ლუი, გამოიცანი, რომელ პორტუგალიელზე ვფიქრობ ახლა...
* ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცად ოფიციალურად კვირის ბოლოს დაინიშნება.

* "მანჩესტერს" შესაძლოა, მოუწიოს "ჩელსისთვის" გარკვეული თანხის გადახდა, რადგან ლონდონური კლუბისგან მოურინიოს სახელის კომერციული საქმიანობისთვის გამოყენების უფლება გამოისყიდოს.

* "მანჩესტერი" მაიკლ კერიკს ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებს.

* ჟოზეს ტრანსფერის უკან საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში დგას.

* "მანჩესტერმა" ლუი ვან გაალს, კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ, 5 მილიონი გირვანქა გადაუხადა.

გუშინდელმა დღემაც ჩაიარა და "განსაკუთრებულად" წოდებული ჟოზე მოურინიო კვლავ არ დაუნიშნავთ ოფიციალურად "მანჩესტერის" თავკაცად. ბოლოს ხელისშემშლელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მოურინიოს სახელის გამოყენების უფლება ჯერაც "ჩელსის" აქვს, საიდანაც პორტუგალიელი რამდენიმე თვის წინათ გაუშვეს.

როგორც ირკვევა, ჟოზე მოურინიოს 5 კლუბისთვის უთქვამს უარი "მანჩესტერ იუნაიტედის" ხათრით. ახლა კი პორტუგალიელი სრულ სატრანსფერო თავისუფლებას ითხოვს და სურს, რომ მის პოლიტიკაში არავინ ჩაერიოს.

რონალდოც, ბენზემაც...

"წითელ ეშმაკებს" ისევ სურთ კრიშტიანო რონალდოს მობრუნება. კულუარული ინფორმაციით, 31 წლის თავდამსხმელის "ოლდ ტრაფორდზე" გამოჩენა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ "იუნაიტედი" მის გამოსასყიდ თანხას, 80 მილიონ გირვანქას გადაიხდის.

მანჩესტერელები მადრიდის "რეალის" კიდევ ერთ ფეხბურთელს უტრიალებენ და ეს ფეხბურთელი ქარიმ ბენზემაა. მოუს 28 წლის ფორვარდის თავისთან ხილვა ძალიან უნდა.

ჟოზეს "მანჩესტერის" თავმჯდომარისთვის, ედ ვუდვორდისთვის უთქვამს, რომ სულ ცოტა, ახალი ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი, საყრდენი ნახევარმცველი და ცენტრფორვარდი უნდა ვიყიდოთო.

ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ერთი კანდიდატურა შერჩეულია - ნემანია მატიჩი - რომელიც მოურინიოს ძალიან ესიმპათიურება. მართალია, "განსაკუთრებულის" დანიშვნა ჯერ არ გაოფიციალურებულა, მაგრამ ამას არაფერი უკლია, მხარეები უკანასკნელ დეტალებს ათანხმებენ და მერე სერბის ტრანსფერიც ერთ ხელის გაწვდენაზე ან ხელის მოწერაში იქნება.

მოუ - კი თუ არა

ამასობაში, "იუნაიტედის" ლეგენდა ერიკ კანტონა, რომელიც 24 მაისს 50 წლის გახდა, ამბობს, რომ, მისი აზრით, მოურინიო "მანჩესტერისთვის" იდეალური კანდიდატურა არ არის - სათამაშო სტილის გამო პეპ გვარდიოლა მერჩივნაო. არის სხვა წონიანი ფიგურების საპირისპირო მოსაზრებაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჟოზე ახლა "იუნაიტედისთვის" ზედგამოჭრილია.

ლაპარაკობენ იმაზე, რომ გარი ნევილი შესაძლოა, კლუბში ასისტენტის რანგში დაბრუნდეს და მოუს სამწვრთნელო შტაბში აღმოჩნდეს. რაიან გიგზს ეს სტატუსი აღარ აკმაყოფილებს და წასვლაზე რომ ფიქრობს, უკვე გითხარით. კლუბი მის შეკავებას სარეზერვო გუნდის მწვრთნელობის შეთავაზებით აპირებს.

ტრუუსი: სიმართლე ესაა...

ლუი ვან გაალის მეუღლე ტრუუსი ამბობს, რომ მანჩესტერში მისი ოჯახი თავს არაკომფორტულად გრძნობდა. ამ ქალბატონის თქმით, მათ შვილიშვილს სკოლაში მუდამ აქილიკებდნენ და ვან გაალის გადაწყვეტილებებზე ეხუმრებოდნენ.

ხოლო კლუბის მმართველი ედ ვუდვორდი საერთოდ სამარცხვინოდ იქცეოდა. შეიძლება, დილის 4 საათზე დაერეკა და ლუისთვის ეთქვა - აბა, გამოიცანი რომელ პორტუგალიელზე ვფიქრობ ახლაო.

მოკლედ, როგორც ჩანს, ვან გაალზე ყოველმხრივ დიდი ზეწოლა იყო. ქალბატონმა ტრუუსმა კი ისიც აღნიშნა, მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი დასრულდა და მანჩესტერიდან წამოვედით, ლუი მეტ პატივისცემას იმსახურებსო.

ვთქვათ ისიც, რომ ინგლისური ჟურნალ-გაზეთები საიმედო წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ ვან გაალს "მანჩესტერმა" კონტრაქტის დროზე ადრე შეწყვეტისთვის 5 მილიონი გირვანქა გადაუხადა.

მატას გასაჭირი

ხუან მატა საკუთარ მომავალზე ნერვიულობს და აქვს კიდეც სანერვიულო. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, "ჩელსიდან" იგი იმიტომ გაუშვეს, რომ ჟოზე მოურინიოსთან ვერ გამონახა საერთო ენა და კლუბმა ესპანელი "მანჩესტერ იუნაიტედს" მიჰყიდა. მოუ სადაცაა "წითელ ეშმაკებს" ჩაიბარებს და ძნელი სათქმელია, ამჯერად მაინც გაუგებენ თუ არა ერთმანეთს ის და მატა.

ხუანს ბოლო დროს სანერვიულო ბევრი აქვს, ვისენტე დელ ვოსკემ ის ესპანეთის ნაკრებს მიღმა დატოვა და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მისთვის კარგი ამბავი ნამდვილად ვერ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გაგა
დელ ბოსკეც გამოჩიტდა,ვან გაალიც და ჟოზეც!
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
გიგზი: ზიდანს ბეილზე ვერ ვესაუბრე, ინგლისური კარგად არ იცის...
ქალებზე ძალადობის გამო გიგზი უელსის ნაკრებიდან მოკვეთეს
"შეშლილი ხარ, ნაგავი ადამიანი ხარ და დედობას არ იმსახურებ" - გიგზის სასამართლო გრძელდება, ყოფილა მეუღლემ სკანდალური ჩანაწერები გამოაშკარავა
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ხუან მატა: ახლაც, ყოველი მატჩის წინ დედას ვურეკავ
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
მეგობარი ქალის ცემაში დადანაშაულებული გიგზი 3 მატჩით გადააყენეს
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი ხუან მატა ერთ-ერთი გუნდის თანამფლობელი გახდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
რონალდო ბოლო ადგილზე - შირერმა პრემიერლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
მოურინიო "რომაში" ძირეულ ცვლილებებს გეგმავს
ხუან მატა: ის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
The Daily Mail: სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 6 ფეხბურთელს გაუშვებს
ბეილმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
მატა: პრემიერ ლიგა არასდროს მომიგია - თუ მოვიგე?