ნიკა ქუთათელაძე

პარი სენ-ჟერმენმა აიყვანა

საინტერესო ინფორმცია გაავრცელა გერმანულმა სამენეჯრო სააგენტო "ტრანსფერმარკტმა" - ფრანგული საფეხბურთო კლუბის, "ლილის" ასაკობრივი გუნდის თავდამსხმელი ნიკა ქუთათელაძე დღევანდელი საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, "პარი სენ-ჟერმენის" 19-წლამდელთა გუნდში გადაიყვანეს. არადა, 175 სმ სიმაღლის ქუთათელაძე მხოლოდ 15 წლისაა...

ნიკა ქუთათელაძე 8 წლის იყო, მისი ოჯახი უცხოეთში რომ დასახლდა. საფრანგეთამდე ჩეხეთში ცხოვრობდნენ, ხოლო ნიკა პრაღის "სპარტას" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, ბოლო 6 წლის განმავლობაში კი "ლილის" აკადემიის 15 და 16-წლამდელთა გუნდებში ათამაშებდნენ.

ნიჭიერი თავდამსხმელი 14-წლამდელთა შეკრებაზე ოთარ კორღალიძემ გამოიძახა და ერთი კვირა გუნდთან ერთად ავარჯიშებდა. ახლახანს კი გურამ ასპინძელაშვილმა 16-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე მიწივია. თუმცა ქუთათელაძეს საქართველოს ფორმით არც ოფიციალური და არც ამხანაგური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

"პარი სენ-ჟერმენში" გადასვლასთან დაკავშირებით, ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.

"ლილში" გატარებული 6 წლის შემდეგ კლუბს ვტოვებ და თამაშს "პარი სენ-ჟერმენში" გავაგრძელებ. აქ მიღებული გამოცდილება და ცოდნა დღეს დიდ შესაძლებლობეს მიხსნის. კლუბს დიდი ემოციებითა და მადლიერებით ვტოვებ. შესანიშნავი მწვრთნელებისა და თანაგუნდელების დამსახურებაა, რომ გავიზარდე - მე თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. ყოველთვის მემახსოვრება ის პრინციპები, რასაც "ლილში" მასწავლიდნენ - რომ უნდა მცოდნოდა შრომის ფასი, ვყოფილიყავი მონდომებული და მიზანმიმართული. ეჭვგარეშეა, ეს ჩემს სპორტულ ცხოვრებაში სასარგებლო დარიგებები იყო. მადლობა გუნდის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ჩემს მეგობრებსა და მათ მშობლებს, ყველა გულშემატკივარს. კარიერაში ახალ პერიოდს თქვენდამი მადლიერებითა და სიყვარულით ვიწყებ, "ლილში" გატარებული ეს 6 წელი კი არასოდეს დამავიწყდება", - წერს ქუთათელაძე.

ის გუნდიდან თბილი სიტყვებით გააცილა "ლილის" მწვრთნელმა ანტონი ფაზიომაც:

"ეს იყო გუნდთან სამაგალითო დამშვიდობება. ძალიან საწყენია, რომ ასეთი კარგი მოთამაშე გვტოვებს. ყველას გული დაგვწყდა, უპირველესად კი - მე. კარგად მახსოვს შენი პირველი თამაში, როცა აღტაცებული დამტოვე. შენ ბევრი შეგიძლია და შორს წახვალ, მჯერა, ბევრს მიაღწევ".

ისევ ნიკა ქუთათელაძე: "ძალიან კარგ კლუბში ვთამაშობდი. მაგრამ დასამალი არ არის, რომ ჩემი საყვარელი გუნდი "პარი სენ-ჟერმენი" იყო. იქ მოხვედრაზე ვოცნებობდი და ეს ოცნება ამისრულდა. მეამაყება, მაგრამ ბევრი უნდა ვიშრომო და დავამტკიცო, რომ ასეთ გრანდში შემთხვევით არ მიმიწვიეს".

ნიკა გვიყვება, თუ როგორ მოხვდა "ლილიდან" პარიზულ გრანდში:

"ჩემი გუნდი ჩრდილოეთ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და ფეხბურთელებს სელექციონერები გვაკვირდებოდნენ. "პარი სენ-ჟერმენმა" თვენახევრის წინ განიხილა ჩემი კანდიდატურა, თამაშის ანალიზის შემდეგ კი დამიკავშირდნენ და 11 მაისს მიგვიწვიეს - "პარი სენ-ჟერმენის" 16-წლამდელები 17-იანებს ხვდებოდნენ. მწვრთნელმა მითხრა, 17-წლამდელებს ფეხბურთელები აკლია და იქით ითამაშებო. მერე გავიგე, რომ ეს თურმე შეგნებულად გააკეთეს, ჩემი შესაძლებლობები რომ შეემოწმებინათ. ცხოვრებაში პირველად, მარჯვენა ნახევარმცველად მათამაშეს. აინტერესებდათ ჩემი ტექნიკა, ბურთთან როგორ ვიყავი და ასე შემდეგ. მეორე ტაიმში კი ჩემთვის ჩვეულ, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გამამწესეს, 3 საგოლე გადაცემა გავაკეთე, ერთიც გავიტანე და 5:2 მოვიგეთ. მატჩის შემდეგ კლუბის დირექტორმა გამიყვანა და მითხრა - დიდებში თავი გამოიჩინე, ჩვენ კი სწორედ ეს გვაინტერესებდა, ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარო. გული სიხარულით ამიჩქარდა... მერე 18 მაისს დაგვიბარეს, უკვე 16-წლამდელების თამაშზე, 2:1 მოვიგეთ და იქაც გავიტანე. თამაშის დამთავრების შემდეგ მითხრეს, შენი ამბავი გარკვეულიაო. "ლილთან" ურთიერთობა მოაგვარეს, 1 ივნისს სამედიცინო შემოწმება გავიარე, კონტრატქი გამიფორმეს და 9-ნომრიანი მაისურაც გადმომცეს. 15 აგვისტოს გუნდის შეკრებაზე დამიბარეს. პარიზში, მთავარი გუნდის ბაზაზე იკრიბებიან. ასე რომ, პსჟ-ის 16-წლამდელებში ვითამაშებ".

ქუთათელაძის შესახებ მოლაპარაკება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა:

"კონტრაქტზე ვერაფერს ვიტყვი, თუნდაც, მის ხანგრძლივობაზე. თუმცა იმას კი გაგიმხელთ, რომ ბოლო პერიოდში, "პარი სენ-ჟერმენის" გარდა, მოლაპარაკება სხვა ქვეყნების გუნდებთანაც მქონდა - "ბრიუგესთან", "ფეიენოორდთან", ლისაბონის "სპორტინგთან", კიევის "დინამოსთან" და ფრანგულ "ნიცასთან". მაგრამ, როგორც გითხარით, "პარი სენ-ჟერმენი" ჩემი ოცნების გუნდი იყო და ბედნიერი ვარ, მისი ფორმით რომ ვითამაშებ".

საინტერესოა, რომ "პარი სენ-ჟერმენში" ნიკას ძმაც, სანდრო ქუთათელაძეც აიყვანეს, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

მერაბ მამულაშვილი

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...