ატალახებულმა მოედანმა თავისი კვალი დაატყო "ბაია"-"სიონის" თამაშს, რაც უზუსტო გადაცემებსა და ტექნიკურ წუნში აისახებოდა
უამინდობის გამო ატალახებულმა მინდვრის საფარმა თავისი კვალი დაატყო "ბაია"-"სიონის" თამაშს, რაც უზუსტო გადაცემებსა და ტექნიკურ წუნში აისახებოდა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ პაექრობამ დუნედ და უბრძოლველად ჩაიარა. სატურნირო ცხრილის მეზობლები თავიდანვე საბრძოლველად განეწყვნენ და სტუმრებმა პირველივე წუთებიდან სცადეს სწრაფი გოლით დაწინაურება - მე-6 წუთზე ბოლნისელთა შეტევა შეიძლებოდა, გოლით დასრულებულიყო, ისიანს რომ ემარჯვა, რამდენიმე წუთში ბოლნისელები კვლავ დაემუქრნენ სომხიშვილის კარს, მაგრამ ნოზაძის თავური არაზუსტი აღმოჩნდა.

ნელ-ნელა მასპინძლებიც გააქტიურდნენ და რამდენიმეწუთიან მონაკვეთში ზედიზედ სამი კუთხურის შესრულებაც მოასწრეს, მაგრამ შედეგის მომტანი ვერც ერთი აღმოჩნდა. სტუმართა მხრიდან განსაკუთრებით ისიანი გამოირჩეოდა, რომელიც ზუსტი პასებით ამარაგებდა თანაკლუბელებს. მერე და მერე მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. "ბაია" ერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაშობდა და მწვავე შეტევებს ფლანგებიდან იწყებდა, რამაც მათთვის სასიკეთო შედეგიც მოიტანა. ზუგდიდელებმა მანამდეც რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, 30-ე წუთზე კი ქობალიამ უმაღლეს ლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა. ლომიას მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით ოსტატურად გადაგზავნა კარში.

გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები თითქოს გამოფხიზლდნენ და ისიანი ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა "ბაიას" ოთხ მცველს ოსტატურად აუარა გვერდი და ჯიქიას მეკარესთან პირისპირ გაყვანა შეეძლო, თუმცა ბოლნისელი სოლორეიდის დაგვირგვინებას თვითონვე შეეცადა, რითაც საგოლე მომენტი გააცუდა. ანგარიშის გათანაბრების შანსი სტუმრებს რამდენიმე წუთში მიეცათ, თუმცა ნოზაძის სახიფათო დარტყმას სომხიშვილი მარჯვედ დაუხვდა და კარი აშკარა გოლისგან იხსნა.

მეორე ნახევრის დასაწყისშიც ინიციატივას ისევ სტუმრები დაეუფლნენ და მეტოქის ნახევარზე შეტევებსაც უხშირეს, თუმცა მწვავე იერიშებით მხოლოდ დასაწყისში გამოირჩნენ. თუ არ ჩავთვლით ბოლო წუთებში მათ მიერ შესრულებულ ორ სახიფათო საჯარიმო დარტყმას, სხვა დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნიათ. სათამაშო ტემპიც დაMმოედნის ცენტრიც სტუმრებმა თანდათან ისევ მასპინძლებს გადააბარეს. გატანის შანსი ჰქონდა სიხარულია-რიგვავას დუეტს, შემდეგ ქობალია-რიგვავა-სიხარულიას სამსვლიანი იერიში სიხარულიას შეეძლო გოლით დაესრულებინა, მაგრამ...

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია) : დავიწყებ იმით, რომ ქობალიას ფიზიკური აღნაგობა, მოქმედება, სისწრაფე და აზროვნება მაძლევს სრულ საფუძველს ვთქვა - ის სეზონის აღმოჩენა იქნება. რაც შეეხება თამაშს, მინდვრის უხარისხობის გამო თავიდანვე ფლანგური შეტევები დავისახეთ მიზნად, რადგან ბურთის გაგორება მოედნის ამ მონაკვეთებზე უფრო შესაძლებელი იყო და შედეგსაც მივაღწიეთ. Kკმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების, დავალება კარგად შეასრულეს.

გიორგი ყიფშიძე (სიონი) : ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ვერც დავემდურები, რადგან ამ ტალახში მათ მაქსიმუმის გაკეთებას ვერ მოვთხოვ. მართალია, უფრო გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს და თითქოს შეიძლებოდა, მათ ხარჯზე გადაგვეწყო თამაში, მაგრამ, ვიმეორებ, ასეთ მინდორზე თამაშის შემობრუნება შეუძლებელია. ამგვარ ამინდში გადამწყვეტი ერთი გოლია და ასეც მოხდა.

13.02.11 ზუგდიდი, ცენტრალური სტადიონი. 300 მაყურებელი

ბაია-სიონი 1:0

ქობალია (30წ.)

ბაია სიონი

4-1-4-1 4-2-3-1

სომხიშვილი მერლანი

სვირავა კობაური

აქუბარდია ორბელაძე

რ. ონიანი თარგამაძე

გამრეკლიძე ქორიძე

ვართაგავა დიდავა

რიგვავა გოგობერიშვილი

შ. ლომია ისიანი

წურწუმია ნოზაძე

სიხარულია ჩირიკაშვილი

ქობალია რ. ჯიქია

მწვრთნელი მწვრთნელი

ე. ქომეთიანი გ. ყიფშიძე

ბაია

75. ლომია – შონია

85. ქობალია – ჩანგელია

90. სვირავა - აფაქიძე

სათადარიგოები: მაქაცარია, კუკავა, ქვარცხავა, ქირია

სიონი

59. ნოზაძე – ვაშაკიძე

73. თარგამაძე – ოქროპირიძე მანუჩარი

83. ჯიქია – კვასხვაძე

სათადარიგოები: ბობღიაშვილი, ოქროპირიძე გიორგი, სანიკიძე, ადამაშვილი

გაფრთხილება: შონია (86), ისიანი (90)

არბიტრი: ხ. გაგნიძე

ლაშა გოგილავა ზუგდიდიდან

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე