"მე კვლავ დინამოელი ვარ და ასე იქნება, სულ მცირე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის"
ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირის, გიორგი ქვილითაიას შესაძლო ტრანსფერზე ბევრი დაიწერა. თბილისის "დინამოს" 22 წლის თავდამსხმელზე, რომელმაც 29 მატჩში 24 გოლი გაიტანა (ხუთიც საქართველოს თასზე), ათასგვარი ვერსია ვრცელდება.

თავდაპირველად იყო თურქული მედიის ინფორმაცია, თითქოს მისით "ტრაბზონსფორი" დაინტერესდა. "დინამოში" ეს კატეგორიულად უარყვეს. მერე უკრაინული online.ua ამტკიცებდა, რომ კიევის "დინამო" მასში მილიონ დოლარს იხდიდა. ამას მოჰყვა ბელორუსული ბატე - ბორისოვოს გუნდს თავდასხმაში პრობლემები აქვს და ტანმაღალ ქართველ ფორვარდზე დაფიქრებულაო... არც გერმანული ვერსიები გამოგვრჩეს. იქაური sport-90.de წერდა ერთბაშად მეორე ბუნდესლიგის 3 კლუბის - "კარლსრუეს", "ბრაუნშვაიგისა" და "კაიზერსლაუტერნის" დაინტერესებაზე.

ამ ინფორმაციების პარალელურად, ჩვენ ყოველთვის მივანიშნებდით, რომ "დინამო" ამ ეტაპზე არ იყო დაინტერესებული ქვილითაიას გაშვებით, რადგან ის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სჭირდება. რეალურად, ასეც არის და ეს თავად ქვილითაიამაც დაგვიდასტურა:

"სულ მესმის, რომ ესა თუ ის კლუბი მიწვევს, მაგრამ რეალურად, არც ერთ მათგანთან კონკრეტული მოლაპარაკება არ მქონია.

მე კვლავ დინამოელი ვარ და ასე იქნება, სულ მცირე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. მერე რა შეიცვლება, ეს წინასწარ როგორ ვთქვა"?

აქვე მას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ვკითხეთ:

"აქ ბევრად ძლიერი მეტოქეები არიან, ვიდრე ევროპის ლიგაზე. ჩემპიონთა ლიგაში შემთხვევითი გუნდი ვერ მოხვდება. გამომდინარე აქედან, იოლი თამაშები არ გველოდება.

იმის თქმაც ძნელია, საქართველოს ჩემპიონატის ტემპისა და დონის ფონზე ევროთასებზე წარმატების რა იმედი უნდა გვქონდეს... მაგრამ გუნდი გაძლიერდება და მჯერა, ღირსეულად ითამაშებს. იმედია, ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრას მაინც შევძლებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Akaki
არ ვიცი რატო იბოღმებიან ალბათ შურის გამო აბა სხვა რა უნდა იყოს, პირიქით ნუ შეგშურდებათ ნურც დინამოს და ნურც დინამოს ფეხბურთელის წარმატებით, ბოდიში ეხლა თქვენი ჩამოწერილი გუნდი მდენს თუ ვერ აღწევს რასაც დინამო და დინაოს ფებურთელები აღწევენ :D
odala
ლორიას ვარიანტს აწვება? დინამოში რომ დაბერდა და ნორმალური გუნდი აღარ ეღირსა. წაი ბიძიკო, გაასწარი მაგ სანაგვეს.
დათოს
ყველაზე ბოღმა ადამიანი ხარ ვინც შემხვედრია )))) პენალტებით გახდა ბომბარდირიო როგორ არ გრცხვენია ამას რომ ამბობ?? და ნაკრებშიც გამოჩნდა რაც არისო... შენ თუ ბრმა არ ხარ წესით უნდა დაფენახა რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო რომ შემოვიდა .. ბოღმამ არ დაგახრჩოს
bmb
საღოლ, ეს ყველაზე სწორი არჩევანია, დინამოში ერთ წელიწადში ბევრად მეტად გაიზრდება, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდში, ნაკრების თამაშს რომ ვუყურე, მჭედლიძეზე მეტად მომეწონა, ეს ბიჭი მაგარი ვინმეა და ნუ ჭორიკნობთ რა დედაკაცებივით.
zaza
კარგი თავდამსხმელია. უფრო სწორად ყველაზე კარგია საქართველოში და შესაბამისად რომ რჩება დადებითი მოვლენაა. ის არ მომწონს წინასწარ რომ ჩაიქნია ხელი ჩემპიონთა ლიგაზე მაგრამ მეორეს მხრივ რეალისტია და ესეც კარგია...
irakli apkhaidze
პენალტისტი იაშკა იყო დინამოში, რას ერჩით რამდენი გყავთ ამაზე უკეთესი?...
dato
Eg ro vinmes undodes dinamoshi darchebodaaa.. eg ra pexburtelia penlebit gaxda bombardirii... gamochnda rac ari nakrebshii karshi ver moertya vercerti
zaza
თუ ევროთასებზე წარმატების იმედი არ გაქვს და თუ მართლა გიწვევს რომელიმე ამ კლუბებიდან რატომ არ მიდიხარ???
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა