სოხუმელებმა ვეტერან კალათბურთელთა ფონდში 1000 დოლარი გადარიცხეს
წლეულს სუპერლიგის წარმომადგენელი "სოხუმი" სხვა გუნდებისგან ბევრით გამოირჩევა, ჰყავს ყველაზე მეტი ლეგიონერი, მთავარ მწვრთნელად მალე დაინიშნება ცნობილი ლატვიელი სპეციალისტი აინარს ბაგაცკისი.

სოხუმელები პირველი მერცხლები აღმოჩნდნენ საქველმოქმედო საქმეშიც: ვეტერან კალათბურთელთა ფონდში 1000 დოლარი გადარიცხეს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამბობენ, რომ ეს ერთჯერადი აქცია არ იქნება.

სოხუმის ვიცე პრეზიდენტ თემურ ჩილაჩავას გავესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა:

- ვეტერანთა დახმარების იდეა კლუბის პრეზიდენტის, ბატონ მინდია გულუასგან მოდის. სწორედ ის დაინტერესდა მათი მდგომარეობით. კარგად ვიცით, რომ არაერთი ვეტერანი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და გვინდა მდგომარეობის შემსუბუქებაში გარკვეული წვლილი შევიტანოთ. კარგად გვახსოვს მათი თამაში და ვცდილობთ ვაგრძნობინოთ, რომ აქტიური კარიერისას მათი ხალხისადმი გამოხატული სითბო არ დაგვვიწყებია და ამჯერად გვინდა იგრძნონ, რომ ხალხს ვეტერანები კვლავ ახსოვს. ასევე აღვნიშნავ, რომ ეს დახმარება ერთჯერადი არ იქნება. წინაც გავიხედოთ: მოქმედმა კალათბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ საზოგადოება არც მათ დაივიწყებს.

ვეტერანთა სოციალური ყოფა დღევანდელ საქართველოში მტკივნეული თემაა. ამიტომ, ზოგადი სურათის გასაცნობად ვეტერან კალათბურთელთა ფონდის ხელმძღვანელ ვალერი ლომაძეს ვესაუბრეთ.

- "სოხუმის" ხელმძღვანელობამ გადმორიცხა 1000 დოლარის ექვივალენტი ლარებში, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ. ვიმედოვნებ, რომ ამ საშვილიშვილო საქმეში სოხუმელებს სუპერლიგის სხვა კლუბებიც მიბაძავენ. ზოგიერთი ვეტერანი შეჭირვებულად ცხოვრობს, ზოგი მარტოხელაა, ზოგი ავადაა... მათთვის მცირე დახმარებაც დიდი შეღავათია.

ბატონმა ვალერიმ დასძინა, რომ ფონდში შესულ თანხებს 12-კაციანი საბჭო ანაწილებს. დავინტერესდით, ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდს კიდევ ვინ ეხმარება.

- დიდ ყურადღებას გვაქცევს კალათბურთის ფედერაცია, რომელიც ყოველთვიურად 1000 ლარს გვირიცხავს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ამისთვის მადლობა მოვახსენო. იყო ერთჯერადი დახმარებაც - კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, ვიდრე სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდ გადაკეთდებოდა.

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა