"გოლდენ სტეიტმა" 1:3-დან მოუგო სერია "ოკლაჰომას" და ფინალში "კლივლენდი" ელოდება
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში 233 შემთხვევიდან მხოლოდ მეათედ მოხდა, როცა გუნდი სერიას 1:3 და საბოლოოდ, გამარჯვებული გამოვიდა შვიდმატჩიან დაპირისპირებაში. ამ გმირობის შემოქმედი "გოლდენ სტეიტი" გახდა, რომელიც ურთულესი სიტუაციიდან გამოძვრა "ოკლაჰომასთან" სერიაში.

ჩემპიონს მეშვიდე მატჩშიც მოუწია რთული სიტუაციიდან გამოსვლა, როცა პირველ ტაიმში 13 ქულით ჩამორჩა და პირველ ნახევარში შედეგიანობის პირადი ანტირეკორდი (42 ქულა) დაამყარა ამ სერიის მატჩებისთვის. საერთოდაც, 1:3-ის შემდეგ, "გოლდენ სტეიტმა" ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო იოლად - არც ერთში არ დაფიქსირებულა თუნდაც 10-ქულიანი სხვაობა. მაგრამ, "მეომრები" საჭირო მომენტში დომინირებდნენ მეტოქეზე.

ამჯერად, "გოლდენ სტეიტის" მოგების მთავარი ფაქტორი დაცვაში ბრწყინვალე თამაში გახდა. "ოკლაჰომა", რომელიც პლეი ოფში საშუალოდ 107.5 ქულას აგროვებდა, გუშინ, მხოლოდ 88 ქულას დასჯერდა.

მასპინძლებმა გადამწყვეტი დარტყმა მეტოქეს მესამე მეოთხედში მიაყენეს. თუ ავიღებთ პირველი ტაიმის ბოლო 121 წამს, გამოვა, რომ "გოლდენ სტეიტმა" 38:15 სპურტი მოაწყო. ამ პერიოდში, მან მეტოქეს 22-დან ექვსი ბურთი ჩააგდებინა (რვიდან ნული სამქულიანი) და ხუთი შეცდომა დააშვებინა. თავად კი 28-დან 15 ტყორცნა გამოიყენა, მათ შორის, 13-დან შვიდი სამქულიანი.

მოკლედ, "ოკლაჰომას" მდგომარეობა უიმედო ჩანდა, მაგრამ კევინ დურანტის მონდომებით, საფინალო სირენამდე 1.40 წუთით ადრე, სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდა. სტუმრებისთვის სამწუხაროდ, "დურანტულას" მხარი ვერ აუბა რასელ უესტბრუკმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პლეი ოფში გადამწყვეტი მატჩების ჩაგდების დიდი სპეციალისტია.

"ოკლაჰომას" გამთამაშებელმა 21-დან 14 ტყორცნა ააცილა მიზანს და "-14" სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონდა. საერთოდ კი, სერიის მეექვსე და მეშვიდე მატჩებში თამაშიდან მხოლოდ 35 პროცენტის სიზუსტით ისროდა და სამქულიანების 18 პროცენტს იყენებდა. მისი ვიზავის - სტივენ კარის შესაბამისი მონაცემები იყო - 48 და 50 პროცენტი.

ამჯერად, სტეფმა თავისი 36 ქულიდან 24 მეორე ტაიმში ჩააგდო, თან მისი სამქულიანების დიდი ნაწილი მაშინ ჩავარდა კალათში, როცა გამთამაშებელს "ოკლაჰომას" ძირითადი ცენტრი სტივენ ადამსი მეურვეობდა. დიდი წვლილი ჰქონდა კლეი ტომპსონს თავისი ექვსი ზუსტი სამქულიანით, აგრეთვე დრეიმონდ გრინსა და ანდრე იგუოდალას, რომლებიც მზად იყვნენ მომკვდარიყვნენ დაცვაში თამაშისას. და ამ ყველაფრის ხარჯზე, მივიღეთ შარშანდელი ფინალის გამეორება - "გოლდენ სტეიტი"-"კლივლენდი". შარშან, "უორიორზმა" 4:2 მოიგო. რა იქნება წელს?

გ. სტეიტი-ოკლაჰომა 96:88

19:24, 23:24, 29:12, 25:28

გ-ს: კარი (36+8 პასი+5 მოხსნა), ტომპსონი (21+5 მოხსნა), გრინი (11+9 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), იგუოდალა (7+3 პასი), ბარნსი (5+8 მოხსნა), ლივინგსტონი (5+6 მოხსნა), სპეიტსი (3), ბარბოზა (2), ბოგუტი (2), ვარეჟაო (2), ეზელი (2).

ო: დურანტი (27+7 მოხსნა+3 პასი), უესტბრუკი (19+13 პასი+7 მოხსნა), იბაკა (16), ადამსი (9+9 მოხსნა), კანტერი (8), უეიტერსი (5), რობერსონი (4+12 მოხსნა).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43.5/38.2), სამქულიანები (45.9/25.9), საჯარიმოები (62.5/76.5).

სერია: 4-3

დღის ფაქტები

- სერიის მეშვიდე მატჩში სტივენ კარიმ შვიდი სამქულიანი ჩააგდო და "ოკლაჰომასთან" სერიაში ზუსტი შორეული ტყორცნების რაოდენობა 32-მდე აიყვანა. ეს არის NBA-ის ახალი რეკორდი პლეი ოფის ერთ სერიაში ზუსტი სამქულიანების რაოდენობით.

- გარდა ამისა, კარი გახდა პირველი კალათბურთელი ისტორიაში, ვინც პლეი ოფის სერიის მეშვიდე მატჩში შვიდი სამქულიანი ჩააგდო.

- "გოლდენ სტეიტმა" მიმდინარე სეზონში მე-17 მატჩი მოიგო, როცა მეტოქეს მინიმუმ 10 ქულით ჩამორჩებოდა. აღსანიშნავია, რომ "უორიორზი" "ოკლაჰომასთან" სერიის მეექვსე მატჩშიც ამგვარ რთულ მდგომარეობაში იყო.

- "გოლდენ სტეიტი" გახდა მხოლოდ მესამე გუნდი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც კონფერენციის ფინალური სერია 1:3-დან მოიგო. ადრე ასეთი გმირობა "ვაშინგტონმა" (1978-79) და "ბოსტონ სელტიქსმა" (1980-81) ჩაიდინეს.

ფინალის განრიგი

2 ივნისი. გ. სტეიტი-კლივლენდი

5 ივნისი. გ. სტეიტი-კლივლენდი

8 ივნისი. კლივლენდი-გ. სტეიტი

10 ივნისი. კლივლენდი-გ. სტეიტი

13 ივნისი. გ. სტეიტი-კლივლენდი

16 ივნისი. კლივლენდი-გ. სტეიტი

19 ივნისი. გ. სტეიტი-კლივლენდი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა