ეს უქმეები განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო გიორგი შერმადინისთვის, რომელმაც ვლადიმერ ბოისასთან ერთად სლოვენიის თასი მოიპოვა

ეს უქმეები განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო გიორგი შერმადინისთვის, რომელმაც ვლადიმერ ბოისასთან ერთად სლოვენიის თასი მოიპოვა. გიორგიმ ფინალში, "ჰელიოსის" კალათში 12 ქულა ჩააგდო და არც სხვა კომპონენტებში იყო პასიური (იხილეთ სტატისტიკა).

ნახევარფინალში კი შერმადინმა ევროპაში პირველი ოფიციალური დაბლ-დაბლი მიითვალა: 17 ქულა, 10 მოხსნა. ასეთი ეფექტური მონაგარისთვის მას 20 წუთიც ეყო.

ნახევარფინალსა და ფინალში ითამაშა ვლადიმერ ბოისამ, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს.

ასევე ტრავმის შემდეგ კონდიციების აღდგენის პროცესშია მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც სათანადო ფორმაში ჯერ არ არის. არადა, როგორ სჭირდებოდა მისი სამქულიანები გუშინ "კანტუს", რომელიც "მონტეპასკის" იტალიის თასის ფინალში თანაბრად ებრძოლა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო...

ბალტიის ლიგაზე "ვენტსპილსითან" მატჩში "როკის" ბომბარდირი გიორგი ცინცაძე გახდა - 14 ქულა.

ამ შეხვედრების გამოხმაურებებს ხვალინდელ ნომერში უფრო ვრცლად შემოგთავაზებთ.

სლოვენიის თასი

ნახევარფინალი

ოლიმპია-ზლატოროგი 85:73

გიორგი შერმადინი (ოლიმპია): 20 წუთი, 17 ქულა, 10 მოხსნა, 1 დაფარება.

ვლადიმერ ბოისა (ოლიმპია): 13 წუთი, 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.

ფინალი

ოლიმპია-ჰელიოსი 92:55

გიორგი შერმადინი: 22 წუთი, 12 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება.

ვლადიმერ ბოისა: 15 წუთი, 4 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი.

იტალიის თასი

ნახევარფინალი

კანტუ-აველინო 82:65

მანუჩარ მარკოიშვილი (კანტუ): 17 წუთი, 2 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი.

მერაბ ბოქოლიშვილი (აველინო): განაცხადში არ იყო.

ფინალი

კანტუ-მონტეპასკი 72:79

მანუჩარ მარკოიშვილი: 15 წუთი, 4 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი.

ბალტიის ლიგა

ვენტსპილსი-როკი 81:77

გიორგი ცინცაძე (როკი): 33 წუთი, 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა.

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...