გუშინ ფოთში დამთავრდა სახელოვანი ქართველი დიდოსტატის, ორგზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონისა და საჭადრაკო ოლიმპიადების ექვსგზის გამარჯვებულის ნანა ალექსანდრიას სახელობის მე-5 საჭადრაკო ფესტივალი...

გუშინ ფოთში დამთავრდა სახელოვანი ქართველი დიდოსტატის, ორგზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონისა და საჭადრაკო ოლიმპიადების ექვსგზის გამარჯვებულის ნანა ალექსანდრიას სახელობის მე-5 საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც მასპინძლებთან ერთად ერაყის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მთავარ ტურნირში, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ გაიმარჯვა. მეორე-მესამე ადგილებზე საქართველოს ნაკრების წევრი ლევან ფანცულაია და შოთა აზალაძე გავიდნენ.

8-წლიან გოგონებში 9 შესაძლებლიდან 8 ქულით პირველი ადგილი სამტრედიელმა თიკა ცაგურიამ დაიკავა. 7-7 ქულით მეორე-მესამე ადგილები, შესაბამისად, ქუთაისელმა ნუცა ცირეკიძემ და ზუგდიდელმა მაია ბეჭვაიამ გაიყვეს. ბიჭებშიც 8 ქულა მოაგროვა ქუთაისელმა დავით კამკიამ და ყველას აჯობა. მას ნახევარი ქულით ჩამორჩა თბილისელი ანტონ ნადირაძე. 7 ქულით მესამე იყო დედაქალაქელი დიმიტრი ჯიბუტი.

10-წლიანებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: გოგონები. 1. ნინო ჯალაღონია (8,5), 2. გვანცა მარგველაშვილი (7,5), 3. ელენე კოსტავა (6,5). ვაჟები. 1. დავით გვენეტაძე (8,5), 2. ლევან ბაბუხადია (7), 3. გურამ კოკაია (ყველა _ ქუთაისი, 7).

12-წლიან გოგონებში 8-8 ქულა მოაგროვეს ნინო ხომერიკმა (თბილისი) და მარიამ მჟავიამ (ქუთაისი). უკეთესი კოეფიციენტით მეტოქეს ხომერიკმა გაუსწრო. 6,5 ქულით მესამე ადგილი აზერბაიჯანელ ნარმინ მამადოვას ხვდა. ვაჟებშიც უძლიერესი კოეფიციენტმა გამოავლინა, რადგან აქ თბილისელმა გიორგი სიბაშვილმა და ფოთელმა ნიკა ღვამბერიამ 7-7 ქულას მოუყარეს თავი. პირველობა სიბაშვილს ერგო. 6,5 ქულით მესამე იყო ქუთაისელი ნოე თუთისანი.

14-წლიან გოგონებში პაექრობები წრიული სისტემით წარიმართა. 7 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა ანა შამათავა. 6-6 ქულით მეორე-მესამე ადგილები ნატო იმნაძემ და თეკლა მაჭარაშვილმა გაინაწილეს. ვაჟებში საპრიზო ადგილებზე თბილისელები ასეთი თანმიმდევრობით გავიდნენ: 1. ირაკლი ბერაძე (8,5), 2. გიგლა ბენიძე (6,5), 3. ალექსანდრე ებრალიძე (5,5).

ჯ ი ჯ ი
გილოცავთ. კაი ხანია ასეთი შედეგი არ გვქონია.81-ში სხვა მოსინჯეთ, ხომ ხედავთ ყველგან აგებს თან პერსპექტივაც არ ჩანს მაგაში.სირცხვილია ჭრიკიშვილმა 81-ში მოიგო მსოფლიო, ძიგარო, ევროპა , ეხლა კი თითქმის სხვატკას ვეღარ ვიგებთ ამ წონაში.
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს