ჩხუბი, გაწევ-გამოწევა, პოლიციის ჩარევა, მსაჯისთვის თავში გარტყმული ბოთლი - რუსეთის სკანდალური ჩემპიონატი
ჩემპიონად გამოცხადებული ორივე ფინალისტი, ჩხუბი, გაწევ-გამოწევა, პოლიციის ჩარევა, მსაჯისთვის თავში გარტყმული ბოთლი, დაღესტნის ნაკრების პროტესტი, რომელმაც პირველივე დღეს მიატოვა ჩემპიონატი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ არეულობებისა, რაც რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე მოხდა.

ეს ტურნირი 29 მაისს დაიწყო იაკუტსკში და 30-ში დამთავრდა. ის საოლიმპიადოდ რუსთათვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა და აქედან გამომდინარე, მარტო ჩვენი კი არა, მსოფლიოს საჭიდაო სამყაროს ყურადღების ცენტრში იყო. სანაცვლოდ დიდი ცირკი შეგვრჩა ხელთ.

არეულობა ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო წონაში - 57 კილოგრამში დაიწყო, სადაც საოლიმპიადოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მეტოქე უნდა გამოვლენილიყო. სხვებთან ერთად გამარჯვებისთვის მისი ძველი მეტოქე, ოლიმპიური და ევროპის ჩეჩენი ჩემპიონი ჯამალ ოთარსულთანოვიც იბრძოდა, უმთავრეს ფავორიტთა შორის კი მასპინძელთა ლიდერს, ეროვნებით იაკუტ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ვიქტორ ლებედევს და ზედა წონიდან ჩამონაცვლებულ (მოგეხსენებათ, 61 კილოგრამი არ შედის ოლიმპიადის პროგრამაში) ბურიატთა ევროპული თამაშების გამარჯვებულ ალექსანდრ ბოგომაევსაც ასახელებდნენ.

ლებედევი-მუსუკაევი: სკანდალის დასაწყისი

პირველი არეულობაც ლებედევის მეოთხედფინალურ შეხვედრას მოჰყვა დაღესტნის სახელით მოჭიდავე ყაბარდოელ ისმაილ მუსუკაევთან.

ლებედევი, ვისაც ამ შეხვედრაში სეკუნდანტად გორელი მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ მოდოსიანი ეჯდა, სახა-იაკუტიის პრეზიდენტ ეგორ ბორისოვის სიძეა და მისგან განუზომელი ფინანსურ-მატერიალური თუ მორალური მხარდაჭერით სარგებლობს.

სადაც სამართალია, ისიც უნდა ითქვას, რომ იმ შორეულ ციმბირში ჭიდაობის აღორძინება დიმიტრი მინდიაშვილის სახელთან ერთად (რომელმაც კრასნოიარსკში საჭიდაო აკადემია ჩამოაყალიბა) სიძე-სიმამრის ამ ტანდემსაც უკავშირდება, თუმცა ფულიანი სიმამრი თანხებს არც მაქინაციებისთვის ზოგავდა და ლებედევს ყოველთვის წითელ ხალიჩას უფენდა...

ახლაც არავის ეეჭვებოდა, რომ ციმბირელები ყველაფერს გააკეთებდნენ მისი გამარჯვებისთვის. მით უფრო, 28 წლის სპორტსმენისთვის, ვისაც ძალიან უჭირს წონის დაკლება, ეს ოლიმპიადაზე მოხვედრის ბოლო შანსია. მას ახლაც ეძნელება რუსეთის ნაკრებში მოხვედრა, ხოლო მომავალ ოლიმპიურ ციკლზე ზედმეტია ლაპარაკი...

ლებედევს აქამდე არასოდეს უჭიდავია ოლიმპიადაზე. ლონდონის წინ ისიც იყო თამაშებზე წასვლის კანდიდატი, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატის ფინალი წააგო ოთარსულთანოვთან. სხვათა შორის, ოლიმპიადის წინ ვრცელდებოდა ჭორები, რომ ციმბირელებმა ჩეჩენს ნაკრებში ადგილის დათმობის სანაცვლოდ დიდი ფული შესთავაზეს...

ბუნებრივია, ამაზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ კულუარულ ბრძოლაზე მოგვიანებით ჩეჩენის ოსმა პირადმა მწვრთნელმა ანატოლი მარგიევმაც მიანიშნა, რომელმაც ოპონენტებს ნიშნისმოგებით უპასუხა, აი, ზოგიერთები რომ ამბობდით, ოთარსულთანოვს თამაშების მოგება არ შეუძლია, ახლა ხომ დარწმუნდითო.

