პრემიერლიგის მოთამაშეებს ტვიტერში და სხვა სოციალურ ქსელებში არაკორექტული კომენტარებისთვის დისციპლინარული სასჯელი დაემუქრებათ
ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია მოთამაშეებს აფრთხილებს, რომ ტვიტერში და სხვა სოციალურ ქსელებში არაკორექტული კომენტარებისთვის დისციპლინარული სასჯელი დაემუქრებათ.

პირველი მოთამაშე, რომელიც მსგავსი ქმედებისთვის დასაჯეს, რაიან ბაბელი იყო. "ლივერპულის" ყოფილი მოთამაშე 10 ათასი ფუნტით დააჯარიმეს. ბაბელმა არბიტრ ჰოვარდ ვების კარიკატურა გამოაქვეყნა, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით იყო შემოსილი. მსაჯზე "არსენალის" ნახევარმცველმა ჯეკ უილშერმაც დაიჩივლა "ნიუკასლთან" შეხვედრის შემდეგ, მაგრამ იგი სასჯელს გადაურჩა.

ამჟამად ფედერაციამ მოთამაშეებს აცნობა, რომ მათი ჩანაწერები სოციალურ ქსელებში (ტვიტერი, ფეისბუკი, ინტერნეტ-ბლოგები) საჯარო კომენტარებად შეფასდება.

ასე, რომ ის კომენტარები, რომლებიც შეიძლება არაკორექტულად, შეურაცხმყოფელად, უზრდელურად შეფასდეს, დისციპლინარულ სასჯელს დაექვემდებარება. ასეთ ჩანაწერებს განეკუთვნება შეურაცხმყოფელი კომენტარები, ისინი, რომელშიც გამოყენებული იქნება უცენზურო გამონათქვამები და რომლებიც პირდაპირი ან ირიბი მუქარის შემცველი იქნება.

მოთამაშეები ასევე გააფრთხილეს, რომ ფრთხილად იყვნენ "დახურული" ჩანაწერების შემთხვევაშიც, რადგან ეს ინფორმაცია შესაძლოა საჯარო საიტებზეც გახდეს ხელმისაწვდომი.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...