ამ კვირას ჩოგბურთელებს ძალიან დატვირთული პროგრამა აქვთ - ATP-სა და WTA-ის ტურებში ჯამში ექვსი ტურნირი იმართება.

ამ კვირას ჩოგბურთელებს ძალიან დატვირთული პროგრამა აქვთ - ATP-სა და WTA-ის ტურებში ჯამში ექვსი ტურნირი იმართება.

ATP

Copa Claro

ბუენოს აირესი (არგენტინა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 475 300 დოლარი

მონაწილეები: ნიკოლას ალმაგრო, სტანისლას ვავრინკა, დავიდ ნალბანდიანი, ალბერტ მონტანიესი, ხუან მონაკო, ტომი რობრედო, ალექსანდრ დოლგოპოლოვი...

სამხრეთამერიკული სათიხნარო სეზონის რიგით მესამე ტურნირი არგენტინაში გაიმართება. აქ ითამაშებენ წინა კვირას კოშტა დუ საუპეს ტურნირის გამარჯვებული და ფინალისტი - ნიკოლას ალმაგრო და ალექსანდრ დოლგოპოლოვი, რომელმაც პირველად ითამაშა ATP-ის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში. თუმცა მათ გარეშეც ბუენოს აირესში სერიოზული შემადგენლობა შეიკრიბება. დებიუტი ექნება აქ სტანისლას ვავრინკას, რომელიც წელს ძალიან დამაჯერებელი იყო ჰარდზე. და, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ადგილობრივი პუბლიკის კერპი დავიდ ნალბანდიანი.

Morgan Keegan Championships

მემფისი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 100 000 დოლარი

მონაწილეები: ენდი როდიკი, ფერნანდო ვერდასკო, გაელ მონფილსი, მარდი ფიში, სემ კუერი, ჯონ ისნერი...

ამერიკა ამაყობს იმით, რომ აქ თავის დროზე გაუმარჯვიათ ისეთ ცნობილ ჩოგბურთელებს, როგორებიც არიან ჯიმი კონორსი, ანდრე აგასი და ენდი როდიკი. ადგილობრივი ჩოგბურთელები ამჯერადაც ფართოდ არიან წარმოდგენილი მემფისში.

როდიკი პირველ ნომრად არის განთესილი და შეეცდება ეს ტურნირი კარიერაში მესამედ მოიგოს, ხოლო მოქმედი ჩემპიონი სემ კუერი, თავის მხრივ, ბოლოდროინდელი წარუმატებლობის გამო რეაბილიტაციას აპირებს.

Open 13

მარსელი (საფრანგეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 512 750 ევრო

მონაწილეები: რობინ სიოდერლინგი, ტომაშ ბერდიხი, მიხაილ იუჟნი, იურგენ მელცერი, ივან ლუბიჩიჩი, ჟო-ვილფრიდ ცონგა, ერნესტ გულბისი, მიკაელ ლოდრა...

მარსელის ტურნირი პირველია იმ ხუთიდან, რომელიც წელს ATP-ის ეგიდით საფრანგეთში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ Open 13-ის ბოლო ხუთი გამარჯვებულიდან ოთხი ფრანგია. ამიტომაც აქ ერთ-ერთი მთავარ ფავორიტად ჟო-ვილფრიდ ცონგა სახელდება, რომელმაც წინა კვირას როტერდამის ტურნირის ფინალში გააღწია და იქ რობინ სიოდერლინგთან წააგო.

შვედი მარსელშიც ითამაშებს, ისევ პირველ ნომრად იქნება განთესილი და შეეცდება კარიერაში პირველად მოიგოს ზედიზედ ორი ტურნირი.

WTA

Dubai Tennis Championships

დუბაი (საემიროები). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 000 000 დოლარი

მონაწილეები: კაროლინ ვოზნიაცკი, ვერა ზვონარევა, ფრანჩესკა სკიავონე, სამანტა სტოსური, ნა ლი, ელენა იანკოვიჩი, ვიქტორია აზარენკა, აგნიეშკა რადვანსკა...

დუბაის ტურნირმა ტრადიციულად ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა - პირველ რვა ნომრად განთესილი ჩოგბურთელები WTA-ის რეიტინგის საუკეთესო ათეულს წარმოადგენენ. ამ კომპანიას მხოლოდ მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი კიმ კლაისტერსი აკლია, თუმცა საემიროებში მოსალოდნელ ბატალიებს ბელგიელი ჩოგბურთელი აუცილებლად მიადევნებს თვალს, რადგან კლასიფიკაციაში მის ლიდერობას საფრთხე ემუქრება - თუ დუბაიში კაროლინ ვოზნიაცკი ნახევარფინალში გააღწევს, პირველი ჩოგანის სტატუსს დაიბრუნებს.

Copa BBVA-Colsanitas

ბოგოტა (კოლუმბია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეები: იულია გორჯესი, პოლონია ჰერცოგი, სომინა ჰალეპი, არანჩა პარა სანტონხა, კარლა სუარეს ნავარო...

კოლუმბიაში მთავარ ფავორიტად გერმანელი იულია გორჯესი მიიჩნევა, რომელიც ამ კვირას პირველად მოხვდა მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ოცდაათეულში. თავადაც ხვდებით, რომ დუბაისთან შედარებით ეს ტურნირი შემადგენლობის მხრივ ვერ ბრწყინავს.

Morgan Keegan Championships

მემფისი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეები: ბარბორა ზახვალოვა, სოფია არვიდსონი, მელანი ოუდინი, ალა კუდრიავცევა, ოლგა გოვორცოვა...

იგივე ითქმის მემფისის ტურნირზე, სადაც, ალბათ, ყველაზე სუსტი შემადგენლობაა წარმოდგენილი. ადგილობრივ გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ მელანი ოუდინი ამჯერად მაინც მოახერხებს ღირსეულად გამოსვლას. ტურნირის სტატუსი მას ამის შანსს აძლევს.

პირველ ორ ნომრად განთესმილი ბარბორა ზახვალოვა და სოფია არვიდსონი ბოლო დროს ნორმალური დონს აჩვენებდნენ და ამიტომაც ისინი უნდა განვიხილოთ მთავარი პრიზის ყველაზე რეალურ კანდიდატებად.

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა