ანტონიო კონტემ ფეხბურთელებს თავის დაცვა კარგად ასწავლა
გუშინ, 13 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის პირველ ტურში იტალიის ნაკრებმა ბელგიას დამაჯერებლად მოუგო - 2:0.

როგორც მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელებს თავის დაცვა კარგად ასწავლა. ბელგია ძალიან დიდხანს ფლობდა ბურთს, მაგრამ ამისგან შედეგი ვერ მიიღო, რადგან იტალიელთა დაცვაში თავისუფალი სივრცეები არ რჩებოდა.

საკუთარი კარის დაცვაში, ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად, მონაწილეობა გუნდის აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა მიიღო, რომლებმაც მოედნის საკუთარ ნახევარზე ბრწყინვალე გუნდური მოქმედებები შემოგვთავაზეს.

ამასთან, ანდრეა პირლოს და მარკო ვერატის არყოფნისას, ე.წ. მეპასეს როლი მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ შეითავსა.

bondo
სანამ თქვენ კამათობთ, უნგრეთმა მე-2 გოლი გაუტანა ავსტრიას, ხოლო ისლანდიამ პორტუგალიას გაუტანაბრა. მეტი საქმე არ გაქვთ. ნეტავი თქვენ რა!!!!
giga
პეტრე კუპრი-ს. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ყველა სპორტული კომენტატორის ქმედებები ანუ გადაცემის სტილი, ჩარჩოებში იყო მოქცეული. რა, ამის შესახებ პირველად გესმით? მე, ბუნებრივის ცხონებული ეროსის ხუმრობები არ მაქვს მხედველობაში, მაგრამ მთლიანობაში (განსაკუთრებით, თუ კომენტატორი რუსულად მიყავდა რეპორტაჟი)ყველა მათთაგანი, მოქცეული იყვნენ მკაცრი ცენზურის ქვეშ. ეს საკამათოც არ არის. ამასტან, მე არ ვაკეთებ შედარებას, ცნობილაძე უკეთესი კომენტატორია თუ ცხონებული კოტე მახარაძე. ეს აბსურდია.
პეტრე კუპრი
ასპროცენტიანია ok.omplex@yahoo.com, ბატონო giga, თქვენი აზრით კოტე მახარაძე და უფრო ადრე ეროსი, ჩარჩოებში მოქცეული კომენტატორები იყვნენ და ახლა ცნობილაძე და ობოლაძე და სხვები არიან გახსნილნი? გუნდებს რომ ვერ ცნობენ და ფეხბურთელების გვარები ერევათ და ქუჩურად საუბრობენ.
giga
მსქროლავი ტროლი-ს. ასიანი ხარ. ამ სუბიექტს (ok.omplex@yahoo.com), ეტყობა, რომ ლექციის წაკითხვა უყვარს და ეხერხება. თანაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ უნდა ჩარჩოებში მოაქციოს კომენდატორები და ისე წაიყვანონ რეპორტჟი, როგორც თავის დროზე მიყავდათ, სინიავსკის, ოზეროვს და ნაწილობრივ კოტე მახარეძეს (გახსოვთ ალბათ, რა დღეში ჩააგდეს კაკებეშნიკებმა მახარაძე 1981 წლის 13 მისის მატჩის ტრანსლაციის დროს ფრაზელათვის -"ლიკუეტ სტალიცა გრუზიი"). ოდესმე ხომ უნდა გამოხვიდეთ მარწუხებიდან ლექტორ ok.omplex@yahoo.com!!!
მსქროლავი ტროლი
ამდენი სისულელის წერას, უბრალოდ, ფეხბურთს რომ უყურო, ვერა?!....
ok.omplex@yahoo.com
ფეხბურთში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები ზეიმად ითვლება, ვინაიდან ისინი მილიონობით ადამიანის სიხარულს ანიჭებენ. საბჭოთა კავშირში ამასაც მოკლებული ვიყავით, ვინაიდან მატჩების მხოლოდ მცირე ნაწილს თუ იმეტებდნენ ცენტრალური ტელევიზიით საჩვენებლად. საბედნიეროდ ახლა ჩვენც გავხდით ამ სიხარულის თანამონაწილე, მით უფრო, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია მატჩების კომენტარს ქართულ ენაზე უზრუნველყოფს. თითქოს მეტი რა უნდა უნდოდეს გულშემატკივარს ერთი თვის სრული ბედნიერებისათვის. მაგრამ ამ რამდენიმე დღიანი მაღალი ხარისხის საფეხბურთო ბატალიების უაღრესად დაბალი კომენტარის სმენის შემდეგ გადავწყვიტე, ისევე როგორც საზ. ტელევიზიის წინა კომენტატორების დროს, მუნჯი კინოს ხანას დავუბრუნდე და მატჩების ტრანსლაციას ხმაჩაწეული ვადევნო თვალი. დღევანდელ ყველა კომენტატორზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ არაპროფესიონალიზმის გარდა, ზოგი მათგანი უბრალოდ პრიმიტიული ფრაზებით ავსებს ეთერს. უკვე მოსაბეზრებელი გახდა ერთი და იმავე ეპითეტების სმენა ყოველ მატჩის დროს, რომ ეს თუ ის ფერხბურთელი „ლეგენდაა“ და რომ „ამაზე ორი აზრი არ არსებობს“. ა.შ. მაგავსი რამ რიტორიკის სკოლის ნაკლებობის ბრალია. გარი ლენეკერისა და ალან შირერის კომენტარი, გარდა იმისა, რომ პროფესიული დონით დაგატკბობდათ, დახვეწილი მეტყველების ნიმუშად რჩება. ქართველი კომენტატორების მეტყველებაში კი ამ სამი დღის განმავლობაში ისმოდა იშვითი „შედევრები“: „მინდორზე ცეკვავენ მოცეკვავე გოგონები“, „ფეხბურთი ბურთით თამაშია“ და ა. შ. მაგრამ როდესაც ეთერი ივსება ქუჩური ჟარგონით „დაპანიკდნენ“, „გააბითურა“, „მოტეხა“ და ა.შ. ეს საზ. ტელევიზიის სპორტული გადაცემების რედაქტორის, რბილად რომ ვთქვათ, დაბალ დონეზე მიუთითებს. ამ მხრივ იტალია-ბელგიის კომენტატორებმა ყველას გადააჭარბეს, როდესაც ქურდული ტერმინოლოგია გადმოაფრქვიეს - „მსაჯმა მოუგვარა“, მეორემ კი იქვე დასძინა - „არ დაუჯერებენ და მათი აჯობებს....“ . პირველ კომენტატორს ხმაზე ეტყობა ახალგაზრდაა (მახსოვს, მისი ადრე შემოთავაზებული უვიცობის ნიმუში - „ფრანგული წარმოშობის ბასკი ფეხბურთელი გრიზმანი“), მეორე კი ასაკოვანი ადამიანი ჩანს (ვერფრით იმახსოვრებს, როგორ უნდა წარმთქვა დე ბრუინის გვარი). მაგავსი ე.წ. :“კომენტარი“ დაუშვებელია, ვინაიდან ამას ბავშვებიც ისმენენ, რომლებიც მრავლად არიან ტელე ეკრანებთან ევრო 2016-ის ტრანსლაციებისას. გარდა ამისა, ასეთ ქუჩის ჟარგონნარევი რიტორიკა მიუღებელია მთლიანად საზოგადოებისათვის და სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს სატელევიზიო ეთერიდან.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს