"მილანის" ფორვარდმა ”პარმას” განადგურების შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგისთვის სერიოზულად ემზადება
"მილანის" ფორვარდმა ანტონიო კასანომ "პარმასთან" გუშინდელი მატჩის (4:0) შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა. ფორვარდის თქმით, თუ "როსონერი" ასე თამაშს გააგრძელებს, მას მეტოქეები ვერაფერს დაუპირისპირებენ.

"მთავარია, რომ "მილანმა" გაიმარჯვა. გულშემატკივრებმა ნახეს, რომ მოედანზე საბრძოლო განწყობით გამოვედით. თუ ასეთი თამაშის დემონსტრირებას განვაგრძობთ, როგორც "პარმასთან" ვითამაშეთ, მაშინ ჩვენი შეჩერება ძნელი იქნება. აქამდეც ვიცოდი, რომ "მილანის" წინაშე ყველა მატჩში ერთი მიზანი დგას - ყველა შეხვედრის მოგება.

ალეშანდრუ პატო 22 წლის ასაკის საუკეთესო თავდამსხმელია. ბრაზილიელმა უკვე 50 გოლი გაიტანა 100 მატჩში. ვფიქრობ, მან სიმშვიდე და თვითკონტროლი უნდა შეინარჩუნოს, რადგან "მილანისთვის" კიდევ ბევრი სარგებლობის მოტანა შეუძლია.

ვისურვებდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში სტადიონზე ვიჯდები და ჩემს პარტნიორებს მხარს დავუჭერ. მიხარია, რომ ვუყურებ როგორი ძალისხმევით ემზადება გუნდი ლონდონელებთან შესახვედრად. განსაკუთრებით რობინიოს გამოვყოფდი”, - განაცხადა კასანომ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა