"ემპოლის" 20 წლის ქართველი ფორვარდისთვის ოპერაციის დაჩქარება კლუბის პრეზიდენტის მოთხოვნით მოხდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი რომან ჭანტურია 20 აპრილს, სერია A-ს 34-ე ტურში "ემპოლის" პირველი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა.

ალბათობა იმის, რომ ჭანტურიას სერია A-ში დებიუტი ამ სეზონშივე ექნებოდა, დიდი იყო, თანაც თავად ფეხბურთელიც აცხადებდა, რომ აუცილებლად ითამაშებდა. ამას ისიც დაემატა, რომ გუნდის ფორვარდებს, მასიმო მაკარონესა და ლევან მჭედლიძეს დისკვალიფიკაცია ჰქონდათ, მაგრამ ჭანტურიას დებიუტი მაინც არ შედგა. გუშინ კი რომანს მუხლზე ოპერაციაც ჩაუტარდა.

თუ რატომ არ შედგა მისი დებიუტი გასულ სეზონში, ამაზე თავად ფეხბურთელს ვესაუბრეთ.

- გუშინ მუხლის ოპერაცია გაიკეთე. ტრავმა ასეთი სერიოზული გქონდა?

- თებერვალში მივიღე ტრავმა - მუხლისა და წვივის შემაერთებელი მყესი სანახევროდ გამიწყდა. ამის გამო თვენახევარი უნდა დამესვენა, მაგრამ ზედმეტი მონდომების ხარჯზე, უკვე 18 დღეში დავიწყე ვარჯიში. სამწუხაროდ, მუხლი არ ჩადგა სტაბილურ მდგომარეობაში და სამი თვის მანძილზე ყოველ ვარჯიშსა და თამაშზე ვრისკავდი.

- რას უკავშირდებოდა რისკი?

- მუხლის არასტაბილურობას. შეიძლებოდა მენისკის და ჯვარედინის გაწყვეტა გამოეწვია.

- მიუხედავად ამისა, ბოლო ტური დუბლების შემადგენლობაში ითამაშე...

- კი. წინა კვირას ვარჯიშისას ვიგრძენი ტკივილი, რის გამოც წვრთნა ნაადრევად დავტოვე. შემდგომი ორი დღე არ მივარჯიშია, მაგრამ ვინაიდან დუბლებს პლეი-ოფში ჰქონდათ თამაში, გუნდის დახმარება გადავწყვიტე - ვიფიქრე, ტკივილს გავუძლებ-მეთქი.

- როგორ ჩაიარა თამაშმა?

- საბედნიეროდ, თამაშმა კარგად ჩაიარა. ბოლო, 90-ე წუთზე, საჰაერო ორთაბრძოლისას გაჭიმული ფეხით დავხტი, რასაც მენისკზე ზეწოლა და მუხლის ტკივილი მოჰყვა.

- თუმცა, "ემპოლის" პირველი გუნდის ბოლო ტურის შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე მაინც იჯექი. ტრავმის გამო ხომ არ გადაიდო დებიუტი?

- "ემპოლის" ბოლო ტური "ტორინოსთან" ჰქონდა სათამაშო და სკამზე მაინც დავჯექი. მატჩის მსვლელობისას მწვრთნელმა ორჯერ მიხმო და მკითხა, გვიღირდა თუ არა რისკი, შევეყვანე თუ არა მოედანზე... მაგრამ ისევ ჩემი მომავლისა და მუხლის მდგომარეობის გამო გადავწყვიტე, ამ ეტაპზე მოვრიდებოდი თამაშს, რადგან ოპერაცია მჭირდებოდა.

- შეიძლება ითქვას, რომ მომავალი სეზონისთვის "ემპოლის" პირველი გუნდის ფორვარდად მოიაზრები?

- გუნდის პრეზიდენტის მოთხოვნით მოხდა ოპერაციის დაჩქარება, რათა შემდეგი სეზონისთვის 100%-ით ვიყო მზად. სწორედ პრეზიდენტის მოთხოვნიდან ორ დღეში გამიკეთდა ოპერაცია მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ ექიმ პიერ პაოლო მარიანისთან. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დაახლოებით ერთ თვეში მოედანს დავუბრუნდები. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი მომავლისთვის გაკეთდა და თავიდან ავიცილე უფრო მძიმე ტრავმა.

aleko izoria
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ პროფილაქტიკა მკურნალობაზე ადვილია. ისწავლეთ მსუბუქი დატვირთვით სირბილი იზორია ალეკო
სირბილის სწავლების ცენტრი
რომან ჭანტურიას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ პროფილაქტიკა მკურნალობაზე ადვილია. ისწავლეთ მსუბუქი დატვირთვით სირბილი და მუხლის სახსარი არასდროს შეგაწუხებთ!
TamaShis fre
ფრე დამთავრდა კარგი თამაში იყო ალეკო იზორია
angariShi damtavrda fred
ანგარიში დამთავრდა ფრედ კარგი თამაში იყო ვუყურე შეიდლებოდა მოგება იზორია ალეკო
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა
რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა
რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია