როგორ ათამაშდება გიოტცე კლოპის ხელში "ლივერპულში"
გერმანული ფეხბურთის "ოქროს ბიჭუნა", მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში "ოქროს გოლის" გამტანი მარიო გიოტცე არის 23 წლის. არის იმ ასაკში, როცა ფეხბურთი უნდა ითამაშოს და ის ფეხბურთს ვერ თამაშობს - მიუნხენის "ბაიერნის" სათადარიგოთა სკამზე ზის.

კლოპის ფაქტორი

მარიო გიოტცე "ბაირნში" პეპ გვარდიოლამ მიიყვანა, თუმცა ფეხბურთელმა ვერ მიიღო კატალონიელი სპეციალისტის ნდობა. ახლა კი ირკვევა, რომ ის არც "რეკორდმაისტერის" ახალ დამრიგებელს, კარლო ანჩელოტის არ სჭირდება.

დიდი გამოცნობა არ სჭირდება იმას, რომ გიოტცე უნდა წავიდეს "ბაიერნიდან" და იპოვოს კლუბი, სადაც ის ბოლომდე შეძლებს თავისი დიდი პოტენციალის რეალიზებას. ასეთი კლუბი "ლივერპულია". გიოტცეს "ენფილდზე" მიუხარია, რადგან მას იქ იურგენ კლოპი დახვდება.

"რომ არა კლოპი, მე დიდი ფეხბურთის კარს ვერ გავაღებდი." - ეს გიოტცეს სიტყვებია და ამ სიტყვებში არის სიმართლის მოზრდილი მარცვალი. მართლაც, რისკიანმა გერმანელმა ყველასათვის უცნობი ფეხბურთელი თავის დროზე წინა პლანზე წამოსწია და არც წააგო. არა მხოლოდ თვითონ, არამედ ზოგადად გერმანულმა ფეხბურთმა და ქვეყანამ გაიმარჯვა.

კლოპს საყვარელი შეგირდი ძალიან სჭირდება. მოგეხსენებათ, გერმანელი "ენფილდზე" დასრულებული სეზონის შუაში მივიდა. მის ხელში "ლივერპული" გაცილებით უკეთესი გახდა, მაგრამ მცირე დროში მთები ვის გადაუბრუნებია, ეს კლოპს რომ მოეხერხებინა.

რად უნდა "ლივერპულს"?

"ლივერპულმა" პრემიერლიგიდან ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის საგზური და ვერც ევროპალიგის გადამწყვეტ შეხვედრაში შეწვდა მსუყე ლუკმას. კლოპმა "ლივერპულს" 90 წუთის განმავლობაში გიჟური სირბილი და პრესინგი ასწავლა, მაგრამ უმაღლეს ჯილდოებს მხოლოდ ამით ვერ მიიღებ.

ამისათვის სათამაშო კლასია საჭირო, უმაღლესი კლასი. მაგალითად ისეთი, როგორიც არ აქვს ადამ ლალანას. საჭიროა ისეთი სტაბილურობა, როგორითაც იშვიათად დაიკვეხნიან ფელიპე კოუტინიო, დანიელ სტარიჯი და ფირმინო.

მეორე მომენტია ის, რომ გიოტცეს აქვს საერთაშორისო, უმაღლესი დონის მატჩებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება და დღეს "ენფილდზე" სწორედ ასეთი ფეხბურთელები სჭირდებათ ყველაზე მეტად.

ეჭვგარეშეა, მომავალ სეზონში "ლივერპული" აუცილებლად გაიწევს პრემიერლიგის ტიტულისაკენ და მას დასჭირდება მოთამაშეები, რომლებმაც იციან დიდი გამარჯვების გემო.

მეტი კრეატივი!

კლოპს არ შეუძლია მუშაობა იქ, სადაც არ არიან შემქმნელები და თანაც უმაღლესი დონისა.

გერმანელი სპეციალისტის მიერ ნაქადაგები ფეხბურთი სწორედ ამას ეფუძნება. "ლივერპულს" ჰყავს რამდენიმე ასეთი მოთამაშე. თუნდაც, ბრაზილიური დუეტი (ფირმინო - კოუტინიო), მაგრამ დასრულებულმა სეზონმა აჩვენა, რომ მეტია საჭირო.

სწორედ ამისთვისაა მოწოდებული მარიო გიოტცე. მას მომენტების შექმნაც შეუძლია და მათი შედეგიანად დაგვირგვინებაც. ის პირდაპირ მისწრება იქნება ამ ფორმაციის "ლივერპულისათვის". წარმოიდგინეთ, როგორ ენატრება თამაში ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელსაც აგერ რა ხანია, თავის გამოჩენის ნორმალური შანსი აღარ ჰქონია.

სტილი იცვლება?

გიოტცე "ლივერპულში" ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიდის. იმ მოთამაშედ, რომელმაც ბევრი რამ უნდა განსაზღვროს გუნდის გარჯაში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კლოპი ენფილდელთა სათამაშო სტილს ცვლის.

რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ისეთი ცვლილება, როგორიც პეპ გვარდიოლამ მოახდინა "ბაიერნში". უფრო ზუსტად, უნდოდა რომ მოეხდინა. ეს იქნება შედარებით ნაკლებად მტკივნეული, ევოლუციური ხასიათის ცვლილება.

გიოტცესთან ერთად "ლივერპული" გაცილებით ნაკლებად იქნება მომართული მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებაზე. გაცილებით მეტი იქნება ბურთის გათამაშება, კომბინაცია...

მიზნები

გიოტცე და "ლივერპული" ერთად სერიოზული ძალაა. ამას დავამატოთ ის კვალიფიციური ფეხბურთელები, რომლებიც უკვე გუნდში არიან და ის პოტენციური შენაძენები, რომელთაც ზაფხულში კლუბი აუცილებლად მოთაფლავს.

გუნდის უმთავრესი მიზანი ინგლისური პრემიერლიგის მოგება იქნება. ცოტა მეტი სტაბილურობა და "ლივერპულს" შეუძლია, დავიწყებული ტიტულის გემო გაიხსენოს. ამასთან ერთად, "ლივერპულს" რამდენიმე კონკურენტთან ის უპირატესობაც აქვს, რომ გუნდი ერთ ძირითად ფრონტზე იბრძოლება - ჩემპიონთა ლიგის მატარებელმა ენფილდელებს დასანანად ჩაუარა.

ესეც გვარიანი უპირატესობაა, თუმცა გავიხსენოთ, რომ ასეთივე პრივილეგია აქვთ "ჩელსის" და "მანჩესტერს". ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალ სეზონში იურგენ კლოპი მთავარ ინგლისურ ტიტულს დაუმიზნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
გიოტცემ შეიძლება კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
გიოტცე: კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებს
მარიო გიოტცე პსვ-ში გადადის
მარიო გიოტცე პსვ-ის ფეხბურთელი გახდა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იურგენ კლოპი: ძველ გიოტცეს ისევ ვიხილავთ