საერთოდ, საქართველოს ნაკრების 24 წლის შემტევ ნახევარმცველს იმდენიც არ დაუშავებია, რასაც აბრალებდნენ...
თორნიკე ოქრიაშვილი მალე ახალ კლუბში გადავა. ცნობილია, რომ "ესქიშეჰირსფორი", სადაც 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლოს იჯარით თამაშობდა, თურქული სუპერლიგიდან გავარდა. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელისა და ამ კლუბის გზები გაიყარა.

მისი ტრანსფერი ბელგიურ "გენკს" ეკუთვნის, თუმცა მას არც ამ ბელგიურ კლუბში დაბრუნება სურს, რადგან მწვრთნელი არ ენდობა. ნდობა კი ბევრს ნიშნავს - როგორც კი "ესქიშეჰირსფორში" ათამაშეს, ოქრიაშვილმა მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა.

"ლელოს" სანდო წყარომ გაუმხილა, რომ ოქრიაშვილს თურქეთში რამდენიმე გუნდი იწვევს. მას შეთავაზება ჰქონდა "ბურსასფორისა" და "გაზიანთეფისგან". "ბურსა" გაცილებით რეალურია და კონკრეტული წინადადებაც აქვს გამზადებული, მაგრამ, როგორც გვითხრეს, თორნიკეს თურქეთში დარჩენის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს და ბებერ კონტინენტზე დაბრუნება სურს. შეთავაზებები მას საფრანგეთის გუნდებიდანაც აქვს.

მოკლედ, მისი ამბავი მალე გაირკვევა.

აქვე ერთიც ვთქვათ: ნიშნისმოგებით ადამიანზე ლაპარაკი არავის შეშვენის, მით უფრო მაშინ, როცა იმ სხვას უჭირს ან რაიმე პრობლემა აქვს. ოქრიაშვილი რომ ნიჭიერი მოთამაშეა, ეს ყველამ იცის - კარგი და ცუდი პერიოდები ჰქონია და შეცდომებიც დაუშვია.

"გენკში" პირველივე მატჩის შემდეგ ბელგიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ორი ტურის შემდეგაც იგივე მოხდა, მაგრამ მერე კლუბის დირექტორმა პატრიკ იანსენსმა თქვა, რომ ქართველი არაპროფესიონალივით იქცეოდა. მერე მან "გენკის" ვარჯიშზე დააგვიანა და სარეზერვო გუნდში გადაყვანით დაისაჯა.

მაგრამ ეს ადამიანის ერთი მხარეა და ოქრიაშვილს იმდენიც არ დაუშავებია, რასაც აბრალებდნენ. ეს ამბავი 2015 წლის ბოლოს მოხდა, "გენკიდან" წამოსვლა რომ გადაწყვიტა. გუნდის მთავარი მწვრთნელი არ ენდობოდა, უსიამოვნება ჰქონდა და ამ დროს მეორე შვილი შეეძინა. ძველი ამბების გამო ხმები აუგორეს, ნაკრებში აღარ ჩამოდის, ფეხბურთს გართობა ურჩევნიაო...

არადა, მეუღლეს მძიმე მშობიარობა ჰქონდა და გვერდში დაუდგა. ამ დროს, ვის ეფეხბურთება? ზამთარში კი ორი კვირა მონასტერში ცხოვრობდა - რა შუაში იყო გართობა და კაზინოში სიარული, მაგრამ ბევრი ამას სიამოვნებით იჯერებდა...

მაშინ ოქრიაშვილი ჩამოწერეს. არადა, თავად გადაწყვიტა, რომ ცხოვრება და ფეხბურთისადმი მიდგომა შეეცვალა. ფორმის აღსადგენად დრო და შრომა დასჭირდა. შესაძლოა, ჯერ საუკეთესო კონდიციებში ვერ არის, მაგრამ იმ სიხარულს, რაც მისმა გოლმა საქართველოს მოუტანა, მისი წარსული შეცდომები ვერ გადაწონის.

საერთოდ, ოქრიაშვილს მნიშვნელოვანი გოლების გატანა ეხერხება, ასეთები კი ბევრი არ გვყავს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guka
ვინ გვყავს ამაზე უკეთესი??? რა შეჭამეთ კაცი, ნაკრებში თავს იკლავს სულ ბოლომდე იბრძვის ყველა ბურთზე
guka
რა გაუტრაკეტ, ამ კაცს დააკვირდით ნაკრებში თუ თამაშობს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თავს იკლავს,ყოველთვის ეხმარება დაცვას, სხვა რომელი გყვავს ამის ფასი???
ნოე
საღოლ ბესო))) ამ ჟურნალისტების ბრალია ქართველ "ფეხბურთელებს" მართლა ფეხბურთელები რო გონიათ თავი.19 წლის გახდება,2 გოლს გაიტანს და მთელი ჟურნალისტობა აღტაცებით ლაპარაკობს თვეები,მერე ისიც იჯერებს რო მაგარია უკვე და ვსო.იწყება კლუბები,dsqured-ი,პეროები. და ბოლოს აზერბაიჯანი სახვეწარი.
aleqs
ოქრი სჰენ ხარ ქართული ფეხბურთის იმედი წარმატებები
beso
მონასტერი რო ახსენეთ უნდა ვიტიროთ მაგ მომენტში?
vai
მართლა ვერ ვხდები მონასტერში ყოფნა ფეხბურთთან არაფერ შუაშია და რა არგუმენტია? თუ იყო ესეგი კარგი ფეხბურთელია და თუ არა ცუდი ან პირიქით? ამ ბიჭს აქვს ნიჭი, რომელსაც სამწუხაროდ ანიავებს
kaxa
ოქრი ბოლო მატჩებში გუნდის ლიდერი იყო გულიანად თამაშობდა.
შევარდენი 1906
აბა მონასტერი, მარტო ჯიპიანი მღვდლების არ არის! ... ისე ამ თურქეთს,რუსეთს,სპარსეთს თუ მონღოლეთს ისევ დასავლეთი ევროპა ჯობია-ჩვენი ნაკრების მოთამაშისთვის!
odala
თუ ფიქრობს რომ მონასტერში იპოვის სულიერ/გონებრივ სიმშვიდეს და ეს საქმის კეთებაში დაეხმარება წავიდეს. ამაში ცუდი რა არის. მაგრამ თუ შუა სეზონში წავიდა და გუნდი დაიკიდა ასეც არ გამოვა. მიდი და უთხარი ნებისმიერ ბოსს რომ გადავწყვიტე 2 კვირა მონასტერში წავიდეო, რა ჭჯუაზე დადგება.
fcb
12 სად დაინახე რო ეწევა სიგარეტს?მოდი ყველამ ერთხმად ვაღიაროთ რო ამ ფორმააციის ნაკრებში ეს ბიჭი აშკარად ლიდერია კანკავასთან ერთად,.

Effe არ შეიძლება ფეხბურთელის მონასტერში მისვლა? :O
devi
მისი ადამიანური სისუსტეები(ოჯახი) მე დადებით მხარედ მიმაჩნია, ის კაცია ქართული გაგებით. გავითვალისწინოთ, რომ პროფესიალიზმი ოჯახურ ინტერესებს არ გამორიცხავს, პირიქით, შეთავსება ამაღლებული მორალური ღირსება არის.
bebeto
ოქრიაშვილი ძალიან მონდომებულია,ყველაფერი აქვს ფეხბურთი რომ ითამაშოს,ბურსაც კარგი ვარიანტი იქნება მისთვის თუმცა საფრანგეთში თუ მოხვდება კარგი იქნება,ერთი სიტყვით კარგ გუნდში უნდა მოვდეს.
effe
ფეხბურთელს მონასტერში რა ესაქმება თუ ვინმე ამიხსნის კარგი იქნება?? ხოლო რაც შეეხება ოქრის ბოლო თამაშებმა აჩვენა რო ნაკრების ნამდვილი ლიდერია და ესე უნდა გააგრძელოს ცოტა ვაკომაც რო შეუწყოს ხელი იდეალურ დუეტს შექმნიან...
12
მერე დაანებოს სიგარეტის მოწევას თავი და მწვრთვმელიც მისცემს შანსს.
vanichka
დინამოში ჩაირიცხოს თურქეთის გასავარდნად გამზსდებულ გუნდს აღარ ჯობს?
pele
ეს კაცი ერთადერთია ნაკრებში ვინც ტრადიციულ ქართულ ფეხბურთს თამაშობს - დრიბლინგითა და სიტუაციის გამძაფრებით.
giorgi
ოქრი გგულშემატკივრობთ !!
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
დუბლიორი თუ კონკურენტი მამარდაშვილისთვის - "ლივერპული" ბელგიელ მეკარეს ყიდულობს
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მამარდაშვილის "რეალის" სიაში მოხვდა, "ლივერპულის" ახალმა მეკარემ კი ქართველს საკმაოდ ხმაურიანი შეტყობინება გაუგზავნა
"ატალანტა" მზადაა "გენკის" მცველი 10 მილიონად შეიძინოს
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ოფიციალურად - "ლივერპულმა" მეკარე შეიძინა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები