ცხადაძე და გოგუა ყაზახეთის თასის ნახევარფინალში გავიდნენ
ყაზახეთში თასის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. კახა ცხადაძის "ქაირათმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ჟეტისუს" და ნახევარფინალში გავიდა.

თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრების ექსთავკაცმა ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა: "სათასო მატჩები ყოველთვის განსხვავებულია ჩემპიონატისგან. თან ყველაფერი მხოლოდ ერთ თამაშში წყდებოდა. ჩემი აზრით, შედეგი მოიტანა პირველმა ათმა წუთმა, როცა გადაწყდა მატჩის ბედი. მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ რეალიზაციის მხრივ დღეს პრობლემები გვქონდა.

შემდეგ მეტოქეს ინიციატივა დავუთმეთ, მეორე ტაიმის პირველი 15 წუთით უკმაყოფილო ვარ. ასეთ თამაშებში ყველაზე მთავარი შედეგია. ჩვენ მძიმე კალენდარი გვაქვს, ფეხბურთელები გვაკლდნენ, მოედნის საფარიც ცუდი იყო, მაგრამ მაინც არ გვითამაშია ურიგოდ", - განაცხადა ცხადაძემ.

ნახევარფინალშია გოგიტა გოგუას "ირტიშიც", რომელმაც სტუმრად 2:1 მოუგო "ოკჟეტპესს". გოგუას არ უთამაშია. როგორც "ირტიშის" თავკაცმა განაცხადა ქართველი ნახევარმცველი ჯერ ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა და ამიტომ არ უთამაშია.

"გოგუა და გეტერიევი არ დამისვენებია, ისინი მზად არ იყვნენ. ექიმი გვეტყვის, როდის გამოჯანმრთელდებიან. იმედია, რომ ეს მალე მოხდება, რადგან ორივე კლუბის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მათი არყოფნა თვალშისაცემია", - განაცხადა დიმიტარ დიმიტროვმა.

შეგახსენებთ, რომ გოგუას ჩემპიონატში 4 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული და ამ მაჩვენებლით (გოლს პლუს პასი) ის ყაზახეთის ჩემპიონატში ლიდერია.

ილო
წარმატებები კახის,მჯერა ამ ადამიანის შესაძლებლობების..ჩვენ არ შეგვარგეს სამწუხაროდ
daviti
GAGA ოპტიმისტი ყოფილხარ ბატონო,ოღნდ თვითონ ცხადაძეს არ ჯეროდა ამის და იმიტომაც არ დათანხმდა ფედერაციის პირობებს რომელიც გასვლის შემთხვევაში იმაზე მეტს მიიღებდა ვიდრე წინა ხელშეკრულებით.GOALEრ,შენ ალბათ პოლონეთთან დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ კომენტარით მოიხიბლე,სკამზე რომ, დავჯექი იმიტომ წავაგეთო.
gaga
ცხადაძე ჩვენს გუნდს გაიყვანდა მსოფლიოზე, მაგრამ ქართულმა ბოღმამ რამოდენიმე წლით გადადო წარმატება. რას წარმოადგენს ეს კობიაშვილი ქუჩის ბიჭს ჰგავს როგორც მის მარჩენალი მაფიოზი კალაძე და რა უფლება აქვს ასე მოგვექცეს?
GOALER
ცხადაძე ნიჭიერი მწვრთნელია. განსხვავებით ჩვენი დღევანდელი მწვრთნელისგან, მატჩის შემდგომ, ყოველთვის სწორად აფასებს და აანალიზებს თამაშის ყოველ მონაკვეთს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა