რა გამოჩნდა იტალიელთა ამხანაგური მატჩიდან
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში, იტალიის ნაკრები მალტაში შოტლანდიას დაუპირისპირდა. ეს იყო "სკუადრა აძურას" ბოლო მატჩი 23-კაციანი შემადგენლობის დასახელებამდე და შესაბამისად, ფეხბურთელებს მწვრთნელისთვის შესაძლებლობები უნდა დაემტკიცებინათ.

თვითონ მწვრთნელს თავისი მისია ჰქონდა - იმ ტაქტიკის გამოცდა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე დაეყრდნობა. ჯერ კიდევ მატჩის წინ ანტონიო კონტემ ღიად განაცხადა, რომ მისი გუნდის მთავარი იარაღი სწორი ტაქტიკური მონახაზი იქნება, რომელსაც ფეხბურთელები ზედმიწევნით დაიცავენ და მწვრთნელის ყველა დავალებას შეასრულებენ...

ტაქტიკა და შემადგენლობა

როდესაც გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატს კლაუდიო მარკიზიო და მარკო ვერატი გამოტოვებენ, იტალიელმა ჟურნალისტებმა მაშინვე ივარაუდეს, რომ ანტონიო კონტე 4-4-2 ტაქტიკაზე უარს იტყოდა და ფსონს 3-5-2-ზე გააკეთებდა. თუ შოტლანდიასთან მატჩით ვიმსჯელებთ, ეს ასეც მოხდა. კონტემ სწორედ 3-5-2 სქემა აირჩია, აი, შემადგენლობაში კი გარკვეული სიახლეები იყო...

სიახლეები უკანა ხაზს არ ეხება, რადგან კარში ჯანლუიჯი ბუფონი იდგა, დაცვის ხაზში კი - ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი. ეს არის ტრიო, რომლის იმედი მწვრთნელს ნამდვილად შეუძლია ჰქონდეს. მთელი მატჩის განმავლობაში ბრიტანელებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და ამაში მცველებმა ლომის წილი დაიდეს.

ფლანგებზე ანტონიო კანდრევა და მატეო დარმიანი ვიხილეთ. პირველი უფრო შეტევაზე იყო ორიენტირებული, ხოლო მეორე უფრო დაცვით ფაზაში იყო ეფექტური. შუა ხაზი ალესანდრო ფლორენციმ, დანიელე დე როსიმ და ემანუელე ჯაკერინიმ გაამაგრეს.

დე როსი გასაგებია, აი, ჯაკერინი და ფლორენცი კი მაინც უფრო ფლანგის ფეხბურთელები არიან და მათი ცენტრში გამოჩენა ცოტა მოულოდნელი იყო. ემანუელემ ბევრი ირბინა, იაქტიურა და მინიმუმ, სამჯერ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ თითქოს, აკლდა რაღაც და ეს რაღაც შესაძლოა, კლასი იყოს. რაც შეეხება ფლორენცის, უჩვეულო პოზიციაზე აშკარად გაუჭირდა შესაძლებლობების დემონსტრირება.

თავდასხმაში მარტინს ედერისა და გრაციანო პელეს ტანდემი ვიხილეთ. პირველი მთლიანად ჩაიკარგა და 60 წუთის განმავლობაში სახეირო არაფერი უქნია, პელემ კი ბევრი იბრძოლა, რაც გოლით დაუფასდა. თანაც, გრაციანომ ულამაზესი გოლი შეაგდო - საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი და მოჭრილი, უზუსტესი დარტყმით მეკარისაგან მარცხენა კუთხეში გაახვია...

კონტემ ცვლილებები საკმაოდ გვიან გააკეთა და შესაბამისად, შეცვლაზე შესული ფეხბურთელების შეფასება გაგვიჭირდება. ალბათ, ლორენცო ინსინიეს მოეთხოვებოდა მეტი, რომელმაც ნახევარი საათი ითამაშა და ამ პერიოდში, ბურთს ორჯერ თუ სამჯერ შეეხო. მოედანზე არ გამოჩენილან იტალიის ნაკრების დებიუტანტები: დავიდე ძაპაკოსტა, მარკო ბენასი და დანიელე რუგანი.

თამაში

თამაში იტალიელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რაზეც სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს. ანტონიო კონტეს შეგირდებმა 17-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, მეტოქემ კი მხოლოდ ერთხელ სცადა ბედი და ის დარტყმაც არაზუსტი გამოდგა. მოკლედ, იტალიამ აჯობა შოტლანდიას და უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოგება.

იტალიელთა საუკეთესო რგოლი დაცვა გახლდათ, რომელმაც შოტლანდიელებს არაფერი გააბედინა. მცველებს დანიელე დე როსიც შეგვიძლია მივაკუთვნოთ, რომელიც საყრდენი იყო, შლიდა შეტევებს და დავალება იდეალურად შეასრულა.

იტალია ბევრს უტევდა, მომენტებსაც უხვად ქმნიდა, მაგრამ ამ იერიშების უმეტესობა სწორხაზოვანი და ადვილად პროგნოზირებადი იყო. აქცენტი ფლანგიდან შეტევებზე კეთდებოდა, ეს იერიშები კი, უმეტეს შემთხვევაში, ანტონიო კანდრევას უშედეგო ჩაწოდებით სრულდებოდა. აშკარაა, რომ იტალიას მეტი ფანტაზია და ნაკლები წუნი მართებს შეტევაში.

მთლიანობაში, ეს იყო იტალია, რომელიც არც ისეთი სუსტია, როგორც ბევრს ჰგონია და შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა, თუმცა ამისთვის გარკვეულ კომპონენტებზეა სამუშაო და შესაბამისად, ხარვეზებია აღმოსაფხვრელი.

მატჩის შემდეგ

ანტონიო კონტე: "მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მათთვის ეროვნული ნაკრები ძალიან ბევრს ნიშნავს. კარგი თამაში იყო, რომელშიც დადებით შედეგს მივაღწიეთ და ევროპის ჩემპიონატის კონტურებიც დავინახეთ. სამშაბათს 23-კაციანი განაცხადი უნდა გავაკეთო და უმძიმესი არჩევანის წინაშე ვარ. მინდა წინასწარ გადავუხადო მადლობა მათ, ვისი სახლში გაშვებაც მომიწევს. ნაკრების მთავარ ექიმ ენრიკო კასტელაჩის შევხვდები, ვინც თითოეული ფეხბურთელის ფიზიკური მომზადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მომაწვდის და შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ".

გრაციანო პელე: "მალტას ჩემთვის ბედნიერება მოაქვს, რადგან პირველი სანაკრებო გოლი სწორედ აქ გავიტანე. არ იყო ცუდი თამაში, მაგრამ თუ ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა გვსურს, სულ სხვა დონეზე უნდა გავისარჯოთ. ჩვენ არ ვართ ფავორიტები, მაგრამ შეგვიძლია, რომ ევროპა გავაოცოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

მონტოლივო დაშავდა

შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ იტალიის ნაკრებმა ვარჯიში გამართა, რომელშიც რიკარდო მონტოლივომ მყესი დაიზიანა და წვრთნა ნაადრევად შეწყვიტა. ანალოგიური ტრავმის გამო 31 წლის ნახევარმცველმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა და შესაძლოა, ამჯერადაც იგივე გამეორდეს. თუმცა ჯერ ექიმებს საბოლოო დიაგნოზი არ დაუსვამთ და არც ისაა გამორიცხული, რომ, ტრავმა მსუბუქი გამოდგეს.

იტალია-შოტლანდია 1:0

გოლი: 1:0 პელე (57)

იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კანდრევა (62. პაროლო), ფლორენცი, დე როსი (67. ჟორჟინიო), ჯაკერინი, დარმიანი (60. ბერნარდესკი) - ედერი (59. ინსინიე), პელე (67. ძაძა)

შოტლანდია (4-4-2): მარშალი - პატერსონი (46. ბერა), მარტინი, ჰანლი, მალგრიუ - ფილიფსი (71. ბურკი), დ. ფლეტჩერი, მაკარტური (83. ბრაისონი), ანია (71. ნეისმიტი) - რიტშე. მაკკორმაკი (46. ს. ფლეტჩერი)

მაყურებელი: 5 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფინეზ
Signor Graziano, ეგ ცოტა "სკოლსკი" დევიზია (არ ამართლებს ქართველებს რომ გვკითხო) და რამე სხვა მოიფიქრე,თორე მხოლოდ იტალიის "გაოცება" არ გამოგივიდეთ შედეგად! ;)
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
იტალიის ნაკრები: პელემ შეცდომა აღიარა
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
ჯოვანი ტრაპატონი: იტალია სწორი გზით მიდის
მოვკვდები და ამ შეცდომას გამოვასწორებ! - ცნობილი საფეხბურთო მონანიებები
რიკარდო მონტოლივომ კარიერა დაასრულა: ეს "მილანმა" მაიძულა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
გრაციანო პელე: მჯერა, რომ იტალიის ნაკრებში დავბრუნდები
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
როდესაც ტრენდის გუნდთან გაიგივება არ უნდათ - ხვიჩა სასტუმროში გადავიდა
როდესაც ტრენდის გუნდთან გაიგივება არ უნდათ - ხვიჩა სასტუმროში გადავიდა
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
ჩინელებმა გრაციანო პელე ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციეს
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
გრაციანო პელე, რომელმაც მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, იტალიის ნაკრებიდან გააგდეს [VIDEO]
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
"კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელი არ არის" - "მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი
"მილანი" ზაფხულში რიკარდო მონტოლივოს გაუშვებს
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს