"გოლდენ სტეიტმა" ამ სეზონში პირველად წააგო ზედიზედ ორი მატჩი და ტიტულის დაკარგვის პირასაა
"გოლდენ სტეიტმა" ოკლაჰომა-სიტიში ორი თამაში ისე ჩაატარა, რომ დაცვა, ფაქტობრივად არ ჰქონია. სერიის მესამე შეხვედრაში ჩემპიონებმა 133 ქულა გაუშვეს, გუშინ კი პირველ ტაიმში 72 ქულა მიიღეს საკუთარ კალათში და 21 ქულით ჩამორჩნენ.

"ოკლაჰომას" პლეი ოფში რვიდან რვა მოგება ჰქონდა მაშინ, როცა პირველი ტაიმის შემდეგ ორნიშნა უპირატესობას ფლობდა. ასე რომ, "უორიორზს" მატჩის გადარჩენის შანსი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ სტუმრები თამაშში დააბრუნა კლეი ტომპსონმა, რომელმაც ზედიზედ 19 ქულა (!) დააგროვა და მისი მონდომებით, სხვაობა ექვს ქულამდე შემცირდა. მაგრამ, როგორც კი "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა მცველი სათადარიგოთა სკამზე დასვა (მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4.05 წუთით ადრე), სხვაობა 12 ქულამდე გაიზარდა.

ბოლო მეოთხედი კი ჩემპიონებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. ტომპსონს საბოლოოდ აერია მიზანი, სტეფ კარი ისევ ვერ ბრწყინავდა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ MVP-მ ფარქვეშიდანაც კი ააცილა (მთლიანად მატჩში 20-დან ექვსი გამოყენებული ტყორცნა და ექვსი შეცდომა). შედეგად, ბოლო 12-წუთეულში "გოლდენ სტეიტმა" მხოლოდ 12 ქულა დააგროვა და 24 ქულით წააგო.

ჩემპიონს თითქმის აღარ რჩება ფინალურ სერიაში მოხვედრის შანსი. იმ 39 გუნდიდან, რომელიც კონფერენციის ფინალში 1:3-ს აგებდა, 37 ასრულებდა პლეი ოფში გამოსვლას, აქედან 20 - ხუთი მატჩის შემდეგ. თუმცა სერიის მომდევნო მატჩი "გოლდენ სტეიტს" შინ აქვს და სტეფ კარი და კომპანია ეცდება ხავსს მოეჭიდოს. "ჩვენ განსაკუთრებული გუნდი გვყავს. და ამგვარად სეზონი არ უნდა დავასრულოთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ კარმა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია "გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთი ლიდერის დრეიმონდ გრინის საშინელი თამაში. ფორვარდმა ოკლაჰომური ვოიაჟი მთლიანად ჩააგდო: ორ მატჩში 16-დან 14 ტყორცნა ააცილა, 10 შეცდომა დაუშვა, ექვსი პერსონალური მიიღო და სარგებლიანობის კოეფიციენტი "-73" ჰქონდა.

რაც შეეხება "თანდერს", მის რიგებში თითქმის ყველა იმსახურებს შექებას. ექვსმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი. ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა კევინ დურანტს - 26 ქულა+11 მოხსნა+4 პასი+4 ჩაჭრა+3 დაფარება; ანდრე რობერსონმა შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა, რასაც 12 მოხსნა და 5 ჩაჭრა დაუმატა; სერჟ იბაკამ მთლიანად გამოთიშა თამაშიდან გრინი...

და, რა თქმა უნდა, რასელ უესტბრუკი, რომელმაც პლეი ოფში მეხუთე სამმაგი დუბლი შეასრულა. თანაც 35 ქულა დააგროვა და ბოლო კალათბურთელი, ვისაც მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ ერთდროულად ასეთი შედეგიანობა და ტრიპლ-დაბლი ჰქონდა, ჯერი უესტი იყო 1969 წელს. საინტერესოა, რომ ამ სეზონში უესტბრუკმა 19-ჯერ გადალახა 30-ქულიანი ზღვარი და ყოველთვის მისი გუნდი გამარჯვებული გამოდიოდა.

ოკლაჰომა-გ. სტეიტი 118:94

30:26, 42:27, 22:29, 24:12

ო: უესტბრუკი (36+11 პასი+11 მოხსნა+4 ჩაჭრა), დურანტი (26+11 მოხსნა+4 პასი+4 ჩაჭრა+3 დაფარება), რობერსონი (17+12 მოხსნა+5 ჩაჭრა+3 პასი+2 დაფარება), იბაკა (17+7 მოხსნა+2 დაფარება), ადამსი (11+7 მოხსნა), უეიტერსი (10+3 პასი), კანტერი (1).

გ-ს: ტომპსონი (26+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), კარი (19+5 პასი+5 მოხსნა), ბარნსი (11), იგუოდალა (8+3 პასი), ეზელი (8), გრინი (6+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბოგუტი (6), სპეიტსი (5), ლივინგსტონი (4), ბარბოზა (1).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43.3/41.3), სამქულიანები (34.6/30), საჯარიმოები (77.5/65.5).

სერია: 3-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]