ამერიკის ნაკრები ვარსკვლავებს კარგავს
აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადისთვის კიდევ ერთი ვარსკვლავი დაკარგა. "ოკლაჰომა-სიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ უესტბრუკმა გადაწყვიტა მონაწილეობა არ მიიღოს 2016 წლის ზაფხულის თამაშებში. გამთამაშებელმა ეს ნაბიჯი ოჯახთან შეთახმებით გადადგა.

"ეს რთული გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით ჩემი კარიერის იმ დიადი მომენტების შემდეგ, რომელიც ნაკრებთან ერთად მქონდა 2010 და 2012 წლებში. მაგრამ ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ წელს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მივიღებ. მოუთმენლად ველოდები ახალ შესაძლებლობას ვითამაშო აშშ-ის ეროვნულ გუნდში", - თქვა უესტბრუკმა.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, "დრიმ თიმში" თამაშზე უარი თქვეს - სტივენ კარიმ, ენტონი დევისმა, ბლეიკ გრიფინმა, კრის პოლმა და ლამარკუს ოლდრიჯმა. ასევე ეჭვი გამოთქვეს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაზე ლებრონ ჯეიმსმა, კარმელო ენტონიმ, ანდრე იგუოდალამ და კლეი ტომპსონმა.

იმათგან, ვინ დაადასტურა რიოში გამგზავრება, არიან დრეიმონდ გრინი, დემარკუს კაზინსი და კევინ დურანტი.

P. S. გუშინ, კიდევ ერთმა ვარსკვლავმა თქვა უარი რიოზე. ეს არის "ჰიუსტონის" მცველი ჯეიმს ჰარდენი. მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ ჰარდენს სურს, რაც შეიძლება სწრაფად გაეცნოს "ჰიუსტონის" მთავარი მწვრთნელის მაიკ დ'ენტონის ტაქტიკას.

ოლიმპიადის საკვალიფიკაცო ტურნირის წინ, კანადის ნაკრებმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორი მოთამაშე დაკარგა. კერძოდ, ნიკ სტაუსკასმა ("ფილადელფია") და ენდრიუ უიგინსმა ("მინესოტა") განაცხადეს, რომ ვერ შეძლებენ ეროვნული ნაკრების დახმარებას.

სტაუსკასს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, უიგინსს კი სურს, უკეთ მოემზადოს 2016-17 წლების სეზონისთვის. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, კანადამ დაკარგა NBA-ის კიდევ ერთი მოთამაშე კელი ოლინიკი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს და ჯერ ვარჯიშებიც არ დაუწყია.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე კანადა საფრანგეთის, თურქეთის, სენეგალის, ახალი ზელანდიისა და ფილიპინების ნაკრებს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]