თუმცა დავუბრუნდეთ ლებედევი-მუსუკაევის შეხვედრას, რომელშიც პირველი ქულა დაღესტნელმა მოიპოვა - მეტოქე წრის გარეთ გადააგდო და 2:0 დაწინაურდა. ცოტა ხანში უკვე ლებედევმა გაიყვანა ის წრიდან და აი, აქ მოიქცა მსაჯი უცნაურად: ლებედევს ილეთი არ დაასრულებინა, ჩასტვინა და 2 ქულა მისცა. ბუნებრივია, ეს დაღესტნელებმა გააპროტესტეს, რაც მსაჯებმა არ დააკმაყოფილეს და ლებედევს ერთი ქულაც დაუმატეს: 3:2.

მუსუკაევმა ანგარიში მეორე პერიოდში გაქვითა მეტოქის წრიდან გაყვანით, ფრე კი მას აძლევდა ხელს. ალბათ, ამიტომ ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ჭიდაობა და ბოლო წუთზე მსაჯმა პასიურობისთვის სრულიად სამართლიანად ჩაურთო 30-წამიანი საჯარიმო დრო. მუსუკაევმა ქულა ვერ მოიპოვა და ლებედევი 4:3 დაწინაურდა. დაღესტნელმა ანგარიშის გაქვითვა ვერ შეძლო, რადგან შეხვედრის დასრულებამდე სულ რაღაც ორიოდე წამი რჩებოდა.

სამაგიეროდ, გაცეცხლებულმა მუსუკაევმა გვარიანად უბიძგა ციმბირელს, იმანაც ხურდა დაუბრუნა და აი, მაშინ ატყდა რამდენიმეფაზიანი ჩხუბი, რომელიც რამდენჯერმე მინავლდა და იფეთქა, პოლიციამ კი ძლივს შეძლო ლეიბის გათავისუფლება ზედ შეჭრილი ხალხისგან.

მსაჯსაც სწორედ ამ დროს მოხვდა თავში ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი.

ეს იყო და დაღესტნის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საჯიდ საჯიდოვმა შეჯიბრებიდან მოხსნა იმ დღეს მოჭიდავე თავისი ყველა ფალავანი, ხოლო გუნდმა შაბათ-კვირას ჭიდაობაზეც უარი განაცხადა. ამიტომ ტურნირს დააკლდნენ ისეთი ცნობილი ფალავნები, როგორებიც ევროპის წლევანდელი ჩემპიონი შამილ კუდიამაგომედოვი (86), ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი აბდუსალამ გადისოვი (97) და ორივე სტილში მოჭიდავე ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის და მსოფლიოს სამგზის გამარჯვებული ბილიალ მახოვი (125) და კიდევ უამრავი ანგარიშგასაწევი ფალავანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

just me
კაით რა, რაებს იძახით. მაგის მერე ლებედევი გამოვიდა და თვითონვე აღნიშნა რომ მის მიმართ გადახრები იყო და თქვენ კიდე მაგ გადახრებზე არაფერი გითქვიათ. ლებედევმა ისიც თქვა რო ოლიმპიადაზე არ იჭიდავებს მიუხედავად იმისა რო ეს მისი ოცნება იყო. არ გეკადრებათ ეს.
hm
ამავე იმ ქართველებისაც ვინც იქ აკადემიებს ხსნის!
llcl
ესეც უქნიათ და სულაც გაუწყვეტიათ ერთმანეთი, ეგ მე არ ვიდარდო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა პატრიარქის ხსოვნას სიონის საპატრიარქო ტაძარში პატივი მიაგეს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
საქმეში პირადად პერესი ჩაერთო - რას გადაწყვეტს ვინისიუსი და დასჭირდება თუ არა "რეალს" ახალი ვინგერი
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
ჯერ პრემიერ ლიგაში დარჩით და მერე მოვალო - დე ძერბიმ "ტოტენჰემს" თანხმობა უთხრა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
სიტუაცია იცვლება და იძაბება - პსჟ-ის მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის კარგი შანსი ეძლევა
"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა
პსჟ მატჩის გადატანას ითხოვს - "ლანსი" წინააღმდეგია
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"არსენალს" კვარაცხელიას დამატება გაუჭირდება - იქნება თუ არა სასარგებლო არტეტასთვის?
U21 | ახალგაზრდულმა მარტის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - პირველი ვარჯიში წყალტუბოში
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
მენდეში, კვარაცხელია და დემბელე ერთად შეტევაში - როგორია ლუის ენრიკეს გეგმა და რისი იმედი აქვს "ლივერპულს"?
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
ჩეჩენის აჩრდილი - ახალ წონაში ხინჩეგაშვილს ოთარსულთანოვიც მიჰყვა
თავისუფალი ჭიდაობა. მეტოქე: რუსული სკანდალი ქართული აქცენტით [გაგრძელება]
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...