საქართველოს ნაკრების მეკარემ ესპანეთის ნაკრებთან (1:0) სტუმრად ამხანაგურ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
საქართველოს ნაკრების მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა ესპანეთის ნაკრებთან (1:0) სტუმრად ამხანაგურ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ერთგულად გულშემატკივრობს. ესპანეთთან გამარჯვებამ ჩვენს გუნდს უფრო მეტი სტიმული და მოტივაცია მისცა.

მადლობა ერთგულებისა და თანადგომისთვის. ესპანეთთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ მკურნალობის კურსის გავლა მადრიდში მომიწია. ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი გამამხნევებელი შეტყობინება მივიღე თქვენგან და თითოეულს მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ეროვნული ნაკრების ექიმ მერაბ ვარძუკაშვილს იმისათვის, რომ მადრიდის კლინიკაში მკურნალობის მთელი დროის განმავლობაში გვერდიდან არ მომშორებია. მუდმივ ყურადღებას ვგრძნობდი ესპანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან.

დიდი მადლობა პირადად ელჩს, ზურაბ პოლოლიკაშვილს და თემო ბასილაიას. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს და მთავარ მწვრთნელს, რომლებმაც ესპანეთთან გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას და პირადად ლევან კობიაშვილს.

მჯერა, რომ ამ შემადგენლობით და ასეთი დამოკიდებულებით ქართული ფეხბურთის პროგრესი გაგრძელდება და ყველა ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით დავიწყებთ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს.

ოპტიმიზმით გელოდებით ყველას წლის პირველ ოფიციალურ თამაშზე, რომელსაც ჩვენი გუნდი 5 სექტემბერს თბილისში, ავსტრიის ნაკრებთან ჩაატარებს".

- ნუკრი რევიშვილს მადრიდში ოპერაცია გაუკეთეს და სახეში ფირფიტა ჩაუდგეს

- შესაძლოა, ნუკრი რევიშვილმა პეტრ ჩეხის დარად, ჩაფხუტით ითამაშოს

- ესპანეთი-საქართველოს მატჩის ყველაზე უსიამოვნო მომენტი [VIDEO]

gizog
ნუკრი უფალმა დაგლოცოს და მალე გამოგაჯანმრთველოს. დიდი მადლობა გულშემატკივართა გახარებისათვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა მომავლის რწმენისათვის. იმედია უფრო მეტი შემართებით გააგრძელებთ თამაშს ჩვენი ნაკრების მსოფლიოზე გასასვლელად. გაიხარეეე!!!!!
გიო
მადლობა ნუკრი შენ, ბიჭებთან ერთად. ჩვენ ერთი გუნდი ვართ.
ლუკა
სასიხარულოა რომ უკეთესად გრძნობს თავს ჩვენი მეკარე. გამოჯანმრთელებას და გამარჯვებებს ვუსურვებ რევიშვილს!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან