მცველი გიორგი ოთარაშვილი, ნახევარმცველი ირაკლი ლექვთაძე და თავდამსხმელი ზვიად ქანთარია ცხინვალელებს შეურთდნენ
თბილისის "დინამოს" სამი ფეხბურთელი იჯარით ცხინვალის "სპარტაკში" ითამაშებს - მცველი გიორგი ოთარაშვილი, ნახევარმცველი ირაკლი ლექვთაძე და თავდამსხმელი ზვიად ქანთარია.

სამეული ცხინვალელებს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის განახლების დღეს, შაბათს შეუერთდა. ამან "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცელია გაახარა და ამბობს, რომ ახალგაზრდა დინამოელთა დამატებით გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდება, მაგრამ თბილისის "დინამოსთან" მათი განაცხადში შეყვანა ვერ მოხერხდა. საქმე ისაა, რომ მოთამაშეთა გაშვებას "დინამო" მხოლოდ 12 თებერვალს დათანხმდა, ფედერაციაში სათანადო განაცხადის წარდგენა და გაფორმება კი ვეღარ ესწრებოდა.

სამივე ფეხბურთელი "დინამოსთან" ერთად თურქულ შეკრებაზე ემზადებოდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აკლდათ და განათხოვრება მათივე სურვილი იყო. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო ლექვთაძე, რომელმაც პირველ ეტაპზე 10 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. პირველ ეტაპზე ოთარაშვილმა თბილისელთა ფორმა სამჯერ მოირგო, ქანთარიამ კი ორჯერ, ასე რომ, სათამაშო პრაქტიკა მათ მართლაც აკლდათ.

ცხადია, სამეულის მიწვევით დაინტერესებული იყო "სპარტაკის" ხელმძღვანელობაც, თურქეთში მომზადებული დინამოელები გუნდს ნამდვილად წაადგებიან.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალელებმა მოსამზადებელ ეტაპამდე ორი დინამოელიც დაიმატეს - საყრდენი ნახევარმცველი გიორგი მამუჩიშვილი და თავდამსხმელი ზვიად მეტრეველი.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა