თემურ ქეცბაიას პირველი პრესკონფერენცია აეკ-ის თავკაცის პოსტზე
6 ივნისს ათენის აეკ-მა ახალი მწვრთნელი წარადგინა - თემურ ქეცბაიამ 2018 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება გუნდთან. ქეცბაია მედიას დუშან ბაჟევიჩმა წარუდგინა, რომელიც აეკ-ის სპორტული დირექტორია:

ოფიციალურად: თემურ ქეცბაია აეკ-ის მთავარი მწვრთნელია

"თემური ის კაცია, რომელიც აეკ-ში იმ დროს თამაშობდა, როცა ჩვენი გუნდი საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებდა. თემური ის კაცია, რომელსაც არ უყვარს წაგება. მან კარგად იცის აეკ-ის ავანჩავანი და ამ ეტაპზე ეს უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, კარგი არჩევანი გავაკეთეთ და თემურს წარმატებას ვუსურვებთ".

"პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა და მომეცა შესაძლებლობა, დიდი გუნდის მწვრთნელი გავმხდარიყავი.

ჩვენ უნდა ბევრი ვიმუშაოთ, რომ მსოფლიომ ისეთი აეკ-ი ნახოს, როგორსაც ელის. მოთხოვნები მაღალია და გპირდებით, რომ ბევრს ვიშრომებთ. ჩვენ ამბიციური გუნდი ვართ და კარგად ვიცით, რა გვაკლია.

იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი ამაში. ეს არ იქნება იოლი, მაგრამ თუ მონდომებულნი ვიქნებით, ყველაფერი გამოგვივა".

დასასრულ, თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

- არის რამე, რაც გაფერხებდათ, მიგეღოთ აეკ-ის წინადადება?

- არ ვიცი, რა შეემთხვა წინა მწვრთნელს. ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რას მოვიმოქმედებთ ჩვენ დღეიდან. დავესწარი გუნდის ვარჯიშებს და სამუშაო გვაქვს. ჩვენ დიდი გეგმები, მაგრამ ცოტა დრო გვაქვს. პირველი საზრუნავი ევროთასებია. ჩვენ ძალიან ბევრს ვიშრომებთ და მზადებას მალე დავიწყებთ. პირველი ოფიციალური მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ.

- ვინ იქნებიან თქვენს სამწვრთნელო გუნდში?

- მე მყავს ჩემი ასისტენტი, რომელთანაც წლებია, ვმუშაობ. დანარჩენებთან კი დავილაპარაკებთ და ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები.

- რა ტრანსფერებს განახორციელებთ?

- ამაზე სალაპარაკოდ დრო არ გვაქვს, საქმეზე უნდა გადავიდეთ, ყველა რგოლში გაძლიერება გვესაჭიროება. შევეცდებით მხოლოდ ისეთი ფეხბურთელების მოყვანას, რომლებიც რეალურად შეცვლიან გუნდს. მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებს დავიმატებთ, რომლებიც აქ მყოფებს სჯობნიან.

- რა გეგმები ექნება თქვენ გაწვრთნილ აეკ-ს?

- ახალს არაფერს ვიტყვი - წარმატება და გამარჯვებები გვწყურია, ამისთვის კი ბევრი შრომაა საჭირო. ძნელი იქნება ამის მიღწევა, განსაკუთრებით, პირველივე წელს. ამ სეზონში გუნდმა თასი მოიგო, ესე იგი, მზად არის სხვა წარმატებებისთვისაც. არის ამის პოტენციალი და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ.

- როგორი გრძნობაა აეკ-ში დაბრუნება?

- ამ კლუბთან ძალიან ბევრი ლამაზი ეპიზოდი მაკავშირებს. ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით, დიდებული ბიჭები გვყავდა, უცხოელებიც და ბერძნებიც. მწვრთნელობა რომ დავიწყე, ყოველთვის მინდოდა აეკ-ის გაწვრთნა. აქაური ყველაფერი ვიცი, ვიცი, რამდენად ერთგულები არიან აეკ-ის ფანები.

- როგორი იქნება ქეცბაიას აეკ-ის ფილოსოფია?

- ახლა მთავარია იმ ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც გააძლიერებენ გუნდს. მთავარი ის კი არაა, რა მსურს მე, არამედ რა შეეძლება გუნდს, რომელიც მეყოლება. ყველაფერი კი მხოლოდ შრომით მოვა.

ნიკოლოზ ჯოჯუა
თავისი საკმის პროფესიონალი ადამიანი. ქეცბა მაგარი ხარ წარმატებებს გისურვებთ
ნიკოლოზ ჯოჯუა
თავისი საკმის პროფესიონალი ადამიანი. ქეცბა მაგარი ხარ წარმატებებს გისურვებთ
გულშემატკივარი
ერთ ერთი მაგარი მწვრთნელი ევროპაში. ადამიანს აქვს ჩემპიონის მენტალიტეტი და ამავე დროს არის უზომოდ შრომისმოყვარე. გახსოვთ ალბათ მისი თამაშები, მე მახსოვს კარგად და მისი ჩაგდებული თამაში მე პირადად ნაკლებად მახსენდება. გგონიათ ის ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო? მას არ ჰქონდა პრობლემები? მაგრამ ის ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა, ბოლომდე იხარჯებოდა, მოედანზე გამოდიოდა და სულს და გულს დებდა ყველა თამაშში. ახლა კი როცა მწვრთნელი გახდა იგივე მოსთხოვა ყველას, ბრძოლა, ბოლომდე დახარჯვა, მოტივაცია, ჟინი, ყველაფერი, მაგრამ აქ წააწყდა უდიდეს პრობლემას.... ბიჭებმა არ აუბეს მხარი. იქით დაუწყეს კაჩავი, ამანაც არ გამოიძახა ბუნტის შემომტანები, ვისაც "პალაჟენიის" თვითონ წაყვანა უნდოდათ. მოკლედ თემურა არის ძალიან მაგარი პიროვნებაც, უბრალოდ მას არ ჰყავდა ის ფეხბურთელები/კადრები, ვინც გამარჯვებამდე მიიყვანდა ნაკრებს, თორემ სადაც ისეთები ჰყავდა რომ ჩემპიონატს მოიგებდა იქ კი მოიგო. თქვენც პირდაპირ ნუ შეადარებთ ფეხბურთელების დონეებ, ერთი-ერთში. აქ სხვა ფორმულა უნდა გამოიყენოთ, ეს გუნდი (ნაკრების შემადგენლობა) შეიძლება წარმატებული ყოფილიყო იგივე კვიპროსის, მალტის ან მსგავსი ქვეყნებისნ ჩემპიონატებში, მაგრამ წარმატებული ვერ იქნებოდა თუნდაც დანიის, ბელგიის ან შვედეთის ჩემპიონატშიც კი. რატომ? იმიტომ, რომ გადავხედოთ სად თამაშობენ ჩვენები და ეგრევე მივხვდებით? წარმატებები ქეცბასაც, კახასაც, შოთისაც და საერთოდ ყველა ქართველს, სხვაგვარად არ შეიძლება
lasha
წარმატებები თემურ !!!! ასახელე საქართველო
mano
მარტალი და პირსჰი მტქმელი კაცი.ცარმატებები ტემურ.
qomagi
გენაცვალე თემურ.წარმატებები.. შენ ყველაზე სამართლიანი იყავი და მე მჯერა შენი
sake
საქართველოს ნაკრებში შენით კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ შენი წარმატებები არ გამიხარდეს.გისურვებ წარმატებებს და წინსვლას კარიერაში.
პაატა
წარმატებები
ყური მიგდე
წარმატებები თემურს!
Givi g
წარმატებები ქეცბას.მაგრი ვაჟკაცი და მართალი კაცი ხარ
warmatebebi
ვაჟკაცი...პირდაპირი და არამლიქვნელი...
ბაკური
რა კომენტარი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა? განსაკუტრებული არაფერი. მხოლოდ წარმატებებს უსურვებ თემურს ....
c
წარმატებები ქეცბაა, შრომისმოყვარე და მართალი კაცია! სიმართლის მთქმელი არავის არუყვარს და მაგიტომ გადაიკიდა ნახევარი საქართველო. დიდი წარმატება შენ!
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა