დღეს თელ-ავივის "მაკაბი" ავსტრიაში გაემგზავრება და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება
ხანგრძლივი მოლაპარაკება დასრულდა და გადაწყდა - შოთა არველაძე თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელია. ინფორმაცია ებრაულმა Sport 5-მა გაავრცელა. იქვე ნათქვამია, რომ მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი მისი გახანგრძლივების პერსპექტივით გაფორმდა.

ინფორმაცია არველაძეების საქველმოქმედო ფონდის პრესსამსახურმაც დაადასტურა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თავად შოთაა. ოღონდ ფონდის განცხადებაში დაზუსტებულია, რომ ისრაელის ყველაზე ტიტულოვან კლუბში არველაძე მომავალი 2 წლის განმავლობაში იმუშავებს. ოღონდ, რეალურად, ეს არის 1+1 სისტემით შედგენილი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ "მაკაბი" და შოთა პირობებზე ერთი წლის შემდეგაც დაილაპარაკებენ.

ცნობისთვის, თელ-ავივის "მაკაბი" 21-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, 23-ჯერ კი თასი მოიგო. უკანასკნელ სეზონში გუნდმა ისრაელის ლიგატ'ალში (უმაღლესი) მე-2 ადგილი დაიკავა, რაც, ეტყობა, წარუმატებლობად ჩაითვალა და მწვრთნელის შეცვლა გადაწყდა. შოთას ახალი გუნდი ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

საინტერესოა ინფორმაციაც, რომელიც ხელშეკრულების ფინანსურ პირობებთან დაკავშირებით გავრცელდა. სეზონში არველაძე მილიონ დოლარს (800 ათას ევროს) მიიღებს. მოლაპარაკებაც ამიტომ გაიწელა - მხარეები სწორედ ფინანსურ პირობებზე ბჭობდნენ და საბოლოოდ შეთანხმდნენ კიდეც. შოთას მხრიდან მოლაპარაკებებს ცნობილი მენეჯერი, დანიელი ივან ბენეში აწარმოებდა, "მაკაბის" კი ქართველი მწვრთნელის მიწვევის ინიციატორი, ლეგენდარული იოჰან კრუიფის ვაჟი, ხორდი კრუიფი წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძეს აქამდე ჰოლანდიურ და თურქულ კლუბებში უმუშავია: 2008-10 წლებში "ალკმაარში" ლუი ვან გაალის, დიკ ადვოკაატისა და როლანდ კუმანის თანაშემწე გახლდათ, თურქული სუპერლიგის "ქაისერისფორში", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსფორში" კი - მთავარი მწვრთნელი. "ტრაბზონსფორიდან" არველაძე 2015 წლის ნოემბერში წამოვიდა. "მაკაბის" გარდა, მას მთავარი მწვრთნელის ადგილს ბაქოს "ნეფთჩიც" სთავაზობდა.

"მოუთმენლად ველი ფეხბურთელებთან და ერთგულებით ცნობილ გულშემატკივართან შეხვედრას. "მაკაბის" შესახებ ბევრი ინფორმაცია მაქვს. ვიცი, როგორი მდიდარი ისტორია და რამდენად დიდი ამბიციები აქვს კლუბს და აქ მომუშავე ყველა ადამიანს. სწორედ ამის გამო ვარ ბედნიერი, რომ აქ ვიმყოფები და მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას", - თქვა არველაძემ.

ხორდი კრუიფი: "მოხარულები ვართ, რადგან "მაკაბიში" სწორედ იმ მწვრთნელის მოწვევა მოვახერხეთ, ვინც ჩვენი მთავარი სამიზნე იყო. შოთა ძლიერი პიროვნებაა. მას ზურგს დიდი საფეხბურთო ისტორია უმაგრებს და ამიტომ დარწმუნებულები ვართ, მისი უნარები და შესაძლებლობები კლუბს წარმატების მიღწევაში დაეხმარება".

დღეს თელ-ავივის "მაკაბი" ავსტრიაში გაემგზავრება და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება. 43 წლის ქართველი სპეციალისტი გუნდს სწორედ ალპებში შეუერთდება და კლუბიც იქვე წარადგენს ოფიციალურად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
შოთა არველაძე: მე და ცხადაძე მეგობრები ვართ, ეს კი მეტია, ვიდრე ნათესაობა
კახა ცხადაძე: მე და შოთა მეგობრობას ცოტა ხნით გვერდზე გადავდებთ
შოთა არველაძე: ხორდი კრუიფთან ერთად გუნდის გაძლიერებას ვგეგმავ
შოთა არველაძე: მომდევნო სამსახური ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი იქნება
შოთა არველაძე: სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩემი ახალი გუნდის ვინაობასაც შეიტყობთ
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
Sport 5: შოთა არველაძემ "მაკაბი" ჩაიბარა და სეზონში 800 ათას ევროს მიიღებს
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
ხორდი კრუიფი "ბარსელონას" დატოვებს
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
შოთა არველაძე: "მაკაბი" ან "ნეფთჩი", ორივე რეალურია...
ლეგიონი ევროპალიგაზე: ზავი "ქართულ დერბიში", კვეკვესკირის გოლი [VIDEO]
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"