"ერთა მეგობრობის თასის" 13-ე ეტაპზე ქართველების გუნდი GEO-Fight რუსულ AE Team-თან 0:5 დამარცხდა
გუშინ ხარკოვში წესების გარეშე ბრძოლის საერთაშორისო გუნდური ტურნირის, "ერთა მეგობრობის თასის" 13-ე ეტაპი დასრულდა. ტურნირში ქართველების გუნდი GEO-Fight მონაწილეობდა.

ქართველები რუსულ გუნდთან, AE Team-თან 0:5 დამარცხდნენ. პაატა რობაქიძე იუნუს ევლოევმა დაამარცხა. რობაქიძე (70 კგ) სამკუთხედად წოდებულ ილეთზე წამოეგო და ტექნიკურად დამარცხდა, 2:44. სწრაფი მარცხი იწვნია ლუხუმ ხულელიძემაც (84 კგ). დავით ქრისტესიაშვილმა (94 კგ) არსენ ტლისოვთან მახრჩობელა ილეთით წააგო. მძიმეწონოსანი ილია ჯადუგიშვილი კი დენის გოლცოვთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

ქართველებიდან ყველაზე კარგად გოჩა სმოიანი გამოვიდა. 19 წლის სპორტსმენმა ალექსანდრ ბუტენკოს ორრაუნდიანი თანაბარი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ იმტომ დამარცხდა, რომ პირველ რაუნდში წესების დარღვევის გამო მსაჯისგან გაფრთხილება ჰქონდა მიღებული.

ტურნირზე კიდევ ორი გუნდური დაპირისპირება გაიმართა: ბელორუსის "Академия ММА"-მა პოლონური Team MMA Rocks 3:2 დაამარცხა, აზერბაიჯანი "ნეფტჩიმ" კი უკრაინულ Pro Team Peresvit-ს იმავე ანგარიშით მოუგო.

"ერთა მეგობრობის თასის" 14-ე ეტაპი 26 მარტს როსტოვში გაიმართება და ქართველების გარეშე ჩაივლის. ”Peresvet FT” (რუსეთი) ბელორუსის "Академия ММА" -ს დაუპირისპირდება, ”Combat Dobro” (უკრაინა) კი რუსულ Ae Team-ს შეხვდება.

მომზადებულია profc.ws-ის მიხედვით

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა