დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის გაზონზე დაახლოებით 25-30 სანტიმეტრი თოვლის დროულად გაწმენდა შეუძლებელი აღმოჩნდა

ესპანური შეკრებიდან დაბრუნებულ "ზესტაფონს" მზადების გაგრძელებაში ხელი დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა თოვლმა შეუშალა. გია გეგუჩაძის გუნდმა თბილისში ივარჯიშა, ზესტაფონში კი საწვრთნელი პროცესის წარმართვა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ალბათ, ყველას ახსოვს შარშანდელი თებერვალი, მაშინაც საწყისი ტურები დიდთოვლობის გამო გადაიდო. არ ვიცით, როგორი მეტეოპირობები იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში, მაგრამ შარშანდელი უსიამოვნებების განმეორების საფრთხე ნამდვილად არსებობს.

საბედნიეროდ, ჯერჯერობით უმაღლესი ლიგის ტური სრულად არ ჩაშლილა, მაგრამ მეორე ეტაპის პირველი ტურის ცენტრალური მატჩის გადადებამ იმერელ გულშემატკივრებს გული დასწყვიტა. შეგახსენებთ, დღეს "ზესტაფონს" "ტორპედოსთვის" უნდა ემასპინძლა, მაგრამ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის გაზონზე დაახლოებით 25-30 სანტიმეტრი თოვლი დაიდო, რისი დროულად გაწმენდაც შეუძლებელი აღმოჩნდა. მოედნის მდგომარეობა თვითონ ზვიად სიჭინავას შეუმოწმებია და შეხვედრის გადადების გადაწყვეტილებაც პირადად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიუღია. სავარაუდოდ, "ზესტაფონი"-"ტორპედო" 2 ან 3 მარტს გაიმართება.

თოვლი უმეტესად დასავლეთ საქართველოში დევს და, შესაბამისად, გადადების საფრთხის წინაშე ლიხს იქით გასამართი მატჩებია. მომდევნო ტურში დასავლეთში მხოლოდ "ტორპედო"-"ოლიმპია" დანიშნული და თუ მანამდე არ გამოიდარა, ამ შეხვედრის გამართვაც საეჭვო გახდება. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, როგორ შეძლებენ აღმოსავლეთისკენ მომავალი დასავლური კლუბები რიკოთის უღელტეხილის გადმოლახვას.

რაც შეეხება "ზესტაფონს", გუნდი თბილისში რჩება და "ოლიმპიკის" საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობს. 19 თებერვალს ეროვნულ სტადიონზე "დინამო"-"ზესტაფონია" და იმერული კლუბი ამ უპრინციპულესი მატჩისთვის ბოლომდე დედაქალაქში მოემზადება.

გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს გიორგი ხიდეშელმა და ნიკოლოზ გელაშვილმა, რომელთაც უდისციპლინობის გამო (კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ნახსენებია ტერმინები "პროფესიული მოვალეობებისადმი არაკეთილსინდისიერი და არაპროფესიონალური დამოკიდებულება") ესპანური შეკრება ნაადრევად დაატოვებინეს. მათ მიმართ კლუბმა ფინანსური სანქციები გაატარა. ამას გარდა, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ხიდეშელმა და გელაშვილმა "ზესტაფონის" უახლოესი მატჩი გამოტოვონ. ყოველ შემთხვევაში, მათი "ტორპედოსთან" თამაში, ფაქტობრივად, გამორიცხული იყო...

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს