გიორგი ჭანტურია გერმანიაში აღიარეს, ლაშა დვალი - პოლონეთში, ჯანო ანანიძე - რუსეთში...
საქართველოს ნაკრების წევრები თუ კანდიდატები კარგ ფორმაში არიან. ამაზე მეტყველებს ის, რომ ზოგიერთი მათგანი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ზოგიც საკუთარ კლუბში "სეზონის აღმოჩენად" დასახელდა.

მივყვეთ თანმიმდევრობით...

ტურის საუკეთესო

გასაკვირი არ არის, რომ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელად "დუისბურგის" 22 წლის შემტევი გიორგი ჭანტურია დასახელდა. ამ შეხვედრაში "ზებრებმა" უკვე ელიტაში აღზევებულ "ლაიპციგს" უმასპინძლეს და ჭანტურიას გოლის წყალობით უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოიპოვეს.

liga2-online.de-მ მკითხველთა შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა იყო. ჩვენდა სასიხარულოდ, ამ გამოკითხვაში პირველობა არავის დაუთმო ჭანტურიამ, რომელმაც მკითხველთა ხმების 61 პროცენტი მიიღო.

სეზონის მთავარი აღმოჩენა

პოლონურმა გაზეთმა Pilka Nozna-მ "შლიონსკის" მიერ ჩატარებული სეზონი შეაფასა. ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა ამ გუნდში "სეზონის აღმოჩენად" საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების 20 წლის ცენტრალური მცველი ლაშა დვალი მიიჩნიეს.

ეს მართლაც განსაკუთრებული და ძალიან სასიამოვნო მოვლენაა, რადგან დვალი შუა სეზონში შეუერთდა პოლონურ კლუბს გერმანული "დუისბურგიდან". ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენებურმა მართებული ნაბიჯი გადადგა, როცა პოლონეთში არჩია კარიერის გაგრძელება.

ანანიძეს ვეღარ აჩერებენ

რუსულმა gazeta.ru-მ ამ ქვეყნის ჩემპიონატის მორიგი ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. რჩეულთა შორის მოხვდა მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც.

საერთოდ, ბოლო დროს ჯანომ მკვეთრად მოუმატა და ეს იმის შედეგია, რომ "სპარტაკის" სამწვრთნელო შტაბი მას უკვე ენდობა. ანანიძემ შესანიშნავად ჩაატარა შეხვედრა გროზნოს "ტერეკთან", რომელიც მისმა გუნდმა 3:0 მოიგო. ჯანოს ანგარიშზე საგოლე გადაცემაა.

"როგორც წესი, ჯანო ყოველთვის კომფორტულად ვერ არის რუსეთის ჩემპიონატის შეხვედრებში, მაგრამ ამჯერად, "ტერეკის" ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელების წნეხის მიუხედავად, ჯანომ მართლაც შესანიშნავად ითამაშა. მან მახვილგონივრულად ითამაშა. სწორედ ანანიძის ჩინებული გადაცემით გაიტანა გოლი პარაგვაელმა ლორენსო მელგარეხომ", - წერს გამოცემა.

მახარაძეც გამოარჩიეს

უზბეკეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა ტაშკენტის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი კახა მახარაძე. უქმეების ცენტრალურ შეხვედრაში "რკინიგზელებმა" 1:0 მოუგეს ქართველის ყოფილ კლუბს, ტაშკენტის "ფახთაქორს".

"მახარაძემ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ისე ითამაშა, ერთი შეცდომაც არ დაუშვია", - წერს უზბეკური მედია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
რაიყოთ მსოფლიო ჩემპიონები ხო არ გავხდით,დავაცადოთ ამ ხალხს ფეხბურთის თამაში
დ.ნ
gordon 20 მაისი 2016 12:27 გივია-ს. ეხ გივია, გივია, შე მართლა გივია!!!! მაგარი გააძრე ყოჩაღ.დდდდ
zmo
რა ბრახაბრუხა ხალხი ვართ, რაღაცას გავიფართხალებთ და არიქა ვეღარ გვაჩერებენ ჩვენია გამოგონებულია ფეხბურთიო დაწერთ,
zaza
"გივია" რა აგრესიული ხარ დვალიშვილის მიმართ რა იყო შენი ადგილი დაიკავა ნაკრებში თუ...?! შენ გესმის ფეხბურთი და სადაც უთამაშია სადაც თამაშობს და ვინც ნაკრებში გამოიძახა ისინი ბალეტის სპეციალისტები არიან?! დაწყნარდი და წარმატება უსურვე! დღეს დვალიშვილს მჭედლიძის გარდა კონკურენციას ვერცერთი ქართველი ფორვარდი ვერ გაუწევს!!!
gordon
გივია-ს. ეხ გივია, გივია, შე მართლა გივია!!!!
giorgi
დვალიშვილი მოგვაშორეთ!
Georgia
ყოჩაღ მოუმატეს ბიჭებმა სეზონის ბოლოს. იმედია შემდეგ სეზონს მთლიანად ასეთ ფორმაში ჩაატარებენ. ნიურნბერგი არაა ბუნდესლიგაში გადამსვლელი და დუისბურგი თუ დარჩა მგონი ჯობია ჭანტურიაც დარჩეს მაინც ძირითადის კაცია და ნელნელა ლიდერადაც ყალიბდება. ჯანომ კი მაინც უნდა მიატოვოს ეს სპარტაკი. ჰოლანდიაში თუ წავა კარგი იქნება მარა ვერ უხდიან რუსებივით ეს ჰოლანდიელები და ესენიც კარიერას იფუჭებენ
გივია
და ამ ბიჭების ფონზე ნაკრებში რატო ვეძახით დვალიშვილს ვინმე ამიხსნის საერთოდ? მე უფრო მეტი მაქვს მემგონი ამ ერთ წელიწადში გარბენილი ვიდრე მაგას მთელი კარიერის მანძილზე. სისწრაფე არა , ალღო არა, ფიზიკა არა, თავი არა, ხედვა არა. მაყურებლადაც არ გვარგია არამცთუ 24 კაცში ნუ ძირითადზე ხო საერთოდ. აგერ ქვილითაია რა ფორმაშია, იქით ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი, იტალიაში ჭანტურია. ლეგიონერებს თავი გავანებოთ საქართველოს ჩემპიონატიდან ჯობია მაგას 4-5 თავდამსხმელი. და მაგასაც რო თავი დავანებოთ 16-17 წლამდე ნაკრების თავდამსხმელებიც კი ახლავე ჯობნიან ტო აი გაგიჟება შეიძლება ვინ ლობირებს და ვინ ატყუებს ამ ვაისს?
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
შოთა და ტაშკენტის "ფახთაქორი"? არველაძე არ ჩქარობს...
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ლეგიონის ანონსი: დავით ხოჭოლავას "ეტიჰადზე" ვიხილავთ
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
[ლეგიონი] გოლი და საგოლე, ტაბიძე სრულად და ჯანო ჩემპიონობისკენ [VIDEO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
ლეგიონის ანონსი: შედგება კაჭარავა VS მერებაშვილი?
შოთა არველაძის დანიშვნა ტაშკენტის "ფახთაქორში" გადაწყვეტილია
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
შოთა არველაძეს "ფახთაქორის" გაძლიერება ქართველი ნახევარმცველით სურს
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა