29 წლის ფეხბურთელს "ლელო" ესპანეთთან მატჩის გარდა, სხვა სანაკრებო თუ საკლუბო საკითხებზეც ელაპარაკა...
29 წლის სანდრო კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ფასეული ფეხბურთელია. როგორი ყაიდისა და რომელი ეროვნების დამრიგებელიც არ უნდა მოვიდეს ნაკრებში, ყველა ერთხმად აღნიშნავს მის სარგებლიანობას.

"ლელო" კობახიძეს დაუკავშირდა და ესპანეთთან მატჩის გარდა, სხვა სანაკრებო თუ საკლუბო საკითხებზეც ელაპარაკა...

- უპირველეს ყოვლისა, შეაფასეთ საქართველოს ნაკრების ევროპული შეკრება...

- ძალიან სასარგებლო შეკრება იყო. ორი კვირის განმავლობაში ახალ მწვრთნელთან მოგვიწია მუშაობამ. გავიცანით ერთმანეთი. გვქონდა სამი მატჩი ძალიან მაღალი დონის მეტოქეებთან. ჩემი აზრით, ასეთი შეხვედრები საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება.

- ალბათ, ერთ პრიზმაში უნდა განვიხილოთ სლოვაკეთთან და რუმინეთთან წაგებული მატჩები. ამის ბოლომდე ახსნა ძნელია, მაგრამ მაინც, რა მოხდა იმ შეხვედრებში?

- სლოვაკეთთან და რუმინეთთან აშკარად ჩავაგდეთ თამაშები, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს. თავისთავად, აღსანიშნავია მეტოქეთა სიძლიერეც...

მაგრამ მე მინდა ვთქვა რუმინეთთან თამაშზე. ჩემი აზრით, ორმა შეცდომამ გადაწყვიტა ყველაფერი. რომ არა საწყისი წუთების ის ორი შეცდომა, ასე მგონია, არ წავაგებდით, ყოველ შემთხვევაში, ანგარიში ასეთი ნამდვილად არ იქნებოდა...

- რა მოხდა ესპანეთთან მატჩში? ორიოდე დღეში როგორ შეძლო ნაკრებმა ასე გარდაქმნა?

- ესპანეთთან თამაშისთვის ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან კარგად მოვემზადეთ. უაღრესად კომპაქტურად ვითამაშეთ დაცვაში და თითქმის არ დავტოვეთ ცარიელი ზონები. ესპანელებისთვის სივრცეების შეზღუდვის პარალელურად კი ის შანსი გამოვიყენეთ და... ეს იყო ისტორიული გამარჯვება.

გამოჩნდა, რომ არც ისე წყალწაღებულები ვართ, როგორც ესპანეთთან მატჩამდე იწერებოდა პრესაში თუ სოციალურ ქსელში.

- როგორ ფიქრობთ, გახდება გარდამტეხი ეს გამარჯვება საქართველოს ნაკრებისათვის?

- ვფიქრობ, რაღაც მომენტში ამან საქართველოს ნაკრებს თავდაჯერება უნდა შემატოს. მართლაც და, ეს ჩვენთვის გარდამტეხი მომენტი უნდა იყოს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წინ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- დაბოლოს, საკლუბო ამბებზეც გკითხავთ. ფაქტია, სათამაშო პრაქტიკა გაკლიათ "დნიპროში". ხომ არ აპირებთ გუნდის შეცვლას, თუ რჩებით დნეპროპეტროვსკში?

- ახლა ნამდვილად არ ვიცი, დავრჩები თუ არა "დნიპროში". ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარია ისეთ კლუბში ვითამაშო, სადაც სათამაშო პრაქტიკა მექნება. ვნახოთ, მალე ყველაფერი გაირკვევა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
რა სასაციოები ვართ ქართველები. წამიერი აღტკინება დამახასიათებელია ჩვენთვის . ფარერებსაც მოუგია ბელგიასთან მგონი და რა ამით ფარერები კარგი გუნდია? წყალწაღებულია აბა რა არის. დანგრეული გვაქვს ეს ფეხბურთი ყველაფერი თავიდანაა დასაწყები. დიდი თანხების გარეშე კიდევ არ ხდება ეს ასობით მილიონია საჭირო და ქვეყანაში სადაც ნახევარი მოსახლეობის სიღარიბის ზღვარს მიღმაა და ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ბავშვი შიმშილით იღუპება რატომ უნდა მივცეთ ამ არამყარ გაუწონასწორებელ და მოძველბიჭო არაფრისმაქნისებს ბიუჯეტიდან თანხები?
პ
ერთი მიმტკიცებდა თამაში ჩაწყობილი იყოვო და მერე აღმოჩნდა ნანახი არ ქონდა..
Mindia123
ქართველობას ნუ არცხვენთ თუ არ გიხარიათ საქართველოს გამარჯვება გაჩუმდით.
სოსო
ესპანეთს მოუგეთ არა ტოროლა. კაი ხოშიანი ჩაწყობილი თამაში იყო, კობიაშვილი რო ... არ გაესტუმრრბინათ, სლვაკეთთან და რუმინეთთან სამარცხვინო შედეგის გამო
tngh
ისტორიული გამარჯვება იყო. ნაღდი გულშემატკივრები ახალ გამარჯვებებს ველით, ჩვენდა გასახარად და ბოღმის "ბუკეტების" ჯინაზე.
სირბილის სწავლების ცენტრი
ქართველ ფეხბურთელს ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
გუჯა კახაძე
პირველი შემთხვევაა საქართველოს ნაკრებში სანაკრებო გამოცდილების მწვრთნელი რომ მუშაობს. მან მოახერხა ერთსულოვანი და თავდადებული გუნდის ჩამოყალიბება და შედეგიც სახეზეა - ესპანეთი 0-1 საქართველო. ნორმატივები დააბრუნეთ! ვისაც სირბილი შეეძლება ისინი ათამაშეთ და ეს შედეგი სტაბილური გახდება. დაიმახსოვრეთ! შორს არ არის ის დრო როდესაც იტყვიან: "ქართველების სწრაფ შემტევებს დაცვაში ვერაფერი დავუპირისპირეთ"-ო.
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო