ინტერვიუ. ჰარი რედნაპი

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ტოტენჰემ ჰოთსპური“ „სან სიროზე“ „მილანს“ სტუმრობს. ლონდონური გუნდისთვის ეს დიდი მიღწევაა, თუმცა ამაზე და და კიდევ ბევრ სხვა საკითხზე „დეილი მეილს“ „დეზების“ მწვრთნელი ჰარი რედნაპი ელაპარაკა.

- თქვენს გუნდს ჩემპიონთა ლიგის დიდი გამოცდა, ელის - მერვედფინალში ხართ. გთხოვთ, გაიხსენოთ, რას ელოდით შეჯიბრებისგან ზაფხულის ბოლოს როდესაც ყველაფერი იწყებოდა?

- მინდოდა საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიული „იანგ ბოიზი“ დაგვემარცხებინა. ჩვენთვის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვღელავდი. როდესაც ბერნში, 30 წუთის შემდეგ „იანგ ბოიზი“ 3:0-ს გვიგებდა, ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა. მეგონა, იმ საშინელ გრუნტზე ვეღარაფერს მოვახერხებდით, მაგრამ თავი ხელში ავიყვანეთ, ორი გოლი გავიტანეთ, შემდეგ საპასუხო შეხვედრაშიც გავიმარჯვეთ და ჯგუფურ ეტაპზე გავედით.

აქ უკვე სხვანაირად დავიწყე ფიქრი. ჩემს თავს ვეუბნებოდი: ძალიან კარგი, ახლა შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთით ვისიამოვნოთ. უძლიერეს ჯგუფში მოვხვდით, „ინტერთან“, „ვერდერთან“ და „ტვენტესთან. ასეთი ჯგუფიდან გაღწევა ფანტასტიკური შედეგი იქნებოდა. მეორე მხრივ თავს იმით ვინუგეშებდი, რომ თუ პლეი-ოფში ვერ გავიდოდით, უდიდეს გამოცდილებას მაინც შევიძენდით. საბედნიეროდ გავედით და თან პირველი ადგილით. ჯგუფში, სადაც „ინტერი“ თამაშობდა ამის გაკეთება ენითაუწერელი მიღწევა გახლდათ. ახლა „მილანს“ ვეთამაშებით, კიდევ ერთ იტალიურ გრანდს და დიდი შეხვედრის მოლოდინში გახლავართ. გვინდა რაც შეიძლება მეტი ეტაპი დავძლიოთ.

- ელიტაში გარევა კარგია, მაგრამ „ჩელსის“ ხომ არ გშურთ? „ლურჯებს“ ხომ „კოპენჰაგენი“ შეხვდათ.

- პირიქით, „კოპენჰაგენთან“ შეხვედრა არ მინდოდა. ყველა ამბობდა „კოპენჰაგენს“ რომ შევხვდეთ მეოთხედფინალში გავალთო, მაგრამ მე ამ გუნდს იოლად არ ვუყურებდი. ის ბანანის კანივით არის, თითქოს დიდი არაფერია, მაგრამ ფეხს უშნოდ თუ დააბიჯებ ამოყირავდები. მოკლედ, „მილანთან“ შეხვედრით კმაყოფილი გახლავართ. იგი „ინტერისგან“ ძალიან განსხვავებული, მაგრამ არანაკლები სიძლიერის გუნდია. თან, თუკი ჯგუფში „ინტერს“ ვაჯობეთ, „მილანთან“ გამარჯვება რატომ არის გამორიცხული?

- „მილანი“ ვარსკვლავებით სავსე გუნდია, მაგრამ თქვენს ვის გამოჰყოფდით „შავ-წითლებისგან“?

- მე თუ მკითხავთ მათი გამორჩეული ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩია. ამასწინათ დავესწარი „მილანისა“ და „ლაციოს“ შეხვედრას. მინდა გითხრათ, რომ იბრაჰიმოვიჩი დიდებული იყო. სხვა ვარსკვლავებიც ბლომად ჰყავთ, მაგრამ ჩვენი არ იყოს ტრავმებმა მათაც სერიოზულად დარია ხელი.

- მილანში „ინტერთან“ სათამაშოდ რომ იყავით, გარეთ ბეილმა წარმოაჩინა თავი, როგორც საერთაშორისო დონის ვარსკვლავმა. სადამდე შეუძლია მას განვითარდეს?

- გარეთი საოცრად ვითარდება და ეს იმით არის განპირობებული, რომ საკუთარი შესაძლებლობებისა ირწმუნა. მისი პრობლემა ის გახლდათ, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე გუნდში არ ჰქონდა ნათამაშები. ბეილის გონებაში ყველაფერი უცბათ შეიცვალა, ერთ მშვენიერ დღეს მან სხვა დონის ფეხბურთელად გაიღვიძა. ბეილი სიმაღლით 183 სანტიმეტრია, სწრაფია, დრიბლინგი ეხერხება, შეუძლია მთელი დღე ირბინოს... სამწუხაროდ, ამჟამად დაშავებულია, მაგრამ ჩვენი ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ რომ გამოაჯანრთელონ და „მილანთან“ საპასუხო მატჩში თამაში შეძლოს.

ბეილის ვარსკვლავად ჩამოყალიბებამ უამრავი სატრანსფერო ჭორი ააგორა. გამოჩნდნენ მყიდველებიც. მე რომ ისეთ კლებში ვმუშაობდე, როგორებშიც ადრე ვიყავი, მისი გაყიდვა მომიწევდა.

- ახლა საუკლეთესო მოთამაშეების გაყიდვა აღარ მოგიწევთ?

- დიახ, „ტოტენჰემი“ პრემიერლიგის ზედა ოთხეულის წარმომადგენელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშობს. ასეთი კლუბი თავის ოთხ საუკეთესო ფეხბურთელს მაინც არ უნდა ყიდდეს, თუმცა დღევანდელ ცხოვრებაში მოთამაშეების შენარჩუნება ძნელია. ხომ ხედავთ, როდესაც ტორესმა „ლივერპულიდან“ წასვლა გადაწყვიტა, მისი დატოვება შეუძლებელი გახდა. თუკი ფეხბურთელი შემოდის და გეუბნება, რომ წასვლა გადაწყვიტა, ძნელია უთხრა: არა, შენ ჩვენთან დარჩები! თუმცა, იმედი მაქვს, რომ გარეთი ასეთი ბიჭი არ არის. მან კარგად იცის, რომ განვითარებისთვის ჩვენთან ყოფნა სჭირდება და თუ უახლოეს რამდენიმე წელიწადში „ტოტენჰემიც“ ისეთ კლუბად ჩამოყალიბდება, როგორზეც ის ოცნებობს, მაშინ სხვაგან გადასვლაზე ლაპარაკი საერთოდ აღარ იქნება საჭირო.

- რამდენად მჭიდროდ თანამშრომლობთ „ტოტენჰემის“ თავმჯდომარესთან? სატრანსფერო საკითხებს ერთად წყვეტთ?

- რასაკვირველია ვთანამშრომლობ, მაგრამ საქმეებს ის ჩარხავს. მე სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს საერთოდ არავისთან დამირეკავს. თავმჯდომარეს მხოლოდდამხოლოდ სასურველი ფეხბურთელების სია ჩამოვუწერე, თუმცა, მართალი გითხრათ, იმ დღეს არაფერი მომხდარა. ერთო-ორი კაცი კინაღამ ვიყიდეთ და ეგ იყო. თავს ნამდვილად არავის გულისთვის ვიკლავდით. თუ ვინმეს ვიყიდდით უნდა ყოფილიყო ისეთი მოთამასე, რომელიც გაგვაძლიერებდა, ანუ ჩვენს დღევანდელ ფეხბურთელებზე უკეთესი იქნებოდა. ასეთის პოვნა ძნელი აღმოჩნდა.

- ხომ არ გაღიზიანებთ, რომ ხალხი უფრო თქვენს სატრანსფერო წარმატებებს აქცევს ყურადღებას ვიდრე სხვა პროფესიულ თვისებებს?

- არადა, ფეხბურთელები, რომლებითაც წარმატებას მივაღწიეთ მე არ მომიყვანია. ისინი „ტოტენჰემში“ დამხვდნენ. ერთადერთი რაც მე გავაკეთე ის იყო, რომ ეს ფეხბურთელები პრემიერლიგის გასავარდნთა ზონიდან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალამდე მივიყვანე. ვფიქრობ, მათ სწორი პოზიციები შევურჩიე და საკუთარი თავის რწმენა შევძინე, რამაც მოგვიტანა კიდეც შედეგი.

მწვრთნელობა მეცნიერება არ არის, აქ საღი აზრი და თამაშის უბრალო ცოდნა სრულიად საკმარისია. კენი დალგლიშის მაგალითი ავიღოთ. როდესაც მას „ლივერპულში“ ნიშნავდნენ ხალხი ამბობდა: მას ხომ ამდენი ხანია მწვრთნელად არ უმუშავია. შეძლებს საქმისთვის თავის გართმევას? კი მაგრამ, რა შეიცვალა? ფეხბურთს თერთმეტი თერთმეტის წინააღმდეგ აღარ თამაშობენ თუ ბურთი აღარ დაგორავს ძველებურად?

ხალხს რატომღაც ჰგონია, რომ ფეხბურთი, უცბათ, ძალიან ჭკვიანურ დარგად იქცა. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. თუ გრძნობ ხალხს საუკეთესო თვისებები როგორ გამოავლენინო, ვის რა უფრო ეხერხება, წარმატებას მიაღწევ. სულ ეს არის. ჯორჯ ბესტი დღესაც მოატყუებდა ოთხ-ხუთ მოწინააღმდეგეს და გოლებს გაიტანდა. ხალხი ცდილობს თავი ჭკვიანად წარმოაჩინოს, დაფებთან დგებიან და კომპიუტერებს რთავენ. არადა, საქმე სულაც არ არის ასე რთულად. ყველაფერი ძველებურადაა. ფეხბურთი ძალიან მარტივი თამაშია.

- ხანდახან მოედნის კიდიდან გაჰყვირით ხოლმე...

- მართლაც, ხანდახან ემოციას ვერ ვთოკავ, მაგრამ ბევრ ყვირილში კარგი არაფერია. ვის ესიამოვნება მთელი 90 წუთი რომ უყვირონ. ხალხი მოედანზე სათამაშოდ გადის და თუ ამდენი შენიშვნა სჭირდებათ საერთოდ რატომუშვებ იქ? შემოვლენ შესვენებისას გასახდელში და იქ უთხარი თუ რამე შენიშვნა გაქვს.

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა