დოჰაში 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ფიდეს ქალთა გრანპრის მე-6 ეტაპი გაიმართება
ყატარის დედაქალაქ დოჰაში 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ფიდეს ქალთა გრანპრის ბოლო მე-6 ეტაპი გაიმართება. მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2607), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2550), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2546), პია კრამლინგი (შვედეთი, 2516), მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2502), მარი სებაგი (საფრანგეთი, 2489), სიუ იუჰუა (ჩინეთი, 2484), ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი, 2475), ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2454), შენ იანი (ჩინეთი, 2443), ბათჰუიაგ მონგონთუული (მონგოლეთი, 2410), მარტა ფიერო (ეკვადორი).

ერთ-ერთმა რუსულმა საჭადრაკო საიტმა იჩქარა და ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი ამ ტურნირის ვადამდე გამარჯვებულად ცნო, რაც სიმართლეს არ შეეფერება: ჩინელმა დიდოსტატმა ულანბატორში პირველი ადგილი (160) დაიკავა, ნალჩიკში - მეორე (130), ხოლო სტამბოლში მეორე-მესამე ადგილები გაიყო დანიელიანთან, რის გამოც, 120 ქულა დაიმსახურა. ამდენად, სამი ეტაპის ჯამში 410 ქულა მოაგროვა და დაწინაურდა.

მას 20 ქულით ჩამორჩება ძაგნიძე, რომელიც მე-2 ადგილზეა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონისგან განსხვავებით, იგი ყატარში იასპარეზებს, სადაც პირველ ან მეორე ადგილზე სუფთად გასვლის შემთხვევაში 160 ან 130 ქულას დაიმსახურებს, უარეს შემთხვევაში 420 ქულას (160+130+130) მოაგროვებს და პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. ამ შემთხვევაში მისთვის მეტოქეობის გაწევა თვით კონერუსაც არ შეუძლია, რომელიც პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში მხოლოდ 413,3 ქულას მოაგროვებს.

ნანა ძაგნიძემ საერთო ჩათვლაში ჰოუ იფანის შემდეგ მეორე ადგილიც რომ დაიკავოს, წლის მიწურულს ჩინელ დიდოსტატს მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინისთვის დაუპირისპირდება. ძაგნიძე ამჟამად ბაზალეთზე იმყოფება და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის დაფინანსებით გრანპრის ბოლო ეტაპისათვის ცნობილ სპეციალისტ მიხალჩიშინთან ემზადება, რომელიც ჩვენებურს ყატარშიც გაუწევს დახმარებას

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა