ესპანური გაზეთის თქმით, საქართველოში ეს გამარჯვება არასოდეს დაავიწყდებათ
ესპანეთის ყველაზე პოპულარული გაზეთი Marca წერს, რომ საქართველოსთან მარცხი მათი ნაკრებისთვის ტანზანიასთან წაგების ტოლფასია, რადგან ეს გუნდი 136-ე ადგილზეა ფიფას რეიტინგით და უშუალოდ უსწრებს საქართველოს ნაკრებს. ხოლო ჩვენების შემდეგ მოდის აზერბაიჯანის ნაკრები.

"წარმოიდგინეთ, წავაგეთ გუნდთან, რომელმაც ბოლოს მოუგო გიბრალტარს", - წერს გამოცემა. "ჩვენი ნაკრების მატჩებს რომ გადავხედოთ, შინ ასეთი სამარცხვინო მარცხი ბოლოს არ გვახსენდება. საქართველო ნამდვილად არ არის საფეხბურთო გრანდი. ის 137-ეა მსოფლიო რეიტინგში და ახლახან წააგო რუმინეთთან 5:1. ამ ნაკრებმა ბოლოს 2014 წელს მოიგო სტუმრად თამაში და ეს იყო გიბრალტარის ნაკრებთან.

საქართველოს ნაკრები, როგორც წესი, თანაბრად ეთამაშება ხოლმე ალბანეთის ნაკრებს, რომელთანაც ყველაზე მეტი მოგება აქვს ისტორიაში; ბელორუსს, ესტონეთს... გამარჯვება ესპანეთთან, თანაც, სტუმრად, ამ ფეხბურთელებისათვის საოცნებოც არ იყო. ამიტომაც მათ ეს მოგება ისე იზეიმეს, თითქოს, მსოფლიოს ჩემპიონატი მოეგოთ.

ფაქტია, საქართველოს ნაკრებისთვის ეს მოგება ისტორიულია და ის საქართველოში არასოდეს დაავიწყდებათ.

ესპანეთის ნაკრებს ადრეც დაცდენია ფეხი ამხანაგურ მატჩებში, მაგრამ ეს იყო ძლიერ მეტოქეებთან. არადა, ახლახან გუნდმა ჩინებულად ითამაშა სამხრეთ კორეის ნაკრებთან, რომელიც 6:1 გაანადგურა. ამიტომაც ასეთი თამაში საქართველოსთან ძალზე მოულოდნელი იყო", - წერს გაზეთი.

- "ძაან ბევრი მომივიდა დალევა თუ მართლა მოვიგეთ?" - ქართველების კომენტარები

- უცხოური მედია: "მშიშარა ესპანეთი და საქართველოს პრესტიჟული მოგება"

- ესპანეთი-საქართველოს მატჩის ყველაზე უსიამოვნო მომენტი [VIDEO]

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO]

- ესპანური პრესა დღეს: ესპანეთი საქართველოსთან დაეცა [PHOTO]

- ლევან კობიაშვილისა და ნაკრების ფეხბურთელების სიხარული გასახდელში [PHOTO]

მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ კატეგორია - ეროვნული ნაკრები

