საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თბილისში კემპის გამართვას გეგმავს
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თბილისში კემპის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ მან ამერიკელ ჟურნალისტებთან ილაპარაკა. სტატია "დალას მავერიქსის" ოფიციალურ ვებგრვედზე გამოქვეყნდა. გთავაზობთ პუბლიკაციის თარგმანს.

"ივნისში ზაზა ფაჩულია თბილისში საზაფხულო კემპს გამართავს, რომლის მასპინძელი მისივე საკალათბურთო აკადემია იქნება.

ზაზამ აკადემია 2015 წელს გახსნა. მას მერე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს და შედეგებიც უმჯობესდება. იგი "მილუოკი ბაქსის" ხელმძღვანელებისგან ნაყიდი პარკეტის დაგებასაც აპირებს.

შეგახსენებთ, რომ შარშან "დალას მავერიქსმა" ფაჩულია სწორედ "მილუოკი ბაქსიდან" გადაიყვანა.

"აღელვებული ვარ, ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ჩემი აკადემიის ბავშვებს. დიდებულია, როცა საქართველოში ხედავ ასეთი დონის დარბაზს.

გარდა იმისა, რომ კალათბურთელებს საშუალება აქვთ, ივარჯიშონ მშვენიერ პირობებში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქმე აქვთ ძლიერ სპეციალისტებთან. მათგან სწავლობენ პროფესიონალიზმს, დისციპლინას და კალათბურთის ისტორიას", - ამბობს ზაზა ფაჩულია.

საქართველოდან NBA-ს დრაფტზე სხვადასხვა დროს 5 ქართველი აიყვანეს. მათ შორის ფაჩულია რეკორდსმენია. 13 წელია ნაციონალურ საკალათბურთო აკადემიაშია, გამოირჩევა თავისი მებრძოლი სულითა და შეუპოვრობით. მოედნის მიღმა იგი ბიზნესზეც სერიოზულად ფიქრობს. მას იმედი აქვს, რომ "ზაზა ფაჩულიას აკადემია" ხელს შეუწყობს ქართული კალათბურთის განვითარებას და NBA-ს კალიბრის მოთამაშეების აღზრდას.

ვიმედოვნებ, ჩემი აკადემიიდან ერთ დღესაც სამი, ოთხი ან ხუთი კალათბურთელი დადგება NBA-ს დრაფტზე. ეს საოცარი იქნება. ასეთია ჩემი ოცნება, - დასძენს ზაზა ფაჩულია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

semi-ს
მართალი ხარ ნამდვილად! ზაზა არ არის ცუდი პიროვნება და როგორც ჩანს ვიღაცამ უნდა ურჩიოს, რომ საკუთარი სამშობლოსთვის და თანამოქალაქეებისთვის ასეთი სიკეთის გაწევა კი არ ღირს, აუცილებელიცაა. პრაგმატულადაც რომ ვიმსჯელოთ, მხოლოდ ზაზას ოლ სტარში კინაღამ მოხვედრამ და ამის გამო ატეხილმა აჟიოტაჟმა მოუმატა მას ღირებულება მინიმუმ 1 მილიონი. აქედან ნახევარიც არ დასჭირდება ალბათ ამ ქველმოქმედებას ...
semi
ზაზა ჩემო ძმაო, ძალიან დიდი გადასახადია მაგ შენს სკოლაში და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მიღებულ 30 მილიონიან შენობაში ბიზნესს რომ აკეთებ, არ გჭირდება შენი შემოსავლის მქონე ადამიანს. გააიაფე ან სულაც უფასო რომ გახადო არაფერი დაშავდება.
gocha123
lukas:qartvelebs fexburtelebi rom gvyolia axla gavige shengan...
gela
ლუკას! ვინ არის ლუკა მაღალი კლასის გუნდი? ყაზახეთი, ალბანეთი, მალტა თუ მათი მსგავსი არაერთი გუნდი, ვისთანაც არაერთი ქულა არაერთჯერ დაგვიკარგავს? მორაგბეებმა კიდევ ვის მოუგეს არ გახსოვს ალბათ: ფიჯის, ტონგას, იაპონიას, და ვისთანაც წააგეს სისიხლი დაღვარეს, როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. ჩასაფრებულის პოზიციიდან არ გესაუბრები, უბრალოდ ფაქტებია ასთი. შეგიძლია ნახო. ფეხბურთელების ნაწილი კი თავს უფრთხილდება. მაგ. მჭედლიძე, ტრავმის გამო არ ითამაშა საქართველოში, ჩავიდა იტალიაში და შემდეგივე ტურში ძირითადში იყო, კიდევ არსებობს სხვა ფაქტებიც, მაგრამ ახლა აღარაა მემგონი საჭირო. მე ზაზას სრულიად ვეთანხმები, ისე ბატონი ვართანიც მართალს წერს, ისეთი გადასზხადები აქვს პატივცემულ ფაჩულიას, რომ ბევრი ვერ გაწვდა და დაანება თავი, ესაც ზუსტად ვიცი, ვიცი მაგ აკადემიის მწვრთნელისგან, რომელმაც ვერ გადაახდევინა ბავშვებს და დაანება საქმეს თავი.
მინდია
ლუკას რაგბისტები მსოფლიოში 12-ე ადგილზე არიან, ფეხბურთელები 132-ე. ვინ გრანდებს ეთამაშებიან ფეხბურთელები ყაზახეთ-ალბანეთს? მაგათაც ვერ უგებენ. სირცხვილია რეებს წერ.
Nukri
ზაზა მაგარია! :)
ლუკა
დაანებეთ ქართველი ფებურთელების უსამართლო კრიტიკას თავი. ქართველი ფეხბურთელების 90% თავიანთი შესაძლებლობების 120%-ს დებენ მოედანზე როცა ნაკრებში თამაშობენ. რაგბისტებისგან და კალათბურთელებისგან განსხვავებით საქართველოს ფეხბურთის ნაკრები "ჭ" კლასის გუნდებს არ ეთამაშება. აბა გადახედეთ რას უშვებიან ჩვენს რაგბისტებს ინგლისელები, ზელანდიელები, ავსტრალიელები, სამხრეთ აფრიკელები; ფეხს არ ანძრევინებენ! აბა ნახეთ რა შედეგი აქვთ ჩვენს კალათბურთელებს წამყვან ქვეყნებთან? ნული! ნუ აბრახუნებთ ცარიელ ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს დაუფიქრებლად ვითომ გულშემატკივრები! თუ არ გიყვართ ქართული ფეხბურთი მიბრძანდით და უგულშემატკივრეთ სხვა სპორტის სახეობებს! არავინ დაგახევთ კალთებს. დაანებეთ თავი ქართველი ფეხბურთელების უსამართლო კრიტიკას და მათთვის მებრძოლი სულის არქონის დაბრალებას. მოუარეთ თქვენს ვაი გულშემატკივრის სტატუსს. ...
dave
გადვუსხათ რა ჩვენს ფეხბურთელებს რაგბისტების და კალათბურთელების სისხლი, მწვრთნელად ჰეიგი ან კოკოშკოვი დავუნიშნოთ (დარწმუნებული ვარ არაფერს გააფუჭებენ, პირიქით აზრზე მოყავნენ) და იქნებ ასე მაინც ეშველოს რამე ამ ბედკრულ ფეხბურთს :) ან
zaza
ზაზას და ნაკრების სხვა კალათბურთელებს რატო არავინ ლანძღავს?! აქ რომ გამოდიან ზოგიერთები ("ყველაზე ჭკვიანები და მორალისტები") და მოგვიწოდებენ ფეხბურთზე და ქართველ ფეხბურთელებზე წერისას პოზიტიურები ვიყოთ! ეს ბიჭები სპორტული თვალსაზრისითაც და ადამიანურითაც ფეხბურთელებზე ერთი თავით მაღლა დგანან და სწორედ ამიტომ მათზე აუგს ჩვენ გულშემატკივრებს რა გვათქმევინებს?! ფედერაციის ხელმძღვანელებიდან დაწყებული, ნაკრებით გაგრძელებული და ქართული კლუბებით დამთავრებული კოლექტიური "კოლხეთი - ბეთლემი" არიან....
vartan
არა ზაზაჯან ახპერ ცოტა გადასახადი რომ გააიაფო მშობლები მადლობლები იქნებიან ცავატანემ
Eric cantona
წარმატებები. კარგი საქმეა და ღმერთმა ხელი მოუმართოს ზაზაც და ბავშვებსაც
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