პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ ისლანდიასთან (1:1) ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ ისლანდიასთან (1:1) ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ევრო 2016. F ჯგუფი. პორტუგალია-ისლანდია: ვისთვის ციხე და ვისთვის გალია... [VIDEO]

"შედეგით ცოტა იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ მოგებას ვცდილობდით, ხოლო ისლანდია არა. მათ გაიტანეს გოლი და მთელი მატჩის განმავლობაში ორი მომენტი ჰქონდათ. მათ ავტობუსი ჩააყანეს კარში. რთულია თამაში, როცა მეტოქე მოგებას არ ცდილობს, მაგრამ პორტუგალია ცდილობდა ფეხბურთის თამაშს და მოგებას.

დამწუხრებულები ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. შეხედეთ ესპანეთს, საფრანგეთს - ისინი უძლიერესი ნაკრებები არიან ტურნირზე, მაგრამ მათაც ჰქონდათ სირთულეები პირველ მატჩებში.

საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ და იმისიც გვჯერა, რომ შემდეგ მატჩს მოვიგებთ.

რეიტინგები არაფერს ნიშნავს. ჩვენ უბრალოდ, ვცდილობდით გვენახებინა ყველაფერი, რაც შეგვიძლია, ხოლო ისლანდია მხოლოდ ერთზე ფიქრობდა: "დაცვა, დაცვა, დაცვა" და კონტრშეტევებზე თამაში.

მათთვის ეს ბედნიერი საღამო იყო. 3 ქულა უნდა აგვეღო, მაგრამ არა უშავს.

ისლანდიას ისე უხაროდა, თითქოს ევრო 2016 მოიგეს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ როცა დაცვაზე ხარ ორიენტირებული, ეს ხასიათის ნაკლზე მიუთითებს. ისლანდია არ აპირებს, რამეს მიაღწიოს ტურნირზე", - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიას შემდეგი მატჩი 18 ივნისს, ავსტრიასთან იქნება. ისლანდია კი იმავე დღეს ჯგუფის ლიდერ უნგრეთს შეხვდება.

დათო
იმხელა კუვში იდო, რომ ყველაფერი იასნია თამაში ტოტალიზატორებზე გაითვალა.
დათო
მსოფლიოს N1ფეხბურთელი!მესი ყოველთვის მეორეა! რა არ მოგწონთ რასაც ამბობს?11 კაცი რომ დაცვაში დგას და ერთ მომენტს ელოდება ეს ფეხბურთია?ანდა ის რომ საქ.ნაკრებმა ესპანეთს მოუგო ის თამაში იყო? მე როგორც მაყურებელი მინდა ყურებით სიამოვნება მივიღო და არა მაგათი ისტორიული ქულა ავღნიშნო.ვინც ფეხბურთს სანახაობრივ მხარეს უკარგავს ისინი მეჯავრებიან.
რეალობა
ოხ ბოლო წუთებზე გაეტანა ისლანდიას როგორ იჭიკჭიკებდი იმასაც ვნახავდი. ერთად ერთი სპორცმენი ხარ ვისაც სპორტში მხოლოდ დიდება გიყვარს და არა სპორტი
giga
დამუწე პირი და ივარჯიშე, საჯარიმო მაინც დაარტყმევინე სხვას ბოთე რო ხარ.
გაგა
... ქუთაისისხელა ქვეყნის ნაკრებს ვერ მოუგო და კიდე გვებლატავება!
შაკო
მოდი და ნუ აგინებ ეხლა ამ ბოღმის ბუკეტს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის