ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სეზონი დასრულდა
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ფინალური სერია დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ "სან ხოსე" შინ თამაშობდა მეექვსე შეხვედრას, "ზვიგენებმა" ვერ შეძლეს ამ უპირატესობის გამოყენება და სერიის მეშვიდე მატჩში გადაყვანა.

ანგარიში პიტსბურგელმა ბრაიან დუმოლენმა მეცხრე წუთზე გახსნა და ეს შაიბა "სან ხოსემ" 27-ე წუთზე გაქვითა - თავი გამოიჩინა ლოგან კუტურმა. თუმცა მასპინძლების სიხარული მხოლოდ 79 წამი გაგრძელდა. კრის ლეტანგმა მეორედ გაიყვანა წინ "პინგვინები". დარჩენილ დროში "სან ხოსემ" შაიბის გატანა ვეღარ შეძლო, "პიტსბურგმა" კი ბოლო წუთზე ცარიელ კარში მესამე შაიბა შეაცურა (პატრიკ ჰორნკვვისტი) და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ბოლო ორი გოლი სიდნი კროსბის პასის შემდეგ შედგა, რომელიც პლეი ოფის MVP გახდა.

ეს საკამათო გადაწყვეტილება იყო, რადგან კროსბიმ 24 მატჩში 19 ქულა (6+13) დააგროვა (მეექვსე ადგილი პლეი ოფის ბომბარდირებს შორის), ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტი "-2" ჰქონდა. ფინალის ექვს მატჩში კროსბიმ მხოლოდ ოთხი შედეგიანი პასი მიითვალა, ასევე ვერ გაიტანა "ვაშინგტონთან" სერიაში. მას მხოლოდ "რეინჯერსთან" და "ტამპა ბეისთან" სერიები გამოუვიდა. ცნობისთვის, კროსბის ინდივიდუალური პრიზების კოლექციაში ფინალის MVP-ის ტიტული არ ჰქონია.

პლეი ოფის საუკეთესო ბომბარდირი "სან ხოსეს" ფორვარდი ლოგან კუტური გახდა 30 ქულით. ამდენი ქულა სეზონის მეორე ნაწილში 2009 წლის შემდეგ არავის დაუგროვებია.

მაშ ასე, "პიტსბურგმა" მოიგო სერია 4:2 და თავისი არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა სტენლის თასი. წინა ტრიუმფის წლები იყო - 1991, 1992 და 2009 წლები.

სან ხოსე-პიტსბურგი 1:3

0:1, 1:1, 0:1

გოლები: 0:1 დუმოლენი-2 (შულცი-4, კუნიტცი-8), 1:1 კუტური-10 (მ. კარლსონი-3, ბერნსი-17), 1:2 ლეტანგი-3 (კროსბი-12, შირი-6), 1:3 ჰორნკვისტი-9 (კროსბი-13).

სერია: 2-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"