ვალენსიას ტესტებზე არც ისე შთამბეჭდავი შედეგების შემდეგ "მერსედეს გრან-პრიმ" თავისი შესაძლებლობები ხერესის ტესტების მეორე დღეს აჩვენა

ვალენსიას ტესტებზე არც ისე შთამბეჭდავი შედეგების შემდეგ "მერსედეს გრან-პრიმ" თავისი შესაძლებლობები ხერესის ტესტების მეორე დღეს აჩვენა. გუშინ წრეზე საუკეთესო დრო მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა დააფიქსირა. საინტერესოა, რომ გერმანელმა ეს შედეგი 10-წრიანი სერიის პირველ წრეზე აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტისთვის შუმის მანქანა ცარიელი ავზით არ ყოფილა. თუმცა უფრო გრძელ სერიებზე მიხაელი დაახლოებით წამით ჩამორჩებოდა "რედ ბულის" ტემპს.

შუმახერის გარდა მხოლოდ წინა დღის ლიდერმა ფელიპე მასამ ("ფერარი") შეძლო წრის წუთსა და 21 წამზე ნაკლებ დროში გავლა. სადილის შემდეგ "ფერარი" სავსე ავზებით მუშაობაზე გადავიდა და მასას დრო 1.27-ის ფარგლებში იყო. გუშინ ბრაზილიელმა "ხერეს-დე-ლა-ფრონტერაზე" ყველაზე მეტი - 116 წრე გაიარა.

მესამე დროის ავტორი ჯენსონ ბატონი გახდა. დილით "მაკლარენი" მანქანის სხვადასხვა სისტემებისა და კვანძების შემოწმებით იყო დაკავებული, დღის მეორე ნახევარში კი ბატონი უფრო ხშირად ჩნდებოდა ტრასაზე, მაგრამ არც ერთ თავის სერიაში ექვს წრეზე მეტი არ გაუვლია. საბოლოო ოქმში მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონის გვერდითაა ხაიმე ალგერსუარი "ტორო როსოდან". ესპანელმა ავარიაში მოხვედრაც მოასწრო - მეცხრე მოსახვევში გადავარდა ტრასიდან.

მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა მარკ უებერი, თუმცა "რედ ბულს" ეტყობოდა, რომ სულაც არ დასდევდა სწრაფ წამებს. ჩემპიონი გუნდი გრძელ სერიებზე იყო ორიენტირებული. ამ მხრივ კი ავსტრალიელი პილოტი საუკეთესო იყო. ასე მაგალითად, 19-წრიანი სერიისას "რედ ბულის" პილოტის საშუალო დრო 1.24 წამი იყო - არც ერთ სხვა პილოტს ასეთი სტაბილურობისთვის არ მიუღწევია.

გუშინდელი სატესტო დღე რამდენჯერმე შეწყდა წითელი დროშებით. ალგერსუარის გარდა, ამის მიზეზი გახდა სერხიო პერესი, რომელმაც თავის "ზაუბერს" წინა ნაწილი დაუზიანა. ტესტების დასრულებამდე ერთი საათით ადრე პასტორ მალდონადომ თავისი "უილიამსი" დაამტვრია. და კიდევ, ზედიზედ მეორედ მოუცურდა მანქანა "ლოტუს-რენოს" რუს პილოტ ვიტალი პეტროვს.

მეორე დღის შედეგები:

1. შუმახერი (მერსედესი) 1:20.352 (112)

2. მასა (ფერარი) + 0.061 (116)

3. ბატონი (მაკლარენი) +0.657 (69)

4. ალგერსუარი (ტორო როსო) +0.862 (72)

5. უებერი (რედ ბული) +1.261 (113)

6. სუტილი (ფორს ინდია) +1.428 (73)

7. პერესი (ზაუბერი) +1.505 (56)

8. გლოკი (ვირჯინი) +1.856 (57)

9. პეტროვი (რენო) +2.141 (65)

10. მალდონადო (უილიამსი) +2.239 (38)

11. ტრული (ლოტუსი) +2.864 (40).

avtuko
თუ მერსედესმა ასე გააგრძელა შუმი ტიტულის დაბრუნებას შეძლებს, თუმცა სამუშაო უამრავიაქვთ კიდევ
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"