მასიმო ალეგრი აცხადებს, რომ იუვე კიდევ უფრო გაძლიერდება
* მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ "იუვენტუსი" 4-5 ვარსკვლავს შეიძენს.

* ალვარო მორატას ბედი "რეალისა" და თავად ფეხბურთელის ხელშია.

* მომავალ სეზონში "იუვენტუსის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

სკუდეტოს მოპოვების შემდეგ, "იუვენტუსმა" იტალიის თასიც მოიგო და ოქროს დუბლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ტურინულმა გრანდმა ზედიზედ მეორედ შეასრულა დუბლი, რაც პირველად მოხდა კლუბის მდიდარ ისტორიაში. "ვეკია სენიორას" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დამსახურებულ შვებულებაში გავიდა, თუმცა იქამდე ჟურნალისტებს აქტუალურ თემებზე ესაუბრა.

ტრიუმფული სეზონი

ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ, ტრიუმფალურ დასასრულს სულ სხვა გემო ჰქონდა. ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივრები გავახარეთ და ტიტულები მოვიგეთ. ამასთან, არაერთი რეკორდი დავამხეთ და შედეგი გავაუმჯობესეთ. ვფიქრობ, რომ "იუვენტუსი" წელს არანაკლებ ძლიერი იყო, ვიდრე გასულ სეზონში, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, მომდევნო სეზონში კი უფრო ძლიერი გუნდი უნდა გვყავდეს. თანამედროვე ფეხბურთში, ადგილზე დგომა რეგრესის ტოლფასია - ამიტომ, წინსვლა და პროგრესია საჭირო.

ჩემპიონთა ლიგა

ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვფიქრობ, "იუვენტუსი" "ბაიერნის", "რეალის" და "ბარსელონას" დონის გუნდია და ეს ბოლო ორ სეზონში უკვე დავამტკიცეთ. კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ, რაც ჩვენ შანსებს გაზრდის. ჩემპიონთა ლიგა ისეთი ტურნირია, სადაც რთულია მიზნების დასახვა, რადგან ერთმა შეცდომამ შეიძლება არა თუ მატჩის, ტურნირის ბედი გადაწყვიტოს. ჩვენ გვაქვს ძალა, რომ მოვიგოთ ლიგა, დაარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ერთი ცხადია, "იუვენტუსი" მომწიფდა იმისთვის, რომ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გაიმარჯვოს.

ტრანსფერები

არიან ფეხბურთელები, რომლებსაც "იუვენტუსის" გაძლიერება შეუძლიათ და ჩვენ ვეცდებით მათ გადაბირებას. გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა იმას გეტყვით, რომ 4-5 ფეხბურთელი უკვე მონიშნულია. მიუხედავად იმისა, რომ კარგად დაბალანსებლი გუნდი გვყავს, გაძლიერება არც ერთ რგოლს არ აწყენდა. მირალემ პიანიჩი? - შესანიშნავი ნახევარმცველია და ნამდვილად წაადგებოდა "იუვენტუსს".

იგივე შემიძლია ვთქვა ედინსონ კავანიზე, რომელსაც თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად მივიჩნევ. რაც შეეხება ალვარო მორატას, მისი ბედი "რეალის" და თავად ფეხბურთელის ხელშია. ვფიქრობ, რომ ალვაროსთვის უკეთესია თუ დარჩება და კარიერას ჩვენთან გააგრძელებს. მოკლედ, ტურინში დარჩენას ვურჩევ და არა იმიტომ, რომ "იუვეს" მწვრთნელი ვარ, ეს მისთვისაც კარგი იქნება. დანარჩენს დრო გვიჩვენებს და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

იტალიის ნაკრები

იტალიაში ბევრს საუბრობენ იმაზე თუ რა ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ გერმანიას, ესპანეთს, საფრანგეთსა და ბელგიას. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს, რადგან ფეხბურთი გუნდური თამაშია და სჯობს, საკუთარ ნაკრებზე გავამახვილოთ ყურადღება. იტალია მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია, თუმცა ფავორიტთა შორის იშვიათად გვასახელებენ. მივხედოთ საკუთარ თავს და შევეშვათ კონკურენტებს - ვფიქრობ, იტალიას შეუძლია ევროპის გაოცება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა