თენგიზ პაჭკორია პარიზიდან, სპეციალურად "ლელოსთვის"
თენგიზ პაჭკორია პარიზიდან, სპეციალურად "ლელოსთვის".

10 ივნისს საფრანგეთში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. გახსნის ცერემონიალი და

პირველი მატჩი საფრანგეთი-რუმინეთი ჩატარდება პარიზში, "სტად დე ფრანსზე".

პარიზში 7 ივნისს ჩამოვფრინდი და, სიმართლე გითხრათ, საფრანგეთის დედაქალაქში ჯერჯერობით, მაინცდამაინც არ იგრძნობა, რომ პარასკევს აქ იწყება ევრო-2016.

მოსახლეობის დიდი ნაწილი უფრო შეწუხებულია უსაფრთხოების საკითხებით, წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრითა და სატრანსპორტო და ადგილობრივი სამოქალაქო ავიატორების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფიცვებით, რომლებმაც დიდი პრობლემები შეუქმნა პარიზელებს, ასევე, სხვა ქალაქების მოსახლეობას და საფრანგეთის მრავალრიცხოვან სტუმრებს.

8 ივნისს "სტად დე ფრანსზე" გამართულ პრესკონფერენციაზე ევრო 2016-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ჟაკ ლამბერმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო გაფიცვებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ევრო 2016-ს.

მან განაცხადა, რომ ზოგიერთი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე შეიძლება მაყურებლების გარეშე ჩატარდეს. "ეს შეიძლება მოხდეს არა მარტო უსაფრთხოების პრობლემების გამო, არამედ ცუდი ამინდის ან სხვა პრობლემის გამო" - თქვა ლამბერმა.

ამავე პრესკონფერენციაზე უეფა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ კალლენმა გვაცნობა, რომ 8 ივნისის მდგომარეობით, გაყიდულია ევრო-2016-ის მატჩების ბილეთების 99 პროცენტი. მისი სიტყვებით, გასაყიდად დარჩენილია მხოლოდ 8 ათასი ბილეთი.

საჭიროა აღვნიშნოთ, რომ პარიზში და განსაკუთრებით, "სტად დე ფრანსთან" ახლოს, ყველგან გაძლიერებული დაცვაა.

ეს იგრძნობოდა ევრო-2016-ის მედიაცენტრთან. სანამ შევაღწიე მედიაცენტრში აკრედიტაციის ასაღებად, რამდენიმეჯერ გულდასმით გამსინჯეს. ასეთი მრავალეტაპიანი შემოწმება არ ყოფილა არც ევრო 2012-ზე უკრაინაში (კიევსა და დონეცკში), არც ევრობასკეტ 2015-ზე ზაგრებსა და საფრანგეთის ქალაქ ლილში, საიდანაც ქართული და უცხოური მედიისთვის ვაშუქებდი აღნიშნული ჩემპიონატების მატჩებს.

პარიზში ევრო 2016-ის პრესცენტრის თანამშრომლები, ფრანგი პოლიციელები და კოლეგები სხვადასხვა ქვეყნიდან, ხედავენ რა ჩემს ტანსაცმელზე საქართველოს ატრიბუტიკას, მოდიან და მილოცავენ - 7 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას მადრიდში ესპანეთთან.

მეკითხებიან - თუ ესპანეთს, ევროპის ჩემპიონს მოუგეთ მადრიდში, როგორ ვერ მოხვდით ევრო-2016-ის ფინალურ ეტაპზეო?

მე ვუხსნი იმ პრობლემებს, რაც იყო და არის ქართულ ფეხბურთში. ვახსენებ, რომ თავის დროზე, დაგვიმარცხებია ბულგარეთი, უელსი, შოტლანდია, ფრე გვითამაშია საფრანგეთთან, იტალიასთან...

და ნახევრად ხუმრობით ვეუბნები, რომ საქართველოს ნაკრები ემზადება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, რომელიც ჩატარდება რუსეთში. მეკითხებიან - თუ საქართველო გავა 2018 წლის ჩემპიონატზე, თქვენს ნაკრებს არ გაუჭირდება რუსეთში თამაშიო?

"ოღონდ გავიდეს საქართველო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, დანარჩენ საკითხებს, მათ შორის, გულშემატკივრობის თემას, მოევლება რუსეთში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის მხარდაჭერით" - ვპასუხობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

halagaji
tu hehinebuli burtis dakargvas gaagrzeleben araferi ehveleba hven nakrebs.acion tavi magla da itamahon rac heuzliat ai esaa camali.
lali
ესპანეთს თუ მოუგეთ ევროზე რატომ არ მოხვდითო? ეს იყო შეკითხვა როგორც გავიგე. და მერე თქვენ არ უპასუხეთ რა გუნდიც გვყავს, და ის ფაქტიც რომ ტოტალიზატორებმა გაიხარეს და ესპანეთის ნაკრებმაც სოლიდურ კუშს წამოჰკრა ხელი
murtalo
"ვახსენებ, რომ თავის დროზე, დაგვიმარცხებია ბულგარეთი, უელსი, შოტლანდია..." , რუსეთი დაგავიწყდათ ბატონო თენგიზ, თუ ზემოთ ჩამოთვლილ ნაკრებებზე ნაკლებია რამით(თუმცა მთელი არსებით მძულს), და ამიტომ მიკვირს ოდენ მნიშვნევანი გამარჯვება რომ არ ახსოვს ჟურნალისტს,რომელსაც ევროპის ჩემპიონატი აქვს გასაშუქებელი საფრანგეთიდან:)))
domenti
სომხეთმა როდის მოუგო პორტუგალიას? რაღაცა არ მახსენდება
მურთაზი
კარგი იქნებოდა კიდევ 2-3 თამაშის ჩატარება ამ თვეში მაგალითად სომხებთან, აზერბაიჯანთან,ირანთან მემგონი ამით გუნდი უფრო გაძლიერდება,მაგრამ არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ამის ორგანიზება საქართველოსთვის
suxumski
კაი კაცი ხარ თენგიზ.ღმერთმა გვიმრავლოს შენისთანა პატრიოტები.
ynwa
ამას ჰქვიას კორესპოდენტის მომზადებული ინფორმაცია საფრანგეთიდან? ეს არის ჩვენი ჟურნალისტიკის სახე დღეს. სხვა ვერ მოძებნეს?! ეს ინფორმაცია, რაც მან დაწერა, ყველასათვის ცნობილია და ახალი არაფერია. წაიკითხეთ სხვა საიტებზე...
gio
საერთოდ ისტორიას თუ გადავხედავთ ხანდახან გრანდების მოგება უფრო ადვილია ვიდრე რუმინეთისნაირი გუნდების სომხეთმაც მოუგო პორტუგალიას.ჰოლანდია ვერ გავიდა ევრიპიშ ჩემპიონატზე და ისეთი გუნდები გავიდნენ როგორიცაა ისლანდია ,უნგრეთიდა ალბანეთი!
giga
1 მოგებით ნუ დავიწყებთ ახლა ბაქიბუქს.
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ევრო 2016. სპეცოპერაცია "სტად დე ფრანსზე" და ჟირესის მოკითხვა საქართველოს
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