ეგრევე გაგვიტანეს, ეს კი დიდი დარტყმა იყო. რა თქმა, უნდა ყველა პრობლემა საპასუხო გოლში არაა. ყველაზე მთავარი და ცუდი ის იყო, რაც ამ გოლის მერე მოხდა.

ჩვენ წავაგეთ ყველაფერი, რისი წაგებაც შეიძლებოდა და დავკარგეთ საკუთარი ძალებისა და თამაშის სტილის რწმენა. მომავალში ამისგან გაკვეთილს მივიღებთ, შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და გავძლიერდებით, მაგრამ ახლა ძალიან გულდაწყვეტილები და გაბრაზებულები ვართ. შედეგზე კი პასუხისმგებელი მე ვარ".

უნაი ემერი (სევილია): "ლივერპული" მაღალი კლასის გუნდია. საკუთარი თავის რწმენის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევდით. ძალიან მიხარია, რომ "სევილიას" ფანები ზეიმობენ. ესპანური კლუბების წარმატება იმაშია, რომ ჩვენ ვთამაშობთ დიდი შემართებით, მაღალ დონეზე "ვკითხულობთ" თამაშს და პატივს ვცემთ ამ ტურნირს. ეს ჩვენი ტურნირია".

კოკე (სევილია): "ვერ გეტყვით, რატომ გამოსდის "სევილიას" რეგულარულად გამარჯვებები ამ ტურნირზე. დიდი მადლობა ფანებს, რომლებიც ასე შორს გამოგვყნენ და ბოლომდე გვერდში დაგვიდგნენ. დღეს ჩვენ მოედანზე ბოლომდე ვიბრძოდით. ძალიან რთული მატჩი იყო, იყო მონაკვეთი, როცა "ლივერპულს" მეორე გოლის გატანა შეეძლო ჩვენთვის.

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. მთავარია, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. ყოველ წელს "სევილიაში" 10 ფეხბურთელი მაინც იცვლება. ამიტომ სეზონის დასაწყისში გვიჭირს ხოლმე. შარშან ვერაფერს გავხდით ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ წელს ისევ დავბრუნდებით იქ".

იხილეთ ვიდეო

ლივერპული-სევილია 1:3

გოლები: 1:0 სტარიჯი (35), 1:1 გამეირო (46), 1:2 კოკე (64), 1:3 კოკე (70)

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, კ. ტურე (82. ბენტეკე), მორენო - მილნერი, ჯანი - ლალანა (73. ალენი), ფირმინო (69. ორიჯი), კოუტინიო - სტარიჯი

სევილია (4-2-3-1): სორია - მარიანო, რამი (78. კოლოძეიჩაკი), კარიშო, ესკუდერო - კრიხოვიაკი, ნ'ზონზი - კოკე, ბანეგა (93. კრისტოფორო), ვიტოლო - გამეირო (89. იბორა)

გაფრთხილება: ლოვრენი, ორიჯი, კლაინი - ვიტოლო, ბანეგა, რამი, მარიანო

კუთხური: 4-7; ჯარიმა: 19-9; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-11 (4-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 36 512

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ამ ფინალის იქით რომ გაიხედავთ შეამჩნევთ ალბათ თუ რა დიდ ნეხვშია ინგლისური პრემიერლიგა ჩაძირული. ალბათ ბევრმა ადამიანმა წააგო ფული ამ თამაშზე რაც სამწუხაროა მაგრამ ინგლისელები რომ ტოტალიზატორების სატელიტები გახდნენ ამას ჩემს გარდა სხვებიც ხედავენ ალბათ. ამიტომ ხალხს რომ ჭკუა ჰქონდეს საერთოდ დაანებებდა თანხების დადებას ყველა კანტორაში და იცოცხლეთ მერე წამოვა რეალური შედეგები და "ლესტერისნაირები" ისევ თავის ლიგებს დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ ადამიანის გულუბრყვილობას ხომ საზღვარი არ აქვს და თან სჯერა, თან იგინება და ტირის თანაც აგებს და მაინც იგივეს იმეორებს. ძალიან ახლოს ნუ მიიტანთ გულთან ამ ყველაფერს თუ ტოტალიზატორის თამაში იყო ე.ი. "ლივერპულმა" ალბათ იმხელა მოგება ნახა 100 წელი არც იდარდებენ ამ თასზე.

• ქობულეთელი

მართლაც რომ დაიჩაგრა ლივერპული ამ უაზრო მსაჯის გამო,ნუთუ არ შეილებოდა ამ დონის მატჩზე ისეთი დცონის ჩემპიონატიდან მიეწვიათ მსაჯი როგორიცაა გერმანია,იტალია,საფრანგეთი ტუნდაც ჰოლანდია.შვედეთიდან და ფინეთიდან რო ამსაჯებ ამ დონის მატჩს უკეთესს არც უნდა მოელოდე.

• gocha123

fexebit da xelebit chveni axlandeli dinamoc aigebs tass:-)

• rooney-kane-vardy

საკუთარი მსაჯებით იყო სევილია წასული და არცაა გასაკვირი შედეგი

• roma

არავინ იფიქროთ,რომ ლივერპულის გულშემატკივარი ვიყო,მაგრამ მინდა ავღნიშნო ის უსამართლობა,რომელიც გუშინ ბაზელში მოხდა,არ მესმის რატომ დაამატეს ორი მსაჯი,თანაც კართან დგანან და მთელ საჯარიმო მოედანს ანკონტროლებენ,მაგრამ შედეგი ნულის ტოლია,მე არ ვიცი 3:0-ზე,როგორ დამთავრდებოდა ეს შეხვედრა,მაგრამ ლივერპულს ძალიან დიდი ფორა ექნებოდა,ეს მსაჟი დასასჯელია,ის ერთი ათი წლით უნდა ჩააყუდო ციხეში,ანტიმსაჯობისთვის და იმ ცინიკური მოქცევისთვის,რომელიც მან კლოპთან გასაუბრების შემდეგ გააკეთა,იმის მაგიერ,რომ სინანული გამოეთქვა,როგორ ცინიკურად იცინოდა,მეორეც ძალიან მიკვირს,რატომ ნიშნავენ ფინალებში ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებს,როგორიც შვედეთია,განა არ შეიძლებოდა გერმანელი,იტალიელი,ფრანგი ან ჰოლანდიელი მსაჯის დანიშვნა,შვედეთი ხომ არაა საფეხბურთო ქვეყანა,მოკლედ გუშინ დიდი უსამართლობა მოხდა და ეს ყველაფერი გაატარა უეფამ,რაც ძალიან,ძალიან სამწუხაროა.

• 111

გადაურბინა სევილიამ!

• გელა

სევილიამ პირველი ტაიმი ხელბურთი, მერე ტაიმი კი ფეხბურთი ითამაშა. :)

• გენო

ავტორს თამაშისთვის არ უყურებია და აბდაუბდას ლაპარაკობს !! როცა ამდენი მეკარე ყავს მეტოქეს ძნელია მოგება!!!!!!!!!!!!!!

• 666

liverpuls rom pirveli taimi moego 2:0 albat sxvatamashi iqneboda.aq cudi isaa rom msajma gaapucha tamashi(shedegs vgulisxmob).ispenali rom daedo rac ashkarad iyo,meore penalti da goli iqneb vercsheeqmnat radgan sulsxvatamashi iqneboda..mtavari isaa rom msajma daushva udidesi shecdomebi..ise upro albat mainc sevilia moigebda.imashic darwmunebuluvar rom klopi liverpuls daubrunebs zvel titulebs da didebas

• basel

მაგარი სტატიაა...:) ავტორმა უყურა თამაშს ? 2 სიტყვა მაინც გეთქვა არ დანიშნულ პენალტებზე :)

• ზვიადი

ამას დაშვებული შეცდომები აღარ ჰქვია. ამას ტოტალიზატორის მსაჯობა ჰქვია. ყველაფერს მხოლოდ სევილიას სასარგებლოდ დანახვა.

• ვანო

ორი პენალტი არ დადო ეს ხომ ფაქტია, ბარსელონა ან რეალი რომ ყოფილიყო ხომ დაუდებდა, 2:0 რა იქნებოდა არავინ იცის, ლივერპულს წაართვეს ტასი მე ასე ვფიქრობ

• QWERTY

მსაჯმა დაუშვა შეცდომები, მაგრამ ლივერპული არ იყო მომგები ამ მატჩის.

• Akaki

აშკარად დაიმსახურა სევილიამ, ლა ლიგა მსოფლიოში საუკეთესოა

• ზვიადი

მეც მსაჯებს დავაბრალებდი თუმცა სევილიამ ტექნიკური თამაში ითამაშა. მაგრამ ასევე შემართებით გამოვიდოდა კი პირველი ტაიმის შემდეგ 0:3- ზე (2 არჩათვლილი პენლით)?

• giogio

მსაჯის ბრალია ყველაფერი

სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა

ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია

[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა

უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

დანიელ სტარიჯი "ტრაბზონსპორში" გადავიდა

კოკემ ვან დერ ვაარტს დამცინავად უპასუხა

ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კოკე: "ლაიპციგმა" გვაჯობა - ახლა ამის მიზეზს ვერ აგიხსნით

"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ

ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია - ემერიმ შესაძლოა, "რეალი" ჩაიბაროს

იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა

"ატლეტიკოს" ფეხბურთელს 1 წლიანი დისკვალიფიკაცია ტოტალიზატორული მაქინაციების გამო ემუქრება

[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში

საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთის 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!

[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა

საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?

'მე ორი მაქვს, შენ არაფერი' - რა უთხრა ვინისიუსმა კოკეს

კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა

დიდებული მოთამაშეები ცუდ სიტუაციაში...

"ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტია, შესანიშნავი ფეხბურთელია და ვერ შევაჩერეთ" - ემერიმ მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა

სტარიჯი: პრემიერლიგაში დაუსრულებელი საქმე მაქვს

ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა

პრემიერლიგის მომაკვდინებელი დუეტები - ისინი არავის ინდობდნენ!

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ქურდებმა დანიელ სტარიჯის სახლიდან ძაღლი მოიპარეს

"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა

[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...

"უსასრულოდ ვერ მოვითმენდი" - ემერიმ ახსნა, რატომ არ ჩამოართვა არტეტას ხელი

გავისა და პრინცესას სიყვარულის ამბის გაგრძელება - როგორ ეხუმრებიან ფეხბურთელს გასახდელში და რა დააქვს სკოლაში ტახტის მემკვიდრეს გავისთან დაკავშირებით

ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა

[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"