ჩვენი გუნდი უკვე სრული შემადგენლობითაა და მომავალი ბატალიებისთვის ემზადება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მანჩესტერში ჩავიდა, სადაც 7 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის პირველ მატჩში მოქმედ ჩემპიონს, ახალი ზელანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

31 მაისს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი ვარჯიში გამართეს. ჩვენი გუნდი უკვე სრული შემადგენლობითაა და მომავალი ბატალიებისთვის ემზადება.

იხილეთ ფოტოგალერეა

ფოტოები რაგბის კავშირის "ფეისბუქის" გვერდიდან

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ურთულეს ჯგუფში მოხვდა, სადაც ახალზელანდიელთა გარდა, მეტოქეები უელსისა და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან. შეგახსენებთ, რომ "წითელმა ურჩხულებმა" და "სამყურებმა" შარშან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში, შესაბამისად, მეექვსე და მეშვიდე ადგილები დაიკავეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ხუთჯერ ახალი ზელანდიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოიგო, ორჯერ თასი ინგლისელებმა აღმართეს, ერთხელ კი - სამხრეთაფრიკელებმა.

საქართველოს ნაკრები, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო, მე-12 ადგილს დაიკავებს, მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც იასპარეზებს, რადგან მასპინძელი საქართველო იქნება. ამ შემთხვევაში საუკეთესო თორმეტეულს მე-11 ადგილზე გასული დატოვებს.

საქართველო

პირველი ხაზი: თორნიკე მატარაძე (აია), ნიკოლოზ ნეფარიძე (კლერმონი), ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), ლაშა საჯაია (ჯიქი), გიორგი ხურაშვილი (არმაზი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), ლაშა ტაბიძე (ბორდო)

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), დემურ ეფრემიძე (ყოჩები), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), გიორგი ჯავახია (ლიონი)

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), ილია სპანდერაშვილი (არმია), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი), ირაკლი ცხადაძე (არმაზი)

#9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), გელა აფრასიძე (ლელო)

#10: რატი შანიძე (ლელო), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია)

#12-13: გურამ ქანდაურაშვილი, გიორგი კოშაძე (ორივე - ხარები), გიორგი კვესელაძე (იუნკრები), სანდრო ილურიძე (აკადემია)

#11-14: დავით მესხი (არმია), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი)

#15: ირაკლი სვანიძე (ჯიქი), მირიან მოდებაძე (აია), სანდრო მერკვილიშვილი (არმია)

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი. A ჯგუფი

7 ივნისი

საქართველო-ახ.ზელანდია

11 ივნისი

საქართველო-უელსი

15 ივნისი

საქართველო-ირლანდია

B ჯგუფი: ავსტრალია, ინგლისი, იტალია, შოტლანდია

C ჯგუფი: არგენტინა, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთი აფრიკა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

B-52
მთავარია ბიჭები არ დაკომპლექსდნენ და მგონია რომ ირლანდიის და უელსის ძლევაც კი არ იქნება ამ შემთხვევაში ფანტასტიკის სფერო. ზამთარში არგენტინასთან არასაკმარისმა გამძლეობამ გააფუჭა ყველაფერი, თორემ მათთანაც შეგვეძლო მათსავე სახლში ტოლ-სწორად თამაში მით უფრო რომ ლიდერები გვაკლდნენ
kaxa
სად ვნახავთ რეპორტაჟებს, დაწერეთ. თუ საყურებელია ამათ ვუყურებ, თორე ფეხბურთზე მეძინება. წარმატებები ბიჭებს.წინ უკეთესი მომავლისათვის.
ზურა
როგორ გაირკვევა ვინ გავა მე-7 ან მე-10 ადგილზე?
მიშა
იმედი მაქვს ტელევიზიით გვაჩვენებენ ტრანსლიაციას
zvi
ძაან დიდი გამოცდილებაა ბიჭებისთვის რო ასეთ ნაკრებებს ვეთამაშებით ამ ასაკობრივ დონეზე რადგან ეს თაობა არის ის კონტიგენტი რომელიც დარწმუნებული ვარ ითამაშებს 6 ერზე მომავალში, წარმატებები ჩვენს ლომებს
მსქროლავი ტროლი
ზელანდიელებთან გავხურდებით და ბრიტანელებთან ყველაფერი შეიძლება მოხდეს.... სხვათა შორის, ირლანდიელები უფროსებთანაც გადაგვირჩნენ ერთხელ და უმცროსები რატომ უნდა იყვნენ წინასწარ უშანსოდ?!... მით უმეტეს, რომ ახალგაზრდებს მაინც ნაკლები კომპლექსები და მეტი ჟინი აქვთ ხოლმე.... მე იმედიანად ვუცდი ამ ახალგ. ჩემპიონატს და წინასწარ ვიცი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დიდი სიამოვნება გველის....
Gio
ჯგუფში ვის მოვუგებთ თქვენი აზრით "...ტროლი"???
levani kaxeti
დარწმუნებული ვარ, ბიჭები თავს არ დაზოგავენ და როგორც ყოველთვის "ჯიგრით" ითამაშებენ. ბოლოს და ბოლოს ჩემპიონობას არავინ ითხოვს. ამის დროც მოვა.
მსქროლავი ტროლი
ბოლო ადგილს მთლიანად ჩემოინატში კი არა, შესაძლოა, ქვეჯგუფშიც კი ავცდეთ, მაგარი ბიჭები გვყავს.....
20 წ. | საერთაშორისო სერიაზე სამხრეთ აფრიკაში
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!