17 და 19 ივნისს ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წწ. სეზონის დასკვნით სათამაშო დღეებს უმასპინძლებს.
17 და 19 ივნისს ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წწ. სეზონის დასკვნით სათამაშო დღეებს უმასპინძლებს. პარასკევს და კვირას ოთხი სხვადასხვა ლიგის ჩემპიონის ვინაობა უნდა გაირკვეს.

პირველი ტრიუმფატორები დღეს, კორპორატიულ ლიგებში უნდა გამოვლინდნენ. 20:00 სთ-ზე ვერცხლის ლიგის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს "ვითიბი ბანკისა" და თბილისის მერიის გუნდები დაუპირისპირდებიან. ფინალამდე გზა ორივე გუნდმა დამაჯერებლად განვლო, "ბანკირებმა" 1/4-ფინალში ასპარეზობას "ბაქსვუდი" გამოთიშეს, ხოლო ფინალში გასასვლელად "საბანკო დერბიში" "ბანკ რესპუბლიკას" აჯობეს. "დედაქალაქელები" 1/4-ფინალში "თეთრ ქუდს" დაუპირისპირდნენ, ხოლო 1/2-ფინალში "საქრუსენერგოს" ბარიერი დაძლიეს იოლად.

მთავარი კორპორატიული, ოქროს ლიგის საუკეთესოს ტიტულისთვის ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "ნატახტარი" და "პატრული" დაუპირისპირდებიან. ფინალამდე ორივე გუნდი ღირსეულად მივიდა. "ნატახტარმა" 1/4-ფინალში "ვესტ ინვესტი" დატოვა უშანსოდ, 1/2-ფინალში კი GWP-ს აჯობა. კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო "პატრულის" საპლეიოფო დაპირისპირებები. "ძალოვნებმა" ჯერ "კრედო" არ დაინდეს, ხოლო ფინალში გასასვლელად, არც მეტი, არც ნაკლები, წლევანდელი კორპორატიული ლიგის თასის გამარჯვებული, "საქართველოს ფოსტა" გამოთიშეს ასპარეზობას. ოქროს ლიგის ფინალური შეხვედრა 21:00 სთ-ზე დაიწყება.

19 ივნისს კი ჩემპიონების ვინაობა სუპერლიგის გათამაშებაში უნდა გაირკვეს. სუპერლიგა B-ს ფინალში ერთმანეთის პირისპირ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" გუნდები დაუპირისპირდებიან. თუკი "პრევენციისთვის" ეს მეორე ტიტულისთვის ბრძოლის შანსია (პირველად მათ 2013/14 წლების თასის გათამაშებაში იმარჯვეს), ჭიათურელები ლიგაში სამწლიანი ასპარეზობის შემდეგ პირველ ფინალს ითამაშებენ. ასევე პირველად ხდება, როდესაც ფინალში რეგიონის გუნდი იასპარეზებს.

"პრევენციის ცენტრმა" რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა. ¼-ფინალში მათი მეტოქე "უნიკრედიტი" იყო, რომელთანაც პირველი დაპირისპირება დათმეს კიდეც, თუმცა შემდგომ ორი შეხვედრა დამაჯერებლად იმარჯვეს. ასევე მარცხით დაიწყო მათთვის 1/2-ფინალური ეტაპი, სადაც ისინი "ევროკრედიტს" დაუპირისპირდნენ და აქაც შემდგომ ორ შეხვედრაში შეძლეს წარმატების მიღწევა.

იმერლების საპლეიოფო სერია „იმერული დერბით“ დაიწყო. გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტთან, ზესტაფონის "ფეროსთან" წარმატების მისაღწევად ორი შეხვედრა იკმარეს. გაცილებით დაძაბული გამოდგა მათთვის 1/2-ფინალური ეტაპი. კასპის "გენერლის" ბარიერის დასაძლევად მათ მესამე გადამწყვეტი შეხვედრის გამართვა დასჭირდათ. კვირა დღის პირველი ფინალი 16:00 სთ-ზე დაიწყება, 18:00 სთ-ზე კი სეზონის მთავარი ფინალური შეხვედრა აიღებს სტარტს.

სუპერლიგა A-ს ჩემპიონობისთვის შსს და მფკ "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებმა უკვე მოასწრეს წელს ერთი ფინალის თამაში - სუპერლიგის თასის გათამაშება "მედიკოსების" გამარჯვებით, 2-0 დასრულდა და "ძალოვნებს", საჩემპიონო მოტივაციის გარდა, რევანშის სურვილიც ამოძრავებთ.

ფინალამდე გზა არცერთ მათგანს არ ჰქონია იოლი. "ტატიშვილი" 1/4-ფინალში სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდს დაუპირისპირდა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ორი შეხვედრის გამართვა იკმარა. განსხვავებით წინა ეტაპისგან, 1/2-ფინალში "მედიკოსები" "ნატახტარისგან" სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდნენ და სეზონის ერთადერთი მარცხიც პირველივე დაპირისპირებაში იწვნიეს. რაც შეეხება მომდევნო შეხვედრებს, ორივე მათგანში გამარჯვებას 7-მეტრიანების სერიაში მიაღწიეს.

შსს-მ საპლეიოფო სერია "ევექი-ჯვაროსნების" ძლევით დაიწყო, 1/2-ფინალში კი მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი პსპ გამოთიშეს ასპარეზობას. რაც ყველაზე საინტერესოა, მიუხედავად მეტოქეების სიძლიერისა, არც ერთ ეტაპზე მათ მესამე შეხვედრის გამართვა არ დასჭირვებიათ.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი - ესპანური ლუდი Estrella.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა".

მედია პარტნიორები: sportall.ge, რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
6 ტურში ყველა მატჩი წააგო - "ვენეციამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "ტორინოსთან" დამარცხდა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
მოლდოვა 0:1 საქართველო
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
"რეალი" კურტუას გაშვებას არ აპირებს
ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
ბითაძის 100%-იანი სიზუსტე "კლივლენდთან" | გოგამ 12 წუთში 7 ქულა მიითვალა
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონები და სეზონის ტრიუმფატორი ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: ფინალში გასასვლელად გადამწყვეტი ბრძოლები იწყება
SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის თასს ახალი მფლობელი ეყოლება
SBM LEAGUE 2015/16: ოქროს ლიგის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2015/16: მფკ "ტატიშვილი" სუპერლიგის თასის მფლობელია!
SBM LEAGUE 2015/16: 1/2-ფინალების დაძაბული სტარტი