39 წლის ვეტერანს კვლავ თამაში სწყურია
ვეტერანის ასაკის მიუხედავად, 39 წლის ვინს კარტერი კიდევ ორი წელი აპირებს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშს. ასე რომ, კარიერის დასრულების მომენტში ფორვარდი 41 წლის იქნება.

კარტერმა ასოციაციაში 18 სეზონი გაატარა და "ტორონტოს", "ნიუ ჯერსის", "ორლანდოს", "ფინიქსისა" და "დალასის" ღირსებას იცავდა. ის 24-ე ადგილზეა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის. ვინსის ანგარიშზე 23969 ქულაა და 23-ე ადგილზე მყოფ ალენ აივერსონამდე 399 ქულა აკლია.

აღვნიშნავთ, რომ ასაკი სერიოზულ დაღს ასვამს კარტერის პროდუქტიულობას, ამიტომაც უცნობია, მოისურვებს თუ არა მისი ამჟამინდელი კლუბი "მემფისი" მასთან კონტრაქტის გაგრძელებას. ვინსის მოქმედი ხელშეკრულება მომავალი სეზონის ბოლომდეა ძალაში.

ბოლო ორი სეზონი ყველაზე ცუდი იყო კარტერის კარიერაში. წელს მან 60 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 6.6 ქულას, 2.4 მოხსნასა და 0.9 შედეგიან პასს აგროვებდა.

პირსი დამთავრებაზე ფიქრობს

"ლოს ანჯელეს კლიპერსის" 38 წლის ვეტერანს პოლ პირსს ჯერ არ მიუღია კარიერის დასრულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება. ამ საკითხთან დაკავშირებით ის უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება.

"მომავალ სეზონში ჩემი მოედანზე გამოჩენის შანსებია 51 პროცენტი 49-ის წინააღმდეგ. 51 ჩემი ხმაა, 49 - ოჯახის. ჩემი მეუღლის აზრი ჩემთვის დიდ როლს თამაშობს.

ნებისმიერ შემთხვევაში, კარიერის დასრულების შემდეგ, არ ვაპირებ სახლში ჯდომას. რაც არ უნდა იყოს, თუ მე 2016-17 წლების სეზონში ვითამაშებ, ეს იქნება ჩემთვის ბოლო ჩემპიონატი", - თქვა პირსმა.

აღვნიშნავთ, რომ შარშან, პირსმა ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა კარიერაში - 68 მატჩში საშუალოდ, 6.1 ქულას, 2.7 მოხსნასა და 1.0 შედეგიან პასს აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
NBA. რეგულარული: ლეგენდარული ვინს კარტერი და ორი სამმაგი დუბლი "მაიამისგან" [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ "საკრამენტოს" კალათბურთელი ვინს კარტერი დაამშვიდა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ფავორიტები წესრიგში იყვნენ
"მოეკიდე პასუხისმგებლობით, რათა მათ რაიმე ღირებული შემოგთავაზონ..." - ვინს კარტერმა NBA-ს სუპერვარსკვლავს მიმართა
რატომაც არა? - 42 წლის ვინს კარტერი NBA-ში კიდევ ერთი წლით დარჩენას აპირებს
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: რეკორდები 40 წლის ასაკში