საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ ახალ ზელანდიასთან მატჩი შეაფასა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ახალი ზელანდიის ნაკრებთან წააგო - 0:55.

U20. საქართველო-ახ.ზელანდია 0:55 - გაკვეთილი მიღებულია... [VIDEO]

ცხადია, "ბეიბი ბლექსთან" "უმცროსი ბორჯღალოსნებისგან" გამარჯვებას არც არავინ ელოდა, თუმცა ოდნავ უკეთ თამაში, ალბათ, მაინც შეიძლებოდა. ერთი რამ ნამდვილია: ჩვენს ახალგაზრდა მორაგბეებს ასეთი მაღალი კლასის გუნდთან აქამდე არასდროს უთამაშიათ და მათთვის ეს უდიდესი გამოცდილებაა.

აი, როგორ შეაფასა ჩვენი გუნდის თამაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ:

"ცივ გონებაზე შეიძლება უკვე გარკვეული დასკვნების გამოტანა. რაც მთავარია, ჩვენმა ნაკრებმა მიიღო გამოცდილება ძალიან სწრაფად მოთამაშე გუნდთან ასპარეზობისა.

სამწუხაროდ, ამ სისწრაფეს ალღო მალე ვერ ავუღეთ და დავისაჯეთ ანგარიშში დიდი სხვაობით. შემდეგ იყო მომენტები, სადაც რამდენიმე ადგილას ნორმალურად დავიცავით თავი - თითქოს შევეჩვიეთ, მაგრამ ეს არ იყო პერმანენტული და ორგანიზებული. შემდეგ იყო ინდივიდუალური ამოხტომები, დაცვის ხაზის დარღვევა, მოთამაშის ჩახურვაზე მარტო ასვლა. ამის გამო, რა თქმა უნდა, იქვე ვისჯებოდით.

თუ ჩვენ წელიწადში ბევრი თამაში გვექნება ასეთ გუნდებთან, ბევრად მეტად გავიზრდებით და, საბოლოო ჯამში, შევძლებთ მეტ-ნაკლებად ადაპტაციას ასეთ ტემპთან, რომელიც ახლა ჩვენთვის ძალიან უცხოა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ეს იყო ყველაზე ტემპიანი თამაში ჩემს კარიერაში.

განსაკუთრებით ცუდი იყო ინდივიდუალური ბოჭვები - ერთი-ერთზე გვჯაბნიდნენ და ბურთს სწრაფად ათამაშებდნენ, რის გამოც ახალი ზელანდიის წინააღმდეგ დაცვაში კარგი თამაში ძალიან ძნელია. ისინი ბრწყინვალედ თამაშობდნენ ხელით, რაც ასევე ძალიან ართულებს დაცვას.

ამას გარდა, ჩვენს შეტევით ტაქტიკაში ადგილი ჰქონდა ნაჩქარევ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

ამ თამაშში ძალიან ბევრი რამ არ გამოგვივიდა, თუმცა ამაში საშინელებას ვერ ვხედავ - დიდი ხნის შემდეგ გუნდმა პირველად ითამაშა, თანაც, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ - დავმარცხდით მწარედ, მაგრამ ეს იქნება გაკვეთილი და უფრო მეტი მოტივაციის წყარო".

საინტერესოა მეტოქის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბის, მესამეხაზელი მიტჩელ ჯეიკობსენის შეფასება:

"კმაყოფილი ვარ ჩვენი ბიჭების კარგი თამაშით. ამ შეხვედრას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდია და საამისოდ მთელი კვირის განმავლობაში მიზანმიმართულად ვემზადებოდით".

მორიგ შეხვედრას ჩვენი ნაკრები 11 ივნისს უელსელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავს, რომლებმაც პირველ მატჩში მინიმალური სხვაობით ირლანდიის გუნდთან წააგეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

misha
ეს პრობლემა ძირითად ნაკრებსაც აქვს და საერთოდ ლუბოი ასაკის ნაკრებს.გადაყრაზე ვერ გამოაქვთ ბურთი სწრაფად და მოწინააღმდეგე ასწრებს გადაწყობას ვერა და ვერ გამოასწორეს მეორე და მესამე ხაზელების თამაში თორემ პირველ ხაზში ბადალი არა გვყავს დაჟე ირლანდიასაც გაუჭირდა დაგვდგომოდა მაგრამ რად გინდა მეორე და მესამე ხაზები ვერ ქაჩავენ. იქნებ ერთი ამ ნაკრებთანაც ახალი ზელანდიელი პროფესიონალი მორაგბე ჩამოიყვანონ
rezo110
...ერთი კვირა ვემზადებოდითო, მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა გეგმაც შეიმუშავეს სავარაუდოდ.გაშლა,კონტაქტამდე/ბოჭვამდე, თუ ამისი აუცილებლობა არ იყო, ბურთის პარტნიორზე გადაწოდება, ცრუ მოძრაობები, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა გაკეთებულიყო, ერთადერთი გამონაკლისი იყო შერკინება. ამას ვერაფერს მოუხერხებდნენ გარდა ბურთის სწრაფად გამოტანისა. დარწმუნებული ვარ უელსიც იგივე სტილში გვეთამაშება,თუმცა ნაკლები კლასით. ამიტომ მწვრთნელებმაც კონტრგეგმა/გეგმები უნდა მოამზადონ ახალგაზრდებთან ერთად, მეტი ინტელექტი ჩააქსოვონ სათამაშო გეგმასა და სტილის მონაცვლეობაში ... იქნებ გამოგივიდეთ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
U20. ქართველი მორაგბე ახალზელანდიელი მეტოქისთვის კბენის გამო დასაჯეს [VIDEO]
20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე