თუ ამას NBA დაამტკიცებს, კარი არანორმალური რაოდენობის ქულებს დააგროვებს
"ინდიანა პეისერსის" პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა ლარი ბერდმა განაცხადა, რომ ლიგა უნდა დაფიქრდეს ოთხქულიანი ხაზის შემოღებაზე.

"თავდაპირველად, სამქულიანი ხაზის იდეა ჩვენც დიდად არ გვხიბლავდა. არავის უთქვამს: "ღმერთო, ეს სწორედ ის არის, რაც გვჭირდება". დრო იყო საჭირო. როცა ეს ხაზი შემოიღეს, რამდენიმე გუნდი თამაშში ხუთ სამქულიანს ისროდა და ეს დიდ რაოდენობად ითვლებოდა. გასაოცარია, მას შემდეგ როგორ შეიცვალა თამაში. 16-17 წლის წინათ, ვწუხდი იმის გამო, რომ პატარა ბიჭებისთვის NBA-ში ადგილი აღარ იყო და ითამაშებდნენ მხოლოდ მეჯიქ ჯონსონის მსგავსი დიდი მცველები. მაგრამ შემდეგ, მოთამაშეებმა დაიწყეს უფრო ხშირად სამქულიანების სროლა, მოედნის მთელი სიგანის გამოყენება - და, ახლა, ყველას უნდა პატარა მცველები ჰყავდეს შემადგენლობაში. ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ ჩემი ეპოქა უდიადესი იყო, მაგრამ, ახლა, ამაში არ ვარ დარწმუნებული.

უნდა შემოიღონ ოთხქულიანი ხაზი, და მოთამაშეები შეეცდებიან იქიდან სროლას. როგორც კი ეს მოხდება, ტყორცნა გაუმჯობესდება. კიდევ ხუთი-ათი წლის შემდეგ, ყველა ეცდება ოთქქულიანი სროლის შესრულებას. თამაში ევოლუციას განიცდის", - განაცხადა ბერდმა.

სამქულიანი ტყორცნის წესი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 1979-80 წლების სეზონში შემოიღეს.

აღმოსავლეთი

კლივლენდი-ტორონტო 108:89

30:28, 32:20, 24:21, 22:20

კ: ირვინგი (26+3 პასი), ჯეიმსი (23+11 პასი+11 პასი+3 ჩაჭრა), ლავი (19+5 მოხსნა+3 პასი), სმიტი (12), ფრაი (10), ტომპსონი (9+12 მოხსნა), შამპერტი (3), ჯეფერსონი (2), ჯონსი (2), მოზგოვი (2), დელავედოვა (0+3 პასი).

ტ: დეროზანი (22+5 მოხსნა), ჯოზეფი (11+5 მოხსნა+3 პასი), ჯონსონი (11), როსი (11), ლოური (10+6 მოხსნა+3 პასი), კეროლი (7+5 მოხსნა), პატერსონი (6+4 პასი), სკოლა (6), ბიიომბო (3+5 მოხსნა+2 დაფარება), პაუელი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (50/40.2), სამქულიანები (33.3/27.3), საჯარიმოები (67.6/77.8).

ტორონტო-კლივლენდი 99:84

27:24, 33:23, 20:23, 19:14

ტ: დეროზანი (32+5 მოხსნა+4 პასი), ლოური (20+6 მოხსნა+3 პასი), ჯოზეფი (14+5 მოხსნა+3 პასი), პატერსონი (10+6 მოხსნა), კეროლი (10), ბიიომბო (7+26 მოხსნა+4 დაფარება), ჯონსონი (3), როსი (3).

კ: ჯეიმსი (24+8 მოხსნა+5 პასი), სმიტი (22+5 მოხსნა), ირვინგი (13), ფრაი (11+3 ჩაჭრა), ჯეფერსონი (5), ლავი (3), უილიამსი (3), შამპერტი (3), ტომპსონი (0+8 მოხსნა+2 დაფარება), დელავედოვა (0+3 პასი).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (45.8/35.4), სამქულიანები (38.7/34.1), საჯარიმოები (84.6/87.5).

სერია: 1-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
გოგა ბითაძე ლეგენდარულ ლარი ბერდს შეხვდა [PHOTO]
NBA-ს ლეგენდა: ჯორდანს საკუთარი ადგილი მივუჩინე, მას შემდეგ აღარ შევუწუხებივარ
NBA: ახალგაზრდები არ ჩერდებიან - დონჩიჩმა აბდულ ჯაბარს აჯობა, ტეიტუმმა ლარი ბერდს [VIDEO]
მესამე ლეგენდა - ჯულიუს ერვინგი
რა გუნდია "ინდიანა პეისერსი" და რა მომავალი ელოდება გოგა ბითაძეს ინდიანაპოლისში?
ლარი ბერდი: აღარ მგონია ჩემი ეპოქა საუკეთესო