დათო
ახლა ნაკრები,რომ არ შეაქო, ან ფეხბურთი საერთოდ რა სპორტია არ უნდა იცოდე ან საქართველოს მტერი უნდა იყო.
dato
ისე ტანზანია ვეღადავოთ და ცჰვენ წინად 137 რო ვიყავიტ ეგენი 136 იყვნენ
გიორგი ბაქანიძე-იქიდან
nika-ს. გეუბნები, არა, არ იყო აფსაიდი!!!!
geno
mate -ს. აბა რა გითხრა, უბრალოდ "გითხარი" რა!!!!. ერთს შეგახსენებ მხოლოდ. ნაკრებისათვის ნებისმიერი თამაში არის მნიშვნელოვანი. მითუმეტეს თუ ეთამაშები ისეთი დონის გუნდს, როგორიც ესპანეთია. შენ კი ჩემო კარგო, იცხოვრე პესიმიზმში და რას მოიგებ ვნახოთ. ჩემზე დიდი კრიტიკოსი ჩვენს ნაკრებს არასოდეს ეყოლება, მაგრამ კრიტიკასაც თავისი დრო და ადგილი აქვს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ შენ ისე ხარ საქართველოს ნაკრების "ბალეშშიკი", როგორც მე გონდურასის.
gio
ერთხელ ჩვენს სასარგებლოდაც შეცდა მსაჯი, განა ცოტა თამაშები წაგვიგია მსაჯების შეცდომებით, გილოჩავთ ქართველებო, თუმცა ბევრი შეცდომები დაუშვით, სამაგიეროდ ტოტალიზატორის მეპატრონეებმა ალბათ დიდი ფულები ჩაიჯიბეს!
კეთილი ტროლი
ნიკა, არ იყო თამაშგარე. ოქრიაშვილმა იდეალურად შეარჩია დრო ჯიღაურის პასის მისაღებად და გოლიც წესების სრული დაცვით გაიტანა. მათე, ამ ნაკრებს იმის უნარი აქვს რომ ესპანეთის პირველი ნაკრები ესპანეთში დაამარცხა. ისიამოვნე. დღეს.
თავადი
ვაფასებ სიმართლეს,კარგი იქნებოდა ამას თვითონ ქართველები რომ წერდნენ,მაგრამ მხოლოდ ტრაბახი და ბაქი-ბუქი,უკვე რეიტინგსაც კი კითხულობენ წარმოგიდგენიათ?და თან ესპანელები ვის გვადარებენ.......სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
nika
ხალხო იქნებ ვინმემ მითხრათ აბსაიდი არ იყოო????
mate
სწოტი შეფასებაა. საქართველოს დღევანდელი ნაკრები მართლაც ტანზანიის დონისაა. ეს შეხვედრა ამხანაგურია, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ესპანელები ძალდაუტანებლად, მხოლოდ ტაქტიკის შემუშავებისთვის თამაშობდნენ. ასე რომ, არავითარი ღირებულება არ აქვს. მთავარი არა უმნიშვნელო თსმაშში მიღწეული მოგება, არამედ ოფიცისლურ ტურნირზე ნაჩვენები შედეგია. ამ ნაკრებს კი, სარაფრის უნარი არ აქვს. დაიწყება შესარჩევი და გამოჩნდება, რომ ჯგუფში მესამე ადგილიც კი სანატრელი ექნებათ. მოკლედ, საქართველო არ არის საფეხბურთო ქვეყანა.
ბესო72
რა გაუკვირდათ ესპანელებს ? არ იციან , რომ ჩვენი ნაკრები ყველაზე მაგრად ძლიერ მეტოქეებთაბ თამაშობს, თვითონ ესპანეთმა ოფიციალურ მატჩი ძლივს მოგვიგო ისიც ბოლო წუთზე. გერმანიასაც ხომ დავანახეთ ჩვენი ძალა, ნუ ხორვატიაზე და რუსეთზე აღარაფერს ვამბობ. უბრალოდ იმის თქმა მინდა , რომ ჩვენ ნაკრებს ყოველთვის შეეძლო , ახლაც შეუძლია და მომავალშიც შეძლებს გრანდების დამარცხებას. ტყუილად კი არ გვაქვს ამხელა ამბიციები ქართველებს. მთავარია მოწადინება და ბიჭებმა ირწმუნონ ძალა საკუთარ თავში, ყველა თამაშს სერიოზულად მოეკიდნონ და ყველაფერი კარგად იქნება. ეს თამაში ბიჭებმა მოიგეს , რაც შეეხება რუმინეთთან და სლოვაკეთთან მარცხს ეგ მწვრთნელის ბრალი იყო.
gio
ჩვენ ბიჭებს მინდა ვუთხრა, რომ შეხედონ როგორ გვიყურებენ ევროპელები,ჩვენ დაგვავიწყდა ვინ ვართ, ჩვენ ყიფიანის მესხის და უამრავი სხვა დიდი ფეხბურთელის სამშობლო ვართ და ჩვენ აუცილებლად აღვსდგებით მათი ფერფლიდან. იამაყეთ ბიჭებო წარსულით და გახსოვდეთ ვისი გორისა ხართ, სტადიონზე რომ გახვალთ იცოდეთ ჩვენ თქვენთან ვართ.
დათო
ნეტა რამდენი გადაუხადეს ჩვენებმა ესპანეთის ნაკრებს, ეს თამაში რომ წაეგო? :)
ტაილანდელი ზომბი
მოკლედ რაგბში ვუგებთ, ფეხბურთშიც ვუგებთ და სანამ კალათბურთშიც არ მოვუგებთ არ მოისვენებენ
ალეკსანდრე
იგივეა ტანზანიასტან წაგვეგოო! მერე მოგეგოთ ვინ გიშლიდათ!
ტანზანიის მსქროლავი ელჩი
თუ ეს გამოწვევაა, ჩვენ მას ვღებულობთ - რახანია, ცოცხალი ესპანელის გემო აღარ გაგვისინჯავს......
კოლა
რა აღნიშნეს ასეთი ამხანაგური თამაში მოიგეს მეტი ვერაფერი, ოფიციალურ თამაშებში ქნან თუ მაგრები არიან.

შიგ ფურია როხადან გამოიღონ, ჩვენს ყიფიანს მაგათმა ანხელმა 1981 წელს რომ ფეხი მოტეხა დღესაც გვახსოვს, ჰოდა იყონ ახლა ასე : D
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა