14 თებერვალს ფეხბურთი რაღაც დოზით მაინც უფრო ღარიბი გახდა, რადგან ბრაზილიელმა ლეგენდამ რონალდომ აქტიური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

14 თებერვალს ფეხბურთი რაღაც დოზით მაინც უფრო ღარიბი გახდა, რადგან რონალდომ აქტიური კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ოფიციალური განცხადება ამის შესახებ მან სწორედ გუშინ გააკეთა. უკანასკნელ წლებში დიდი ასპარეზიდან არაერთი ლეგენდა წავიდა, თუნდაც მალდინის, ფიგუსა და ზიდანის გახსენება რად ღირს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე მათგანი ბედმა ასე გაწირა და დატანჯა. რონის კარიერის ბოლო ტკივილთან ბრძოლას უფრო ჰგავდა, ვიდრე ბურთით მხიარულ თამაშს.

რონალდო დაიბადა 1976 წლის 22 სექტემბერს რიო დე ჟანეიროში. სამშობლოში მისი ნიჭი ჯერ კიდევ პატარაობისას შენიშნეს. 1993 წელს, ჯერ კიდევ 16 წლისა ის “კრუზეიროში” ჩაირიცხა (1993-94), თუმცა ერთი სეზონის შემდეგ უკვე ევროპაში წამოვიდა სათამაშოდ, სადაც “ეინდჰოვენის” ფორმა მოირგო. “ფილიპსის” გუნდში მან ორი სეზონი (1994-96) გაატარა და 57 შეხვედრაში 54 გოლის გატანა შეძლო. შემდეგ გეზი ბარსელონისკენ აიღო და “ბლაუგრანას” აგურისფერი კვართი მოირგო. "კამპ ნოუზე” ერთ სეზონში მის ანგარიშზე 49 შეხვედრაში გატანილი 47 გოლია (1996-97). სწორედ ამ კლუბში დასრულდა ფეხბურთელის უდარდელი ხანა. შემდეგი გაჩერება “ინტერი” აღმოჩნდა (1997-2002), კლუბი სადაც მან უმძიმესი ტრავმები გადაიტანა და პრაქტიკულად ყოველი მომდევნო ოპერაციის შემდეგ თავიდან სწავლობდა ფეხბურთის თამაშს.

მიუხედავად ყველაფრისა, “ჟუზეპე მეაცაზე” მის ანგარიშზე 99 მატჩში 59 გოლი მოდიოდა. “რეალში” გატარებულ წლებს (2002-2007) და 177 მატჩში გატანილ 104 გოლს მისი კარიერის დაისს ვერაფრით ვუწოდებთ, მაგრამ ეს მაინც არ იყო “ის რონალდო”, რომელსაც გულშემატკივარი შეეჩვია. ბოლო ევროპული სადგური, სადაც რონიმ ღუზა ჩაუშვა “მილანი” იყო (2007-08) - 20 მატჩი, 9 გოლი. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს: ფენომენმა პირველად ლურჯ-ყვითელი მაისურა 1994 წელს მოირგო და უკანასკნელად ის 2006 წელს ემოსა. ეროვნულ გუნდში 96 მატჩში მის ანგარიშზე 62 გოლია.

აქვე სრულად გაგაცნობთ მის მიღწევებს: მსოფლიოს ჩემპიონი (1994, 2002), მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (1998), სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი (1997, 1999), უეფას თასის გამარჯვებული (1997-98), თასების მფლობელთა თასების გამარჯვებული (1996-97), საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული (2002), უეფას სუპერთასის მფლობელი (2002, 2007), იტალიის ჩემპიონი (2002-03), ჰოლანდიის თასის მფლობელი (1995-96), ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული (2003), პაულისტას შტატის ჩემპიონი (2009), ბრაზილიის თასის მფლობელი (2009).

პირადი მიღწევები: ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1996, 1997, 2002), “ფრანს ფუტბოლის” ოქროს ბურთის მფლობელი (1997, 2002), მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, მსოფლიოს ჩემპიონატების რეკორდსმენი ფინალურ სტადიებზე გატანილი გოლების მიხედვით - 15 გოლი.

თითქოს გუშინ იყო ფენომენი მწვანე მინდორზე რომ დაფრინავდა, არა? თუმცა დღეს ის უკვე აღარ ჰგავს თავის თავს, მით უფრო არ ჰგავს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელს. სამაგიეროდ მასში შეიძლება ამოიცნოთ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ჭამა და უყვარს ლუდი. “მეტი უკვე აღარ შემიძლია. მინდა, მაგრამ აღარ შემიძლია... მინდორზე ერთი ჩაფიქრებული მოძრაობის მაგივრად სულ სხვა გამომდის. ჩემი დრო უკვე წავიდა, მაგრამ რაც იყო, მართლა ყველაფერი ზღაპრული იყო”, - განაცხადა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე ვეტერანმა.

აშკარაა, რომ რონალდოს პოტენციალი სრულად მსოფლიომ ასეც ვერ იხილა. ახლა ძნელია იმაზე მსჯელობა, ნაღდი რონალდოს რამდენი პროცენტი ვიხილეთ, 50 თუ უფრო ნაკლები. გარდა ტრავმებისა ფენომენი რაღაც დოზით ფეხბურთს მისმა არეულმა პირადმა ცხოვრებამ და ღამეულმა თავგადასავლებმაც წაართვა. “ფეხბურთმა ძალიან ბევრი რამ მომცა. ფეხბურთით ვცოცხლობდი და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ რაღაცებს ვნანობ. თუნდაც იმას, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოვახერხე,” - დასძინა დასასრულს ფეხბურთელმა.

ყველაფერი მართლა ფანტასტიკური იყო... ჰმ, იყო... ძნელია შეგუება, არა?

ლევან ბიბილაშვილი

George
კომპოზიცია რომელიც რონალდოს ვიდეოს ადევს ვისი შესრულებითაა და სად შეიძლება ვნახო? ნუ დაიზარებთ და მომწერეთ იმეილზე. წინასწარ გმადლობთ.
A.K.F.
ცოცხალი ლეგენდაა ,სპფლიოს ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს