ვის იყიდის ჟოზე მოურინიო "მანჩესტერში"?
ლუი ვან გაალს სათასო ტიტულმა ვერ უშველა და ამბობენ, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჟოზე მოურინიო ჩაიბარებსო - ასე იწერება ინგლისურ და მსოფლიო პრესაში.

რა თქმა უნდა, ჭორი, რომელიც არ გამართლებულა, ბევრი გვსმენია, მაგრამ ეს იწერება ისეთი დაჟინებით, რომ დიდი ალბათობით, სიმართლე უნდა იყოს.

ჰოლანდიელმა ვერ გაამართლა გულშემატკივრების იმედები. მისი გაწვრთნილი "იუნაიტედი" იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა ითამაშოს გრანდმა. "მანჩესტერი" ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაზე და წესით, ეს ბოლო წვეთი უნდა ყოფილიყო ინგლისური კლუბის ამბიციური ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალაში. მაშ ასე, წესით, ჟოზე ინგლისში ბრუნდება. შევეცადოთ განვჭვრიტოთ, რას მოუტანს ინგლისურ გრანდს პორტუგალიელი სპეციალისტის დაბრუნება.

ალბიონზე მაინც...

ჟოზეს ბევრი უკიჟინებს, დაცვითი სტილი ზედმეტად გიყვარსო. კი, "ავტობუსი" სწორედ მისი მოგონილია, მაგრამ საქმე არც მთლად ასეა. "იუნაიტედის" ქომაგებს იმის იმედი მაინც აქვთ, რომ თუნდაც "ნისლიან ალბიონზე" ჟოზე "მანჩესტერს" პირველ ნომრად ათამაშებს.

ვან გაალის დროს გუნდი ასე ძალიან იშვიათად თამაშობდა. ინგლისური ფეხბურთის საშუალოებთანაც კი "იუნაიტედი" ორ-სამჯერ თუ ურტყამდა კარში. კი, გუნდი მაქსიმალურად იყენებდა საგოლე მომენტებს, თუმცა როცა საქმე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ეხება, ეს გამოსავალი ვერაფრით იქნება.

ექსპერიმენტები უნდა მორჩეს!

ვან გაალის ექსპერიმენტები ყველას ყელში ამოუვიდა. მართლაც, როგორი მოსათმენია, როცა გამუდმებით იცვლება გუნდის სათამაშო მონახაზი. ეს რომ პერიოდულად ხდებოდეს, კაცი კიდევ მოითმენდა, მაგრამ ნურას უკაცრავად.

ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ თუნდაც მატჩების მსვლელობის დროს ვან გაალს არაერთხელ შეუცვლია ტაქტიკა და ძალიან ხშირად ეს გაუკეთებია ყოველგვარი საჭიროების გარეშე. რა თქმა უნდა, "მანჩესტერის" თამაშზე ეს კარგად სულაც არ მოქმედებდა.

მოუ პლუს ფერგი

ამბობენ, რომ ჟოზე მოურინიო აქამდეც იქნებოდა "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი, რომ არა სერ ალექს ფერგიუსონი. რა თქმა უნდა, "იუნაიტედის" ცხოვრებაში ლეგენდარულ შოტლანდიელს ჯერაც ბევრი რამ ეკითხება. ისიც ცხადია, რომ პორტუგალიელი მას სათამაშო სტილის გამო არ მოსწონს.

როგორც ჩანს, მოურინიომ, ფერგიუსონმა და "იუნაიტედის" შეფებმა კომპრომისს მიაღწიეს. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ "მანჩესტერში" მისული ჟოზე მეტად შეუტევს? დიდი ალბათობით, ეს ასეც იქნება. ჩვენ ამას ყველა ერთად ვნახავთ.

მოდი, თავიდანვე შევთანხმდეთ: ვერც ერთი გუნდი ვერაფერს მიაღწევს, თუ მას შესაბამისი კვალიფიკაციის შემადგენლობა არ ჰყავს. "იუნაიტედს" ბირთვი თითქოს, არ დაეწუნება, მაგრამ ფაქტია, გუნდი აშკარად დასაბალანსებელია. თუნდაც ის რად ღირს, რომ ერთ დროს შემტევი ფეხბურთის აპოლოგეტი გუნდი დღეს თავდასხმაში ნიჭიერი, მაგრამ მაინც თინეიჯერის, მარკუს რაშფორდის ამარაა დარჩენილი. გაძლიერება არც დაცვასა და ცენტრალურ ზონას აწყენდა.

"ბაიერნმა" "იუნაიტედს" თვალწინ ააცალა უნიჭიერესი პორტუგალიელი საყრდენი, რენატო სანჩესი. ინგლისურ კლუბს მინდვრის ცენტრში აუცილებლად სჭირდება მაღალი დონის საყრდენი. ამ თემაზე ჯერ დაწვრილებით არაფერი ისმის, მაგრამ ჟოზეს ეს პრობლემა აუცილებლად ექნება გადასაჭრელი.

ინგლისურმა "მირორმა" მეტად საინტერესო მასალა გამოაქვეყნა. მასში წერია, რომ მოურინიო "მანჩესტერში" 5 ფეხბურთელს მოიყვანს და ამდენივეს გაუშვებს.

შავი სია

პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ შედგენილ "შავ სიაში" მოხვდნენ ხუან მატა, მარკოს როხო, ადნან იანუზაი, მორგან შნეიდერლინი და მემფის დეპაი. ჩვენი გაზეთის მკითხველმა თავად იმსჯელოს, რამდენად გაამართლეს ამ ფეხბურთელებმა "ოლდ ტრაფორდის" იმედები. არადა, თითოეული მათგანი "იუნაიტედში" დიდი იმედით ჩაირიცხა.

ერთის თქმა ახლავე შეიძლება - დეპაისა და იანუზაის კოშმარული სეზონი ჰქონდათ. ციდან ვარსკვლავები არც დანარჩენებს მოუწყვეტიათ. მოკლედ, ვნახოთ...

მომსვლელები

სახელდება 5 ფეხბურთელი, რომლებიც ამ ზაფხულს "იუნაიტედის" რიგებს შეავსებენ. ესენი არიან: რაფაელ ვარანი (რეალი), ჯონ სტოუნსი (ევერტონი), ვილიამ კარვალიო (სპორტინგი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი) და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ).

ერთის თქმა ახლავე შეიძლება: თუ ეს ტრანსფერები გამოვიდა, "იუნაიტედს" მართლაც რომ ზღაპრული თავდასხმა ეყოლება. ეგაა, ზლატანს ჯერაც არ უთქვამს საბოლოოდ, რას აპირებს პარიზიდან აბარგების შემდეგ, გონსალოს კი იგივე "სენ ჟერმენი" ეძახის...

ამასობაში ჯეიმი კარაგერმა ორი მიზეზი მოიყვანა, თუ რატომ არ არის "განსაკუთრებული" "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" იდეალური ვარიანტი:

1. თამაშის სტილი

2. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის წესი.

ამის მიუხედავად, "ლივერპულის" ლეგენდა მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერში" წარმატება ელის, რადგან "ის ყველგან იმარჯვებდა, სადაც მუშაობდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kutaisski MU fan
მიაყოლოს ბაბუაწვერა ფელაინი პირველ რიგში, აიყვანოს გენეტიკურად მებრძოლი ბრიტანელი ბიჭები, რომლებიც თავს და გულს დებენ თამაშში და ექნება შედეგიც. რა ამოიჩემეს ეს ფულზე დახარბებული უცხოელები, გასაკვირია.
გაგა
როხოს თუ უშვებს,საუკუნის უთამაშებელი შოუს იმედად რჩება?მატას რას ერჩის?! იბრას და იგუაინის ერთად მოსვლა გამორიცხულია - რომელიმე მოვა ალბათ. კარვალიუ ჯობია ვითომ შნეიდერლენს? რა ვიცი,აბა!
dato
იქიდან თუ გაუშვა აქედანაც გაუშვებს. პრინციპის ამბავია საერთოდ არ მინდოდა მაურინიო მანჩესტერში რაა
akim
zaza-ს. ვარანს რეალში პრაქტიკულად აღარ ათამაშებენ! აბა რას ამბობ zaza. არ ვიცი საიდან იღებ ინფორმაციას, მაგრამ რეალის მიერ ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო ექვსი თამაშის შემადგენლობას გავეცანი, და ვარანმა 5 მათგანში მიიღო მონაწილეობა.
bednieri iyos maurinos mosvla
ხუან მატამ კარგი სეზონი ჩაატარა 11 გოლი და უამრავი საგოლე პასი.ვოლსბურგთან მატას საგოლე პასი ხო საოცარი რაგაც იყო, საუკუნის შედევრი. მატა უჭკვიანესი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ მაურინიო მიხვდა თავის შეცდომას თუ რა დაკარგა როცა მატა გაუშვა და არამგონია მატა გაუშვას.
zaza
ვარანის დათანხმება ალბათ არ გაუჭირდება მანჩესტერს, რეალში პრაქტიკულად საერთოდ აღარ ათამაშებენ! აი იბრაგიმოვიჩის და იგუანის ორივეს ტრანსფერი მეეჭვება რომელი ითამაშებს ძირითადში? მეორე ნომრობას არცერთი არ დათანხმდება, მითუმეტეს მაგარი ახალგაზრდები არიან მანჩესტერში რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ!
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას