ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი პარიზულ გუნდში მოხვედრის შესახებ საუბრობს
საინტერესო ინფორმცია გაავრცელა გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტმა" - ფრანგული საფეხბურთო კლუბის, "ლილის" ასაკობრივი გუნდის თავდამსხმელი ნიკა ქუთათელაძე დღევანდელი საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, "პარი სენ-ჟერმენის" 19-წლამდელთა გუნდში გადაიყვანეს. არადა, 175 სმ სიმაღლის ქუთათელაძე მხოლოდ 15 წლისაა...

ნიკა ქუთათელაძე 8 წლის იყო, მისი ოჯახი უცხოეთში რომ დასახლდა. საფრანგეთამდე ჩეხეთში ცხოვრობდნენ, ხოლო ნიკა პრაღის "სპარტას" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, ბოლო 6 წლის განმავლობაში კი "ლილის" აკადემიის 15 და 16-წლამდელთა გუნდებში ათამაშებდნენ.

ნიჭიერი თავდამსხმელი 14-წლამდელთა შეკრებაზე ოთარ კორღალიძემ გამოიძახა და ერთი კვირა გუნდთან ერთად ავარჯიშებდა. ახლახან კი გურამ ასპინძელაშვილმა 16-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე მიიწვია. თუმცა ქუთათელაძეს საქართველოს ფორმით არც ოფიციალური და არც ამხანაგური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

"პარი სენ-ჟერმენში" გადასვლასთან დაკავშირებით, ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.

"ლილში" გატარებული 6 წლის შემდეგ კლუბს ვტოვებ და თამაშს "პარი სენ-ჟერმენში" გავაგრძელებ. აქ მიღებული გამოცდილება და ცოდნა დღეს დიდ შესაძლებლობებს მიხსნის. კლუბს დიდი ემოციებითა და მადლიერებით ვტოვებ. შესანიშნავი მწვრთნელებისა და თანაგუნდელების დამსახურებაა, რომ გავიზარდე - მე თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. ყოველთვის მემახსოვრება ის პრინციპები, რასაც "ლილში" მასწავლიდნენ - რომ უნდა მცოდნოდა შრომის ფასი, ვყოფილიყავი მონდომებული და მიზანმიმართული.

ეჭვგარეშეა, ეს ჩემს სპორტულ ცხოვრებაში სასარგებლო დარიგებები იყო. მადლობა გუნდის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ჩემს მეგობრებსა და მათ მშობლებს, ყველა გულშემატკივარს. კარიერაში ახალ პერიოდს თქვენდამი მადლიერებითა და სიყვარულით ვიწყებ, "ლილში" გატარებული ეს 6 წელი კი არასოდეს დამავიწყდება", - წერს ქუთათელაძე.

ის გუნდიდან თბილი სიტყვებით გააცილა "ლილის" მწვრთნელმა ანტონი ფაზიომაც:

"ეს იყო გუნდთან სამაგალითო დამშვიდობება. ძალიან საწყენია, რომ ასეთი კარგი მოთამაშე გვტოვებს. ყველას გული დაგვწყდა, უპირველესად კი - მე. კარგად მახსოვს შენი პირველი თამაში, როცა აღტაცებული დამტოვე. შენ ბევრი შეგიძლია და შორს წახვალ, მჯერა, ბევრს მიაღწევ".

ისევ ნიკა ქუთათელაძე: "ძალიან კარგ კლუბში ვთამაშობდი, მაგრამ დასამალი არ არის, რომ ჩემი საყვარელი გუნდი "პარი სენ-ჟერმენი" იყო. იქ მოხვედრაზე ვოცნებობდი და ეს ოცნება ამისრულდა. მეამაყება, მაგრამ ბევრი უნდა ვიშრომო და დავამტკიცო, რომ ასეთ გრანდში შემთხვევით არ მიმიწვიეს".

ნიკა გვიყვება, თუ როგორ მოხვდა "ლილიდან" პარიზულ გრანდში:

"ჩემი გუნდი ჩრდილოეთ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და ფეხბურთელებს სელექციონერები გვაკვირდებოდნენ. "პარი სენ-ჟერმენმა" თვენახევრის წინ განიხილა ჩემი კანდიდატურა, თამაშის ანალიზის შემდეგ კი დამიკავშირდნენ და 11 მაისს მიგვიწვიეს - "პარი სენ-ჟერმენის" 16-წლამდელები 17-იანებს ხვდებოდნენ.

მწვრთნელმა მითხრა, 17-წლამდელებს ფეხბურთელები აკლია და იქით ითამაშებო. მერე გავიგე, რომ ეს თურმე შეგნებულად გააკეთეს, ჩემი შესაძლებლობები რომ შეემოწმებინათ. ცხოვრებაში პირველად, მარჯვენა ნახევარმცველად მათამაშეს. აინტერესებდათ ჩემი ტექნიკა, ბურთთან როგორ ვიყავი და ასე შემდეგ. მეორე ტაიმში კი ჩემთვის ჩვეულ, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გამამწესეს. 3 საგოლე გადაცემა გავაკეთე, ერთიც გავიტანე და 5:2 მოვიგეთ.

მატჩის შემდეგ კლუბის დირექტორმა გამიყვანა და მითხრა - დიდებში თავი გამოიჩინე, ჩვენ კი სწორედ ეს გვაინტერესებდა, ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარო. გული სიხარულით ამიჩქარდა... მერე 18 მაისს დაგვიბარეს, უკვე 16-წლამდელების თამაშზე, 2:1 მოვიგეთ და იქაც გავიტანე.

თამაშის დამთავრების შემდეგ მითხრეს, შენი ამბავი გარკვეულიაო. "ლილთან" ურთიერთობა მოაგვარეს, 1-ელ ივნისს სამედიცინო შემოწმება გავიარე, კონტრაქტი გამიფორმეს და 9-ნომრიანი მაისურაც გადმომცეს. 15 აგვისტოს გუნდის შეკრებაზე დამიბარეს. პარიზში, მთავარი გუნდის ბაზაზე იკრიბებიან. ასე რომ, პსჟ-ის 16-წლამდელებში ვითამაშებ".

ქუთათელაძის შესახებ მოლაპარაკება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა:

"კონტრაქტზე ვერაფერს ვიტყვი, თუნდაც, მის ხანგრძლივობაზე. თუმცა იმას კი გაგიმხელთ, რომ ბოლო პერიოდში, "პარი სენ-ჟერმენის" გარდა, მოლაპარაკება სხვა ქვეყნების გუნდებთანაც მქონდა - "ბრიუგესთან", "ფეიენოორდთან", ლისაბონის "სპორტინგთან", კიევის "დინამოსთან" და ფრანგულ "ნიცასთან". მაგრამ, როგორც გითხარით, "პარი სენ-ჟერმენი" ჩემი ოცნების გუნდი იყო და ბედნიერი ვარ, მისი ფორმით რომ ვითამაშებ".

