პარიზის ტურნირის ფინალში ჩეხმა პეტრა კვიტოვამ მსოფლიო რეიტინგის ახალი ლიდერი ბელგიელი კიმ კლაისტერსი იოლად დაამარცხა

ორი ჩოგბურთელის კარნახით მიმდინარეობს ქალთა შორის წლევანდელი სეზონი. ესენი არიან ბელგიელი კიმ კლაისტერსი და ჩეხი პეტრა კვიტოვა. სწორედ ეს ჩოგბურთელები შეხვდნენ ერთმანეთს პარიზის ტურნირის ფინალში და კვიტოვამ ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა მსოფლიო რეიტინგის ახალი ლიდერი. ეს ჩეხი ჩოგბურთელის მეორე ტიტულია მიმდინარე სეზონში.

პარიზის ტურნირი ყველაზე ხშირად მასპინძელ ამელი მორესმოს აქვს მოგებული - მან აქ მთავარი პრიზი სამჯერ მოიპოვა. მაგრამ ახლა, პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ ეს შესანიშნავი ჩოგბურთელის ამ ტურნირის თანადირექტორი გახდა. ამელის გარდა, ბოლო ექვს წელიწადში პარიზის ჩემპიონატს რუსი ჩოგბურთელები იგებდნენ, თუმცა ამჯერად ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა სრული ფიასკო განიცადეს - ვერც ერთმა მათგანმა მეოთხედფინალურ სტადიამდეც ვერ გააღწია.

მთელი ტურნირის მთავარი ინტრიგა გახდა კიმ კლაისტერსის სატურნირო გზა. ბელგიელს ნახევარფინალამდე უნდა მიეღწია იმისთვის, რომ დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი საჩოგბურთო ტახტიდან ჩამოეგდო. ბელგიელმა ეს შეძლო და მეოთხედ მოიპოვა პირველი ადგილი კლასიფიკაციაში. მაგრამ ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი ამით არ დაკმაყოფილდა და ფინალამდე მიაღწია, სადაც მას პეტრა კვიტოვა ელოდა.

როგორც გითხარით, ჩეხმა ჩოგბურთელმა ბრწყინვალე ფორმა აკრიფა: ახალი სეზონის პირველ კვირას ბრისბენის ტურნირი მოიგო, შემდეგ ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში ითამაშა, ამას მოჰყვა ფედერაციის თასის მეოთხედფინალი, სადაც პეტრამ ორი ქულა მოუტანა თავის გუნდს. კვიტოვას პარიზში რთული სატურნირო გზა ჰქონდა - მას ზედიზედ ორი უმძიმესი მატჩის გადატანა მოუწია, როცა ბარბორა ზახვალოვასა და იანინა ვიკმაიერს მესამე სეტის ტაი-ბრეიკებში აჯობა. თითქოს უნდა დაღლილიყო, მაგრამ პეტრამ ნახევარფინალში ბეტანი მატეკი გაანადგურა და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ მატჩს უფრო მომზადებული კვიტოვა შეხვდა, კიმს კი ჩავარდნა ეტყობოდა. ბელგიელმაც ხუთი კვირა შეუჩერებლივ ითამაშა და ამას არ შეიძლება არ ემოქმედა მის ფიზიკურ ფორმაზე. პერიოდულად ბელგიელი ჩვეულ სტილში მოქმედებდა, მაგრამ საერთო ჯამში მას სტაბილურობა არ ჰყოფნიდა. თავის მხრივ, პეტრა ძალიან აქტიურობდა და კარგად იყენებდა საკუთარ შესაძლებლობებს. შედეგად, ფინალში ბრძოლა არ გამოვიდა - ზუსტად ერთ საათში ნაკლებად გამოცდილი ჩეხი გამარჯვებას ზეიმობდა - 6:4, 6:3.

"კიმის დამარცხება ძალიან სასიამოვნოა, რადგან ის რეიტინგის ახალი პირველი ნომერია. ვფიქრობ, ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევაა. ეს მოგება არალოგიკური მგონია, რადგან კიმთან ბოლო ორი მატჩი წაგებული მქონდა. მით უმეტეს სასიამოვნოა ეს ტრიუმფი", - განაცხადა მატჩის შემდეგ კვიტოვამ.

პარიზის შემდეგ კლაისტერსი დაისვენებს, პეტრა კი დუბაიში გააგრძელებს სეზონს, სადაც უკვე მესამე წრეში შეიძლება შეხვდეს კაროლინ ვოზნიაცკის. ამ ტურნირსაც აქვს ინტრიგა - დანიელსაც ნახევარფინალში გასვლა სჭირდება კლასიფიკაციაში პირველი ადგილის დასაბრუნებლად.

WTA

Open GDF Suez

პარიზი (საფრანგეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 618 000 დოლარი

ფინალი

პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-კიმ კლაისტერსი (ბელ, 1) 6:4, 6:3.

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა