თბილისის "დინამოს" 16-წლამდელთა გუნდის თავკაცმა ვიტალი დარასელიას ხსოვნის ტურნირი შეაფასა
დასრულდა თბილისის "დინამოს" მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც რამდენიმე ევროპული და ქართული კლუბი მონაწილეობდა. პირველობა არავის დაუთმო ჰოლანდიურმა "ალკმაარმა", რომელმაც ფინალში თბილისის "დინამოს" მოუგო.

ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ტურნირმა აშკარად გაამართლა. ის ტრადიციული გახდება და მომავალ წელს ისეთ გრანდებს შეკრებს, როგორებიც არიან "ბარსელონა", "რომა" და "ატლეტიკო"...

"ალკმაარის" მწვრთნელი: იმედი მაქვს, ამ ბიჭებს ჰოლანდიაშიც შევხვდები

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი: დასანანი მარცხი ფინალში [VIDEO+PHOTO]

დასრულებული ტურნირის შეჯამება ვთხოვეთ დინამოელთა გუნდის თავკაცს, ვლადიმერ გოჩაშვილს...

ვლადიმერ გოჩაშვილი (ტურნირში მონაწილე თბილისის "დინამოს" მწვრთნელი):

- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ძალიან სასარგებლო ტურნირი იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას, რომელმაც ასე მაღალ დონეზე ჩაატარა ეს ვიტალი დარასელიას თასი. მადლობას გადავუხდი ჩემს ფეხბურთელებსაც იმ თავდადებისთვის, რაც მათ აჩვენეს ამ თამაშებში.

რა თქმა უნდა, ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება ასეთი ტურნირები. როგორც ვიცი, თბილისის საერთაშორისო ტურნირი ტრადიციული გახდება და ეს ძალიან კარგია. ჩვენმა ფეხბურთელებმა ნახეს, თუ რა განსხვავებაა ამ ასაკში ჩვენსა და უცხოურ კლუბებს შორის.

ჩვენ ახლა ზუსტად ვიცით, რაზე უნდა ვიმუშაოთ. ასევე, გამოჩნდა ისიც, რომ თამაში ყველასთან შეიძლება.

- რა მოხდა "ალკმაართან" ფინალური მატჩის ბოლო წუთებში? რას უნდა მივაწეროთ ორი გაშვებული გოლი?

- ეს იყო ფინალი, გადამწყვეტი შეხვედრა... ჩვენ თავიდანვე ავირჩიეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც "პირველ ნომრად" უნდა გვეთამაშა. დამეთანხმებით, გვქონდა ბევრი მომენტი, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. "ალკმაარმა" პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი მომენტი შექმნა ჩვენს კართან, როცა ბურთი ძელს მოხვდა...

ეს ფეხბურთია და როცა ამდენ მომენტს ვერ იყენებ, ისჯები. ჩვენც დავისაჯეთ. მოგვიანებით, პირველი გოლის ჩანაწერი ვნახეთ. ამ ეპიზოდში მცველებს დააგვიანდათ კაცის აყვანა. "ალკმაარი" უფრო საიმისოდ იყო განწყობილი, რომ პენალტებს გაერკვია გამარჯვებული...

- ფაქტია, "დინამო" მთელი ტურნირის განმავლობაში, ყველა მეტოქესთან, "პირველ ნომრად" თამაშს ცდილობდა. არადა, ამას ქართული გუნდებისგან მიჩვეულები არ ვართ...

- ყველანაირად ვცდილობთ, სწორედ ამ გზით გავზარდოთ ჩვენი აკადემიის აღსაზრდელები. "ალკმაართან" "მეორე ნომრად" რომ გვეთამაშა, ჰოლანდიელები თავიდანვე დიდ უპირატესობას მოიპოვებდნენ. ალბათ, იცით, "ალკმაარის" ეს ასაკობრივი გუნდი პირველ ადგილზეა ჰოლანდიის ჩემპიონატში. ამას წინათ, აიაქსელ თანატოლებს 6:2 მოუგეს.

- თქვენ, როგორც მწვრთნელს, რა მოგცათ ამ ტურნირმა?

- ძალიან ბევრი, ისევე, როგორც ჩვენს ფეხბურთელებს. თუ არ ჩავთვლით იმ მოთამაშეებს, რომელთაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში იწვევენ, ეს ამ ბიჭებისთვის პირველი საერთაშორისო გამოცდილება იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kartuli fexburtis momavali
ესენი ყოველთვის წრეზე იტრიალებენ თითქოს იციან რა სჭირდებათ მარა მაინც ფუნას ჭამენ .............ეს ფეხბურთია და როცა ამდენ მომენტს ვერ იყენებ, ისჯები. ჩვენც დავისაჯეთ. მოგვიანებით, პირველი გოლის ჩანაწერი ვნახეთ. ამ ეპიზოდში მცველებს დააგვიანდათ კაცის აყვანა. "ალკმაარი" უფრო საიმისოდ იყო განწყობილი, რომ პენალტებს გაერკვია გამარჯვებული...
სირბილის სწავლების ცენტრი
აღიარეთ, რომ ფსიქოლოგიური მომზადება მოისუსტებს და სირბილი ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს! ...და მომავალშიც ასე აპირებთ გაგრძელებას?!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე მომავალ წელს "რეალი" და "იუვენტუსი" იქნებიან
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
ვიტალი დარასელიას თასი: ბოლო ადგილს მაინც ავცდეთ...
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ორგანიზატორი შეიცვალა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
დარასელიას თასი: "ჯენოამ" "ვიტესს" 3:1 მოუგო [VIDEO]
სხვაობა ჩვენსა და ევროპულ გუნდებს შორის - რა დაგვანახა "დარასელიას ტურნირმა"
დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "ჯენოასაც" მოუგო
დარასელიას თასი: მინსკის "დინამომ" "ვიტესთან" იმარჯვა
ვიტალი დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "გაბალა" არ დაინდო [VIDEO]
ვიტალი დარასელიას სახელობის თასი "ესპანიოლის" გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]