საინტერესოა, რომ "პარი სენ-ჟერმენში" ნიკას ძმაც, სანდრო ქუთათელაძეც აიყვანეს, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოქალაქე
წარმატებები ბიჭებო..
baTumidan
თქვენი იმედი დარჩა საქართველოს:) აბა მიაწექით ბავშვებო...
BEQA
მიდი ნიკა ყველა ქართველს გაუხარდება შენი წარმატება აბა შენ იცი ასახელე შენი ოჯახი და შენი ქვეყანა იმედია ნაკრებსაც გამოადგები თორემ ტანზანიამ გადაგვასწრო რეიტინგში
dave
ეს ბავშვი ევროპაში არ დაბადებულა თორე იქ გაიზარდა და თუ მაინცდამაინც სისხლმა არ უყივლა და ისე არ მოიქცა როგორც ძალიან ბევრი (სამწუხაროდ) და არ დაკმაყოფილდა მინიმუმით, ევროპული აღზრდა ტავისას იზამს და ვფირობ შრომას არ დააკლებს და ასახელებს როგორც საქართველოს ასევე საკუთარ ოჯახს. წარმატებები ნიკუშ, შენ პატარა ქართველი ხარ, კავკასიის მთების შვილი :)
გაგა
მიდი,შვილო,მიაწექი! იქნება შენ მაინც ივარგო!
zura
კაცობა ასეთი შვილების აღზრდაა !!!
Qartveli
მიაკციეტ კურადგება Bელგიასჰი, k.lyra მოტამასჰე Qარტველ ფეხბუტრტელს Nიკა Aptsiauri, shesanishnavi tavdamsxmelia რამდენიც დავცერე არავინ არ სჰეეხმიანა. გული არ გტკივატ ფეხბურტზე?????
zura
მიდი პატარა ქართველო ასახელე ჩვენი ქვეყანა!!!
გულშემატკივარი
ბევრი უნდა იშრომო და ყველაფერს მიაღწევ. მიაწექი, არ დანებდე, მცირედით არ დაკმაყოფილდე, ამბიცია არ დაკარგო, მეტის ამბიცია გქონდეს და შრომის სურვილი, თორემ ჩვენ ბევრი გვყავდა ვინც მცირედით დაკმაყოფილდა და დღეს ყველაზე კარგ შემთხვევაში ვიცით რომელ ლიგაში თამაშობენ, ხოლო რიგ შემთხვევებში სადაც თამაშობენ იმ კლუბის სახელიც კი გვავიწყდება იმიტომ, რომ საშუალოზე დაბალი კლასის კლუბებია, უფრო მეტიც, ხანდახან დაბალი დონისაც. ასე რომ ნიკუშ არ დაგეზაროს და გაგვახარე, გაახარე საქართველო
giorgi
კარგი კომენტარი გააკეთეთ ხალხოოო !! რა გწირთ? პარისენჯერმენში ჰაერზე არ აიყვანდნენ . წარმატებები ბიჭს ,და საქართველოს ნაკრებსაც გამოდგომოდეს.
ზვიადი
და ვინ მოთვლის კიდევ ასეთ^ იმედგაცრუებებს ფეხბურთი ჩვენთან ვერ განვითარდება ნორმალური საფეხბურთო სკოლის გარეშე. დინამო აკადემიის ამარა ვართ მხოლოდ და ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ამ სკოლების განვითარებაზე რომ ვიფიქროთ უკეთესი იქნებოდა. ამაზე წერეთ და საინტერესო იქნებოდა საერთოდ ინტერვიუ დინამო აკადემიის მფლობელთანაც, რას ხედავს რა უჭირს ბიზნესს ფეხბურთში.
ზვიადი
მასე თავის დროზე გიორგი ჭანტურიაზეც წერდით, რა სიმაღლეებსაც მიაღწია ყველანი ვხედავთ...
გივია
საქართველოს მოქალაქეა? როგორც ჩანს დიდი ხანია იქ თამაშობს და იმედია პროფესიონალად გაზრდიან და ჩამოგვიყალიბებენ და შემდგომში გემოგვადგება. დღეს საქართველოში ნამდვილი პროფესიონალი ფეხბურთელის უდიდესი პრობლემა დგას. ნაკრების ფეხბურთელთა უდიდესი უმრავლესობის ქცევა და თამაში სამოყვარულო დონესაც აღარ შეესაბამება.
666
gaixare patara vajkaco da mudam warmatebebs gisurveb da psg ze naklebi gundis maisuri armogergos cxovrebashi
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
ნიკა ქუთათელაძემ Sportall.ge-ს მკითხველი დაასაჩუქრა
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
ნიკა ქუთათელაძე: პსჟ-სთან კონტრაქტში დიდი წვლილი კლუივერტს მიუძღვის
[ᓔᓥᓡᓙᓚᓣᓖᓘᓕᓘ] "ᓤრᓐᓜᓙ ᓠᓘᓑᓔᓠᓘ ᓐᓙᓐᓓᓔᓛᓘᓘᓓᓐᓜ ᓞᓘᓠᓐᓓᓐᓓ ᓒᓐᓕᓐᓒᓓᓔ"
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
დაგვირეკა კახა კალაძის ყოფილმა აგენტმა და გვითხრა... - ქართველი ფეხბურთელი, რომელიც პსჟ-ში თამაშობს
მეცინებოდა... მაინც საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ-მეთქი! - პსჟ-ს ფორვარდის ამბავი
ᓝᓗᓐᓠ ᓙᓝᓠᓦᓐᓚᓘᓫᓔ: ᓛᓔᓠᓐᓑ ᓟᓝᓠᓓᓐᓜᓘᓐᓡ ᓘᓡᓔᓗᓘ ᓮᓔᓚᓨᓔᓬᓧᓝᓑᓐ ᓠᓝᓛ ᓰᓥᓝᓜᓝᓓᓐ...
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ქუთათელაძის 370-მილიონიანი ფოტოები
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ტოჩინოშინი იაპონური პრესის ობიექტივში
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
პატრიკ კლუივერტის ვაჟი ქართულად ლაპარაკობს [VIDEO]
გიორგი ნემსაძე: ამ ბიჭებმა მიაღწიონ, რასაც ჩვენ ვერ შევწვდით...
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ წაგებას სასწაულად გადაურჩა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა