მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გერმანული "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში კუბიცას ავარიის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა გერმანული "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავის აზრს გამოთქვამს რობერტ კუბიცას ავარიის შესახებ. გარდა ამისა, ლეგენდარულმა ავსტრიელმა მოკლედ შეაჯამა პირველი ტესტების შედეგები.

- ნიკი, რა კომენტარს გაუკეთებთ რობერტ კუბიცას ავარიას?

- ის, რაც რობერტ კუბიცას შეემთხვა - ნამდვილი ტრაგედიაა. პირადად მე პოლონელი ახალი თაობის ყველაზე ნიჭიერ წარმომადგენლად მიმაჩნია. მაგრამ რალიში გამოსვლით მას არ უნდა დაეყენებინა თავისი კარიერა ასეთი რისკის ქვეშ. თავადაც მქონდა ასეთი სულელური სიტუაცია, როცა ტრაქტორის საჭესთან დავჯექი და რამდენიმე ნეკნი გავიტეხე. ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა.

- თქვენ მიგაჩნიათ, რომ კუბიცას რალიში გამოსვლა გაუმართლებელი იყო?

- რა თქმა უნდა. ის თავისი საქმით უნდა იყოს დაკავებული, მისი საქმე კი ფორმულა 1-ია. ამიტომაც თავად არის დამნაშავე მომხდარში.

- კუბიცა ამბობდა, რომ შეზღუდული ტესტების პირობებში რალი ფორმის შენარჩუნების საშუალებას აძლევდა...

- ეს ნონსენსია! რალის არაფერი აქვს საერთო ფორმულა 1-თან. ეს სხვადასხვა დისციპლინებია.

- მოდით დავუბრუნდეთ ფორმულა 1-ში არსებულ სიტუაციას. უკან დარჩა პირველი ტესტები. თქვენი აზრით, ვის აქვს უპირატესობა მეტოქეებზე?

- ახლა ლიდერებს შორის "რედ ბული" და "ფერარი" არიან. ეს გუნდები ტესტების დასაწყისიდანვე ძალიან სწრაფები იყვნენ - ეს იმის ნიშანია, რომ წინ კარგი სეზონი გველის. უჩვეულოდ გამოიყურება "მაკლარენის" მანქანა - მასში ბევრი საინტერესო იდეაა გამოყენებული და ის კარგ შთაბეჭდლებას ტოვებს. "მერსედესმა" ორი ნაბიჯი უნდა გადადგას წინ ამ სამი გუნდის დონესთან გასათანაბრებლად. ჯერ რთული სათქმელია, შეძლებს თუ არა ის ამის გაკეთებას.

- რას იტყვით მიხაელ შუმახერზე?

- მიხაელი ძველებურად ძლიერია - ჩვენ ამაში გასული წლის ბოლოს დავრწმუნდით. ამ სეზონში ის უფრო აგრესიული იქნება. დანარჩენი მანქანაზე იქნება დამოკიდებული.

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე