იურისტი პროფესორი გამოიძიებს სოჭის ოლიმპიადის დოპინგ-მაქინაციებს
კანადელი იურისტი, სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი, პროფესორი რიჩარდ მაკლარენი დაინიშნა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს კომისიის დამოუკიდებელ თავმჯდომარედ. ამ კომისიამ უნდა გამოიძიოს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე დოპინგ-მაქინაციების ბრალდებები. ამის შესახებ იტყობინება სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი.

მაკლარენის კომისია გამოიძიებს ინფორმაციას, რომელიც "ნიუ იორკ თაიმსის" სტატიაში იყო მოყვანილი. მასში მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი შეფი გრიგორი როდჩენკოვი ყვება სოჭის ოლიმპიადაზე დოპინგ-მაქინაციების შესახებ. გამოძიება აგრეთვე შეეხება ცნობებს CBS-ზე გაშვებული სიუჟეტიდან, სადაც რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ვიტალი სტეპანოვი რუსულ სპორტში არსებულ დოპინგზე ლაპარაკობს.

რიჩარდ მაკლარენი იყო ერთ-ერთი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის სამი წევრიდან, რომელიც რუსულ მძლეოსნობასთან დაკავშირებულ დოპინგ-სკანდალებს იძიებდა. მისი სამუშაოს შედეგების მიხედვით, მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტო დახურეს, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს აკრედიტაცია ჩამოართვეს, ხოლო რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას დროებით შეუჩერეს საერთაშორისო ფედერაციის წევრობა. ამის გამო, რუსმა მძლეოსნებმა, შესაძლოა, რიოს ოლიმპიადა გამოტოვონ.

მაკლარენის კომისიაში შევლენ სხვადასხვა პროფილის ექსპერტები, მათ შორის, დამოუკიდებელი მეცნიერები, აგრეთვე მონრეალის ანტისადოპინგო ლაბორატორიის დირექტორი კრისტიან აიოტე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